თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 20:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2610,
კომენტარები: 14
ფერდინანდი ხსნის, თუ რატომ არ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" გრიზმანი
რიო ფერდინანდის აზრით, "იუნაიტედს" გრიზმანი არ სჭირდება.
ფერდინანდი ხსნის, თუ რატომ არ უნდა შეიძინოს
რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურიონიო მომდევნო სეზონში მარკუს რეშფორდს უნდა ენდოს. მისივე თქმით, სულაც არ არის საჭირო მილიონების ხარჯვა ახალ თავდამსხმელზე.

მოურინიომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი დაისახა თავის უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ, ფრანგის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ აღიარეს, რომ "იუნაიტედი" სხვებთან ერთად იმ კლუბთა შორისაა, რომლებიც კონტაქტზე გავიდნენ.

და იმის ფონზე, რომ "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოურინიოს თავდამსხმელზე დიდი თანხის დახარჯვას აპირებს.

მაგრამ ფერდინანდი ამ აზრს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ რეშფორდი, რომელმაც 13 მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგაში, შეძლებს კლუბის მთავარ ფორვარდობას.

"არ ვფიქრობ, რომ ერთ ფეხბურთელზე მილიონების და მილიონების დახარჯვა სჭირდებათ. მე რეშფორდს მივცემდი შანსს. მარკუსი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ხელშეწყობა სჭირდება. ყველაფერს მას ვერ დააკისრებ.

ჩემს, როგორც მცველის ნერვულ სისტემას დაძაბავდა რეშფორდი, მაგრამ მან თავისთვის საუკეთესო პოზიციაზე უნდა ითამაშოს და არა ვინგერად",
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: M.E.N
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2017 13:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგია რეშფორდი ძაან, მაგრამ პატარაა ჯერ, ცოტა არეულია, ბევრი სათამაშო დრო უნდა მიეცეს, რომ ჩამოყალიბდეს. თანაც შეცვლაზე ბევრად უფრო უკეთესად შემოდის ვიდრე დასაწყისიდან, არათანაბრად ანაწილებს ძალას მთელ მატჩზე, გამოცდილება ჭირდება.
0
№12
ავტორი: dzia_David
8 აპრილი 2017 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძნელია სეზონი სასურველი შედეგით დაამთავრო რეშფორდის იმედად იმიტომ რომ არაა ჯერ ეს ბიჭი ისეთ საფეხბურთო სიმაღლეებზე რო სტაბილური თამაში გვიჩვენოს. უნიჭიერესი რო და ჩვენი მომავალი მაგაზე არავინ ვკამათობთ მგონი მაგრამ გრიზუ უნდა მოვიდეს და არც ამ შეთხვევაში არ დარცება ეს ბიჭი უშანსოდ. დრო მიეცემა და დაღვინდება უფრო ამასობაში
0
№13
ავტორი: Old Red Devil
8 აპრილი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
რატომღაც მგონია რომ გუნდი ისევ გაანიავებს კი არადა უკვე ანიავებს კარგ ფეხბურთელებს. ვერა და ვერ დააწყო სასტავი ვერცერთმა მწვრთნელმა, რადგან არავინაა ფერგისნაირი სტრატეგი ფერგი ნეხვისგან ჩემპიონს ქმნიდა მაურინიოს ვან გაალს და მოიესს და სხვა თითქმის ყველა მწვრთნელს უნდა უკვე შემდგარი ვარსკვლავი რომელიც ან გაამართლებს ან ვერა. ფალკაოზე დი მარიაზე დავრწმუნდით რომ გუნდს ჭIრდება ახალგაზრდების წამოწევა. ასეთ 5-6-7 პოზიციებს ხო 18-20 წლის ბიჭებითაც დადებს მწვრთნელი თუ მასზე მწვრთნელი ითქმის ზოგადად.
0
№14
ავტორი: stepno
8 აპრილი 2017 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mec vfiqrob ro shansi misces reshfords magram magrad minda ra grizuu :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top