თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 02:01
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2444,
კომენტარები: 11
"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"
ბრაიან რობსონი მოურინიოზე,პოგბასა და სანჩესზე საუბრობს.
ბრაიან რობსონი ერთ-ერთი მათგანია რომელიც კლუბში სერ ალექს ფერგიუსონზე ადრე მივიდა. მისი "იუნაიტედში" ასპარეზობის დროს გუნდი რთულ პერიოდს განიცდიდა,ფერგისთან ერთად მას დიდი გზის გავლა მოუწია იმისათვის რომ "იუნაიტედი" წარმატებების გზაზე დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ მას კარგად ესმის მანჩესტერის ახლანდელი მდგომარეობა, მომავალს პოზიტიურად უყურებს და ამბობს რომ გუნდი ამ სირთულეებს თავს მალე დააღწევს. ყოველივე ამის შემოქმედი კი ჟოზე მოურინიო იქნება.

"ვფიქრობ მოურინიოსა და ფერგიუსონს ბევრი რამ აქვთ საერთო. ისინი გამარჯვებულები არიან, მწვრთნელის რანგში მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს."

"ჟოზე ისეთივე მკაცრია როგორც ფერგიუსონი. მქონდა საშუალება გუნდის ვარჯიშებისთვის თვალყური მიმედევნებინა, მათ შორის მსგავსება აქაც თვალსაჩინოა."

"ნათელი იყო და ყველამ ვიცოდით რომ ფერგიუსონის წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ამასთანავე გუნდიდან დევიდ გილიც წავიდა და ყველაფერი უფრო გართულდა, ეს მოსალოდნელი იყო. მას შემდეგ გუნდმა რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა მაგრამ რეალურად ამას შედეგი არ მოჰყოლია, იქნა შეძენილი რამდენიმე ფეხბურთელი თუმცა ვერც მათ გაამართლეს. დღეს კი გუნდს მოურინიო ხელმძღვანელობს და შეუძლებელია არ დაინახო ის პროგრესი რასაც გუნდმა ჟოზეს ხელმძღვანელობის დროს მიაღწია. გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. რამდენიმე ახალი შენაძენი და დარწმუნებული ვარ მომავალში აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის"

"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"

"ყველაზე დიდი ცვლილება რაც თვალშისაცემია ისაა რომ გუნდი თავდასხმაში უფრო ფანტაზიურია,მეტად აგრესიულია. ვან გაალის დროს ეს არ იგრძნობოდა, ჩვენ მხოლოდ ბურთის ფლობაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ამას ემატება ისიც რომ ჟოზემ 4 ძალზედ კარგი ფეხბურთელი შეიძინა რომლებმაც "იუნაიტედი" უფრო განსხვავებული გუნდი გახადეს."

ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედი" დღეს მეექვსე პოზიციაზეა ჩემპიონატში, სწორედ ამიტომ თვლის რობსონი ევროპა ლიგას როგორც არაჩვეულებრივ საშუალებად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დასაბრუნებლად.

"ორ ფრონტზე ბრძოლა რთული იქნება. გუნდს ძალზედ რთული კალენდარი აქვს, მათ ოთხეულისთვის მებრძოლ ყველა გუნდზე მეტი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. ვთვლი რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი ევროპა ლიგის მოგებაა."

იყო რა გუნდის კაპიტანი და გაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი გოლი თუ გადამწყვეტ მომენტებში დაეხმარა გუნდს თავისი გამორჩეული თამაშით, რობსონი თვლის რომ გუნდში არის ფეხბურთელი რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის რომ "იუნაიტედს" მომავალში წინ გაუძღვეს.

"ჩემი აზრით "იუნაიტედის" მომავალი კაპიტანი პოლ პოგბა უნდა გახდეს. ის მშრომელია, სურს რომ იყოს საუკეთესო, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. წლებთან ერთად ის აუცილებლად გაიზრდება და მომწიფდება როგორც ფეხბურთელი,როგორც ლიდერი, ამიტომ ვთვლი რომ ის გუნდის მომავალი კაპიტანია"

"მანჩესტერმა ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს"

წარსულში თვითონაც ლეგენდარული 7 ნომრის ლეგენდარულმა მატარებელმა ასევე პასუხი გასცა კითხვას თუ ვის ხილვას ისურვებდა ის 7 ნომრიანი მაისურით.

"რა თქმა უნდა ალექსის სანჩესი. "არსენალში" ის ვერ გრძნობს თავს კარგად. ამიტომ არ გამოვრიცხავ მის ხილვას "იუნაიტედში" 7 ნომრიანი მაისურით. გუნდს სჭირდება ალექსისის ტიპის ფეხბურთელები იმისათვის რომ იყოს წარმატებული"

წყარო:Sportwitness.co.uk
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
7 აპრილი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გრიზმანი უფრო კარგი პერსპექტივაა ვიდრე სანჩესი, ნუ ფასშიც სხვაობაა, ამ წუთას უფრო სანჩესის ტიპის ფეხბურთელი გვჭირდება თან გამოცდილება აქვს აქ თამაშის, რა ასაკი აქვს ეხლა ალექსის? მგონი დავაგივანეთ მისი ყიდვა არა?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top