თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 02:01
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 11
"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"
ბრაიან რობსონი მოურინიოზე,პოგბასა და სანჩესზე საუბრობს.
ბრაიან რობსონი ერთ-ერთი მათგანია რომელიც კლუბში სერ ალექს ფერგიუსონზე ადრე მივიდა. მისი "იუნაიტედში" ასპარეზობის დროს გუნდი რთულ პერიოდს განიცდიდა,ფერგისთან ერთად მას დიდი გზის გავლა მოუწია იმისათვის რომ "იუნაიტედი" წარმატებების გზაზე დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ მას კარგად ესმის მანჩესტერის ახლანდელი მდგომარეობა, მომავალს პოზიტიურად უყურებს და ამბობს რომ გუნდი ამ სირთულეებს თავს მალე დააღწევს. ყოველივე ამის შემოქმედი კი ჟოზე მოურინიო იქნება.

"ვფიქრობ მოურინიოსა და ფერგიუსონს ბევრი რამ აქვთ საერთო. ისინი გამარჯვებულები არიან, მწვრთნელის რანგში მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს."

"ჟოზე ისეთივე მკაცრია როგორც ფერგიუსონი. მქონდა საშუალება გუნდის ვარჯიშებისთვის თვალყური მიმედევნებინა, მათ შორის მსგავსება აქაც თვალსაჩინოა."

"ნათელი იყო და ყველამ ვიცოდით რომ ფერგიუსონის წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ამასთანავე გუნდიდან დევიდ გილიც წავიდა და ყველაფერი უფრო გართულდა, ეს მოსალოდნელი იყო. მას შემდეგ გუნდმა რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა მაგრამ რეალურად ამას შედეგი არ მოჰყოლია, იქნა შეძენილი რამდენიმე ფეხბურთელი თუმცა ვერც მათ გაამართლეს. დღეს კი გუნდს მოურინიო ხელმძღვანელობს და შეუძლებელია არ დაინახო ის პროგრესი რასაც გუნდმა ჟოზეს ხელმძღვანელობის დროს მიაღწია. გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. რამდენიმე ახალი შენაძენი და დარწმუნებული ვარ მომავალში აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის"

"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"

"ყველაზე დიდი ცვლილება რაც თვალშისაცემია ისაა რომ გუნდი თავდასხმაში უფრო ფანტაზიურია,მეტად აგრესიულია. ვან გაალის დროს ეს არ იგრძნობოდა, ჩვენ მხოლოდ ბურთის ფლობაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ამას ემატება ისიც რომ ჟოზემ 4 ძალზედ კარგი ფეხბურთელი შეიძინა რომლებმაც "იუნაიტედი" უფრო განსხვავებული გუნდი გახადეს."

ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედი" დღეს მეექვსე პოზიციაზეა ჩემპიონატში, სწორედ ამიტომ თვლის რობსონი ევროპა ლიგას როგორც არაჩვეულებრივ საშუალებად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დასაბრუნებლად.

"ორ ფრონტზე ბრძოლა რთული იქნება. გუნდს ძალზედ რთული კალენდარი აქვს, მათ ოთხეულისთვის მებრძოლ ყველა გუნდზე მეტი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. ვთვლი რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი ევროპა ლიგის მოგებაა."

იყო რა გუნდის კაპიტანი და გაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი გოლი თუ გადამწყვეტ მომენტებში დაეხმარა გუნდს თავისი გამორჩეული თამაშით, რობსონი თვლის რომ გუნდში არის ფეხბურთელი რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის რომ "იუნაიტედს" მომავალში წინ გაუძღვეს.

"ჩემი აზრით "იუნაიტედის" მომავალი კაპიტანი პოლ პოგბა უნდა გახდეს. ის მშრომელია, სურს რომ იყოს საუკეთესო, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. წლებთან ერთად ის აუცილებლად გაიზრდება და მომწიფდება როგორც ფეხბურთელი,როგორც ლიდერი, ამიტომ ვთვლი რომ ის გუნდის მომავალი კაპიტანია"

"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"

წარსულში თვითონაც ლეგენდარული 7 ნომრის ლეგენდარულმა მატარებელმა ასევე პასუხი გასცა კითხვას თუ ვის ხილვას ისურვებდა ის 7 ნომრიანი მაისურით.

"რა თქმა უნდა ალექსის სანჩესი. "არსენალში" ის ვერ გრძნობს თავს კარგად. ამიტომ არ გამოვრიცხავ მის ხილვას "იუნაიტედში" 7 ნომრიანი მაისურით. გუნდს სჭირდება ალექსისის ტიპის ფეხბურთელები იმისათვის რომ იყოს წარმატებული"

წყარო:Sportwitness.co.uk
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
7 აპრილი 2017 02:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ალექსი სანჩესი იდეალურად მოერგებოდა გუნდს უკლასნესია და ბარსელონაშიც უმარლეს დონეზე უთამაშია და დაუმტკიცებია ბევრი რამე, ასევე გრიზმანიც მაგრად გაგვაძლიერებს 2 ვეს ყიდვა იდეალური იქნებოდა მარა თუ ერთ ერთი ვერა მეორე მაინც აუცილებლად უნდა შეიძინონ ძაან წაგვადგებიან ნებისმიერ სემთხვევაში.
პ.ს სანჩესმა კი თქვა რო ლონდონში უნდა დარჩენა ამრა უფრო მაღალი დონის გუნდში მარა მანცესტერი იბრძოლებს და საკმაოდ რეალურადაც და იმედების დამყარება ამ ტრანსფერზე შეიძლება.
0
№2
ავტორი: dybbuk
7 აპრილი 2017 02:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
სანჩესი მართლა გაასწორებდა ისე, უბრალოდ 7 ნომერი მე მაინც გრიზმანის მგონია ორივეც რო იყიდონ მაგ შემთხვევაშიც
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
7 აპრილი 2017 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უფრო მგონია გრიზუს ვიყიდით
0
№4
ავტორი: SAF
7 აპრილი 2017 05:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 აპრილი 2017 09:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია აქ გადმოვიდეს თუ არსენალოდან წავა
0
№6
ავტორი: ლადო
7 აპრილი 2017 09:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
პოგბას კაპიტნობა ადრეა ჯერ, აქვს ბევრი რამე დასამტკიცებელი, იმისს და მიუედავად, რომ მისი პირველი სეზონით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ..
მოურინიოს მანჩესტერსა და მოიესის, ვან გაალის მანცჰესტერს შორს განსხვავება თუ ვერ დაინახეთ მალადეც :D სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ. მომავალ წელს სუსტ რგოლებსაც შეავსებს ჟოზე და მერე ალბათ ფავორიტებიც ვიქნებით ჩემპიონობის.

ალექსის რაც შეეხება, შანსი თუ გვექნება აუცილებლად უნდა ვიყიდოთ, გრიზმანსა და ალექსის შორის არჩევანი რომ მქონდეს, სანჩესს ავირჩევდი ისე რომ არც დავფიქრდებოდი. ვნახოთ რა იქნება.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
7 აპრილი 2017 10:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნებისმიერი გუნდისთვის ძაან დიდი ძალა იქნება, მაგრად მოერგო პრემიერ ლიგას winked აი ჩვენ საერთოდ დაგვხატავდა
0
№8
ავტორი: JuanMata
7 აპრილი 2017 13:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანჩესი მართლა მაგარი იქნება, ველსიასავით ვირი ფეხბურთელია და თან უკლასნესია.

ჯერ მარტო იმაზე ეტყობა კლასი, არსენალს რომ ათრევს ამდენი ხანია wink

ვალენსიასავით*
0
№9
ავტორი: ikeoni
7 აპრილი 2017 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imena yvelaferi cvetshi ibazra
0
№10
ავტორი: gela-manutd
7 აპრილი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჯერ გრინზმო მერე ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top