თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 21:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2797,
კომენტარები: 13
მოურინიო 15 ქულას 10 ფრეს ამჯობინებს
პორტუგალიელი აცხადებს, რომ სამომავლო პერსპექტივისთვის გუნდის მიმდინარე შედეგი უკეთესია.
მოურინიო 15 ქულას 10 ფრეს ამჯობინებს
ჟოზე მოურინიომ პოზიტიურად შეაფასა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედგაცრუების კვირეულის შედეგები, რომლის განმავლობაში ნაჩვენები წაუგებელი სერია თავისი არაშთამბეჭდაობის მიუხედავად პორტუგალიელს მომდევნო სეზონისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ოთხეულში მოხვედრის იმედებს დარტყმა მიაყენა "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომსა" და "ევერტონთან" ბოლო შვიდ დღეში ნათამაშებმა ორმა ფრემ, რომელთაგან მხოლოდ ერთში გაიტანა გუნდმა გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტის წყალობით.

ლიგის თასის მფლობელები კვირას "სანდერლენდს" ეწვევიან და იმედოვნებენ, რომ ჩამორჩენას შეამცირებენ მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტისთან", რომელსაც ოთხქულიანი უპირატესობა აქვს მეტოქეებთან.

ამ მატჩს "წითლები" 20-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ 10 მატჩის მოგება მოახერხეს.

მიუხედავად მოპოვებული 40 ქულისა, მოურინიო აცხადებს, რომ ურჩევნია 10 ფრე ჰქონდეს, ვიდრე 5 მოგება და 5 წაგება.

"მომდევნო სეზონის შემხედვარე კარგია იმის შეგრძნება, რომ ბევრ მატჩს არ ვაგებთ და პრემიერ ლიგაში ფანტასტიკური 20-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს.

მეც ვიცი, რომ 10 ფრე 10 ქულაა და 10 მატჩში ხუთის მოგება 15 ქულას უდრის. რომელი ჯობია? 15 ქულა, რა თქმა უნდა.

მაგრამ მომავალზე გათვლით, მირჩევნია, 10 მატჩში 10 ქულა გვქონდეს, რადგან ის გექნება, რისი მოპოვებაც ადვილი არ არის.

მენტალურად სოლიდურად გრძნობ თავს, რთულად დასამარცხებელი ხდები და რთული პირობების წინააღმდეგ იბრძვი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2017 13:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თავის მხრივ მართალია მოურინიოც, დაცვაში აშკარად გამოსწორდა თამაში, ხანდახან რაღაც უაზრო შეცდომები მოსდის გუნდს, ძირითადად ბლინდზე და სმოლიმგზე მოდის.
დაცვაში როცა თავს იმედიანად გრძნობ, უფრო თავდაჯერებული ხარ შეტევაში. მომავალ წელს მთელი კონცენტრაცია შეტევის გაუმჯობესებას უნდა დაეთმოს.

ლივერპული შეტევაში ძაან მაგრად თამაშობს, მაგრამ დაცვა ისეთი საშინელი ყავს, ყველაფერს წყალში ყრის.
0
№12
ავტორი: dzia_David
8 აპრილი 2017 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მომავალზე გათვლით ჩემპიონთა ლიგაზეე გასვლაა საჭირო ვიდრე წაუგებელი სერია. აი მანდ ვქინებით მენტალურადაც სოლიდურად და ფიზიკურადაც ასე რომ ქულები და წლის ბოლოს შედეგი უნდა ამ წაუგებელ სერიას
0
№13
ავტორი: stepno
8 აპრილი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
es ambavi martla maxarebs ro ar vagebt dzaan kai magram ufro meti gvinda ratqmaundaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top