თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2017, 22:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2188,
კომენტარები: 20
ოფიციალურად: ლინგარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ოფიციალურად: ლინგარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
ჯესი ლინგარდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც იგი კლუბში 2021 წლამდე დარჩება და შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.

24 წლის ლინგარდი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და კლუბში 7 წლიდან ირიცხება. უორინგტონელმა ბიჭმა "იუნაიტედში" თავისი სადებიუტო მატჩი 2014/15 წლების სეზონის პირველ მატჩში, "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარა. მას შემდეგ მან 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა, რომელთაგან 3 "უემბლიზე" მოდის.

ლინგარდი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. კლუბში 7 წლიდან ვირიცხები და ყოველთვის უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, როცა მაისურს ვირგებ. ორი თასის ფინალში გატანა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მეტად საამაყო მომენტი იყო.

ჩვენ უკვე მოვიგეთ ერთი ძირითადი ტიტული ამ სეზონში და მინდა, ამ დიდებულ მწვრთნელს კიდევ დავეხმარო ტიტულის მოგებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მეც და გუნდსაც".


მოურინიო: "ჯესი შვიდი წლიდან იმყოფება გუნდში. მას დიდებული გონება აქვს, რაც მის ენერგიასა და უნარებთან შერწყვით დიდ მომავალს უქადის. ჯესი გუნდის შემადგენლობაში პოპულარული წევრია და მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა."
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
6 აპრილი 2017 22:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
2021 კიარა გაათრიეთ აქედან რა ფეხბურთელებს აჩერებენ გუნდში და მერე უკვირთ მეექვსეზე რატოა გუნდიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: stepno
6 აპრილი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე ამ ბოლო დროს მომწონს ლინგარდი
0
№3
ავტორი: Malboro463
6 აპრილი 2017 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
Bijoooooo
Asetebi skamzec ara gasacherebeli
0
№4
ავტორი: kobinio
6 აპრილი 2017 22:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ki magram araa es bichi am gundis donis
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
6 აპრილი 2017 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: I L C
2021 კიარა გაათრიეთ აქედან რა ფეხბურთელებს აჩერებენ გუნდში და მერე უკვირთ მეექვსეზე რატოა გუნდიო

:D :D :D :D რას ერჩი
0
№6
ავტორი: giorgiginturi
6 აპრილი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ბიჯო ბიჯოო ბიჯოოოოოოოო wink
0
№7
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2017 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
წარმატებებიი ჯესიიიი
0
№8
ავტორი: gela-manutd
6 აპრილი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უმედია უფრო და უფრო მოუმატებ
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
6 აპრილი 2017 23:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ჩემი მოკრძალებული აზრია და შეიძლება ბევრიც შემეკამათოს მაგრამ ფერგი გენიოსი რო იყო წასვლაზეც დაეტყო.იმ დროს წავიდა როცა შეხედა მისი დრო ილეოდა და პიკზე წასვლა ამჯობინა.ეჭვი მეპარება დღეს რო ფერგი იყოს ბევრად უკეთესი შედეგები გვქონოდა იმიტომ რომ ეპოქა შეიცვალა ყველა დიდი ვარსკვლავები სხვა ჩემპიონატში ფეხბურთელებზე უაზროდ გაბერილი ფასები.ხოდა ფერგის ფულის გადახდა ამხელების სულ ენანებოდა თავის წიგნში წერს ვისაც წანაკითხი გაქვთ თავის პირით ამბობს.მისი ეპოქის დასასრულის მოახლოებას მიხვდა როცა ორი ფინალი წააგო ბარსასთან რონალდოს და რონალდოს გარეშე.იქ იყნოსა რო ბარსას ჰეგემონია მყარდებოდა და მას აუცილებლად სხვებიც აყვებოდნენ.თორე ფერგის ფიზიკურად დღემდე შეეძლებოდა მწვრთნელობა.ეს მაიკლ ჯორდანის კარიერის დამთავრების ანალოგია.ჩვენნაირი შედეგზე მოწყურებული გულშემატკივრებისთვისაა ძნელი ლოდინი თორე ახლა ფულის ხარჯვასაც ვხედავთ და გუნდი მთლიანად შეიცვლება ამ ზაფხულს თვისობრივად ეგ გარდაუვალია.ბაის ნაირი ტრანსფერები ჭირდება ჩვენს გუნდს რო ვუყურებ ასე მგონია მინიმუმ 5წელია აქ არის ისე ჟილკიანად და გულით თამაშობს და კედელია.
რაც შეეხება ლინგარდს.უფრო შავი სამუშაოს დაუზარებელი შემსრუკებელია.რა პოზიციაზეც არ უნდა ათამაშო თუ შექმნით ვერ ქმნის გაფუჭებითაც არ აფუჭებს.თითო ფინალის სათამაშოდ მაინც უნდა გყავდეს
1
№10
ავტორი: Gamkrelidze
6 აპრილი 2017 23:58
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ფერგის შესაძლებლობზე ნუ ვისაუბრებთ მოდი. ნებისმიერ შემთხვევაში ფერგი რო დღეს გყოლოდა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით,
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top