თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2017, 22:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2189,
კომენტარები: 20
ოფიციალურად: ლინგარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ოფიციალურად: ლინგარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
ჯესი ლინგარდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც იგი კლუბში 2021 წლამდე დარჩება და შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.

24 წლის ლინგარდი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და კლუბში 7 წლიდან ირიცხება. უორინგტონელმა ბიჭმა "იუნაიტედში" თავისი სადებიუტო მატჩი 2014/15 წლების სეზონის პირველ მატჩში, "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარა. მას შემდეგ მან 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა, რომელთაგან 3 "უემბლიზე" მოდის.

ლინგარდი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. კლუბში 7 წლიდან ვირიცხები და ყოველთვის უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, როცა მაისურს ვირგებ. ორი თასის ფინალში გატანა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მეტად საამაყო მომენტი იყო.

ჩვენ უკვე მოვიგეთ ერთი ძირითადი ტიტული ამ სეზონში და მინდა, ამ დიდებულ მწვრთნელს კიდევ დავეხმარო ტიტულის მოგებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მეც და გუნდსაც".


მოურინიო: "ჯესი შვიდი წლიდან იმყოფება გუნდში. მას დიდებული გონება აქვს, რაც მის ენერგიასა და უნარებთან შერწყვით დიდ მომავალს უქადის. ჯესი გუნდის შემადგენლობაში პოპულარული წევრია და მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა."
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: pere
6 აპრილი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
კარგად მახსოვს რეალი როგორ მოძლიერდა. ერთდროულად იყიდა სუპერვარსკვლავები რონალდუ, კაკა ბენზემა ალონსო და რავიცი კიდე. მანჩესტერსაც ასე ჭირდება აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე სადაც გუნდს ოდნავ მაინც უჭირს ახალი ფეხბურთელი ჭირდება თანაც ისეთი რომელიც უკვე თამაშობს მაღალ დონეზე
0
№12
ავტორი: SAF
7 აპრილი 2017 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ცენზურაობისკენ მივექანებით ეს ფელაინისაც დატოვებს როგორც ჩანს fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: SANDROGRIGA
7 აპრილი 2017 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაღაცნაირად მაინც საჭირო ფეხბურთელია :D
0
№14
ავტორი: shotkin
7 აპრილი 2017 00:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ამის დარჩენა გუნდში ტრაგედია არაა მოვა მაღალი დონის ვინგერი და დაჯდება სკამზე და სკამიდან მთლად ცუდი ზამენაც არაა ხშირად თუარა ხანდახან უვარდება კარგი და საჭირო გოლები + სწრაფია პრესინგზე გამოიყენებ დარტყმა კარგი აქვს ასე თუ სიე და ენერგიულია და შავს ამუშაოსაც დაავალებ და რავი სანამ ამის დარჩენაზე ვიწუწუნებტ ჯერ სხვები მოვიშოროთ ჯობია ბევრად უარესი ანროდია ჯესისგან განსხვავებით გუნდში ერთი 4-5 კაცი მაინც
0
№15
ავტორი: lefty
7 აპრილი 2017 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ამას 100 ათასი უნდა ქონდეს კვირაში და ჰამშიკს და დიბალას 50ათასი? facepalm
0
№16
ავტორი: dybbuk
7 აპრილი 2017 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
პარადოქსია და სხვა არაფერი
0
№17
ავტორი: GeorgeBest
7 აპრილი 2017 10:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მას დიდებული გონება აქვს

ასეთი რამ გიგზმაც თქვა და მართლა ვერ ვხდები ასეტ გონებას რაში იყენებს, ალბატ მათემატიკაში ძაან ძლიერია
0
№18
ავტორი: JuanMata
7 აპრილი 2017 12:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: GaMkReLa
ფერგის შესაძლებლობზე ნუ ვისაუბრებთ მოდი. ნებისმიერ შემთხვევაში ფერგი რო დღეს გყოლოდა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით,


კაცმა არ იცის რა იქნებოდა, ფერგის დროსაც ჰქონდა გუნდს ჩავარდნები, მაგრამ მაშინ შეთამაშებული გუნდი გვყავდა, ჭკვიანურად ცვლიდა გუნდის ბირთვს, ნელ-ნელა და საჭირო დროს, მაგრამ ბოლოს აშკარად უარესობისკენ წავიდან გუნდი, ახალი შემადგენლობა ძველს ძაან ჩამოუვარდებოდა.

თან ავტორიტეტი ჰქონდა გუნდს ინგლისში, ჩვენთან თამაში ეშინოდათ. და ბანძ გუნდებთან მოსაგებ თამაშებს იგებდნენ. აი ჩელსისთან ყოველთვის გვიჭირდა თამაში, ლიგაზეც გვქონდა ცუდი სეზონები, მარტო ბენფიკამ ორჯერ ჩაგვტოვა ჯგუფში. 2007 იყო პიკი, მერე რონალდო წავიდა და წამოვიდა გუნდი უკან-უკან.

ფერგი ძაან მაგარი იყო, მაგრამ უნაკლო და ყოვლისშემძლე არ ყოფილა, ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ფულის მიუხედავად დიდ ტრანაფერებს არ აკეთბდა.

ისე რონალდოს წასვლის მერე შეეძლო გუნდს ერთი-ორი ძვირიანი ტრანსფერი დაედო და რეალური კონკურენცია გაეწია ბარსასთვის.
0
№19
ავტორი: jokero89
7 აპრილი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
წავიდეს აჯობებს ორივესთვის
0
№20
ავტორი: dzia_David
8 აპრილი 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
იმის მიუხედავად რო ამის ადგილს ვერ ვხედავ მანჩესტერის შემადგენლობაში მაინც მევასება რაღაცნაირად ;დ და გამიხარდა გახანგრძლივება :დ დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top