რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურიონიო მომდევნო სეზონში მარკუს რეშფორდს უნდა ენდოს. მისივე თქმით, სულაც არ არის საჭირო მილიონების ხარჯვა ახალ თავდამსხმელზე.
მოურინიომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი დაისახა თავის უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ, ფრანგის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ აღიარეს, რომ "იუნაიტედი" სხვებთან ერთად იმ კლუბთა შორისაა, რომლებიც კონტაქტზე გავიდნენ.
და იმის ფონზე, რომ "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოურინიოს თავდამსხმელზე დიდი თანხის დახარჯვას აპირებს.
მაგრამ ფერდინანდი ამ აზრს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ რეშფორდი, რომელმაც 13 მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგაში, შეძლებს კლუბის მთავარ ფორვარდობას.
"არ ვფიქრობ, რომ ერთ ფეხბურთელზე მილიონების და მილიონების დახარჯვა სჭირდებათ. მე რეშფორდს მივცემდი შანსს. მარკუსი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ხელშეწყობა სჭირდება. ყველაფერს მას ვერ დააკისრებ.
ჩემს, როგორც მცველის ნერვულ სისტემას დაძაბავდა რეშფორდი, მაგრამ მან თავისთვის საუკეთესო პოზიციაზე უნდა ითამაშოს და არა ვინგერად", - განაცხადა ფერდინანდმა.