თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 13
შოუ: "იუნაიტედში" დარჩენისთვის ვიბრძოლებ"
ლუკ შოუ გუნდში თავისი მომავლისთვის ბრძოლას აპირებს.
შოუ:
ლუკ შოუ აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი კარიერის გადასარჩენად.

შოუ გასულ უქმეებზე "ვესტ ბრომთან" მატჩის მიღმა დარჩა, "ევერტონთან" შეხვედრაში კი შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო და გუნდს პენალტი მოუპოვა, რითაც "იუნაიტედმა" ერთი ქულა მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში მოურინიომ არაერთხელ გააკრიტიკა ინგლისელი მცველი და აღნიშნა, რომ იგი თანაგუნდელებს ძალიან ჩამორჩება თავდადებასა და კონცენტრირებაში.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა გააცნობიერა შოუს განვითარება შუა კვირაში და ამის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ლუკის სასარგებლოდ იღებდა.

ამ რამდენიმე დღის შესახებ კი შოუმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "იუნაიტედში" ყოფნა მიყვარს, საოცარი გულშემატკივრები არიან და ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარის მიუხედავადაც ასეთები იყვნენ.

მაგრამ თავის დახრას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ. არ დავნებდები. მიყვარს ეს კლუბი და აქ ყოფნისთვის ყველაფერს გავიღებ.

როგორც ჟოზემ თქვა, სურს იხილოს, როგორ ვიბრძვი - და მეც ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ამ კლუბში ყოფნა მინდა.

მწვრთნელისთვის თამაში და მწვერვალზე გუნდის ასვლაში დახმარება ჩემი მიზანია".


შოუ "იუნაიტედს" თინეიჯერ ფეხბურთელში გადახდილ რეკორდულ თანხად დაუჯდა, როცა 2014 წელს "საუთჰემპტონიდან" შეიძინა, მაგრამ მისი პროგრესი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წლის სექტემბერში ფეხის ორმაგმა მოტეხილობამ შეაჩერა.

"როგორც უკვე ვთქვი, გულშემატკივრები კარგად მექცეოდნენ, განსაკუთრებით ბოლო ორ დღეს. ამიტომაც მიყვარს ისინი. მათთვის ადვილი იქნებოდა იმ კომენტარების ნახვა და ჩემზე გულაცრუება, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

მაგრამ მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ყოველთვის მიცხადებდნენ, საოცარია და ამას დიდხანს არ დავივიწყებ, რადგან ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ მინდა, მათ იმედი გავუცრუო და ვიბრძოლებ თითოეული მათგანისთვის."


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
6 აპრილი 2017 11:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა

წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა
0
№2
ავტორი: shotkin
6 აპრილი 2017 11:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ამდენი ხანი გამზადებდნენ სათამაშოდ , გამოვიდა და აუტი ვერმოაწოდა და ამას თავი დავანებოთ , აი სადღაც ორღობეში აწვდიდა სულ, მარტო 1 ეპიზოდი იყო რაც მომეწონა დალშე ნაგავი იყო. ესეთუ უნდა გააგრძელოს ამან ჯობია წავიდეს და ჩემი აზრით ამ ზაფხულში უნდა იყიდოს მოუმ მაგარი მარცხენა მცველიც რა ამის იმედად ვერიქნები ძაან არასტაბილურია და შემდეგ სეზონს რა ფორმაში დაიწყებს კაცმა არიცის და ეგ გუნდს ძვირად არუნდა დაუჯდეს. არადა სულ ვიცავდი ლუკს მარა ამდენი ხანი როისვენებ ვარჯიშობ და გამოდიხარ და ესეთ საშინელ მატჩს ატარებ რავიცი:/ მგონი მეტისმეტია.
0
№3
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Amas Cota shemolawuneba undoda da miigo kidec da imedia rasac idzaxis sheasrulebs❤️️
0
№4
ავტორი: rene harrison_
6 აპრილი 2017 12:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რაში ჭირდება ალაბას იუნაიტედი, როცა ბაიერნშია, ან ვინ გამოუვებს ასეთ საჭირო ფეხბურთელს. ან ჩვენი ფული რაში უნდათ, ბენფიკა კი არ არის ბაიერნი, ფულის გამო რომ შეუძლიათ მთელი გუნდის გაყიდვა
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2017 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაინც არ მინდა რო წავიდეს, ჯერ კიდევ შეუძლია ჩადგეს ფორმაში
0
№6
ავტორი: dzia_David
6 აპრილი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
არადა რამხელა როლი უკავია და რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ფეხბურთში კრაინი მცველს. :((
0
№7
ავტორი: stepno
6 აპრილი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შოუს რო შეუძლია მომატება და ძალიან მაგრად თამაში ეს ყველამ ვიცით. იმედია მოუმატებს კიდეც
0
№8
ავტორი: Phil Jones
6 აპრილი 2017 14:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: shotkin
ამდენი ხანი გამზადებდნენ სათამაშოდ , გამოვიდა და აუტი ვერმოაწოდა და ამას თავი დავანებოთ , აი სადღაც ორღობეში აწვდიდა სულ, მარტო 1 ეპიზოდი იყო რაც მომეწონა დალშე ნაგავი იყო. ესეთუ უნდა გააგრძელოს ამან ჯობია წავიდეს და ჩემი აზრით ამ ზაფხულში უნდა იყიდოს მოუმ მაგარი მარცხენა მცველიც რა ამის იმედად ვერიქნები ძაან არასტაბილურია და შემდეგ სეზონს რა ფორმაში დაიწყებს კაცმა არიცის და ეგ გუნდს ძვირად არუნდა დაუჯდეს. არადა სულ ვიცავდი ლუკს მარა ამდენი ხანი როისვენებ ვარჯიშობ და გამოდიხარ და ესეთ საშინელ მატჩს ატარებ რავიცი:/ მგონი მეტისმეტია.

კომენტატორმაც აღნიშნა ირონიით შოუს აუტის მოწოდების ახალი სტილი დაუმუღამებიაო, აწვდი მოწინააღმდეგეს და მერე იბრძვი ბურთისთვისო )) მაგრამ რა გინდა ამის დარტყმულს მოყვა პენალტი )))
0
№9
ავტორი: shotkin
6 აპრილი 2017 16:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Phil Jones
ციტატა: shotkin
ამდენი ხანი გამზადებდნენ სათამაშოდ , გამოვიდა და აუტი ვერმოაწოდა და ამას თავი დავანებოთ , აი სადღაც ორღობეში აწვდიდა სულ, მარტო 1 ეპიზოდი იყო რაც მომეწონა დალშე ნაგავი იყო. ესეთუ უნდა გააგრძელოს ამან ჯობია წავიდეს და ჩემი აზრით ამ ზაფხულში უნდა იყიდოს მოუმ მაგარი მარცხენა მცველიც რა ამის იმედად ვერიქნები ძაან არასტაბილურია და შემდეგ სეზონს რა ფორმაში დაიწყებს კაცმა არიცის და ეგ გუნდს ძვირად არუნდა დაუჯდეს. არადა სულ ვიცავდი ლუკს მარა ამდენი ხანი როისვენებ ვარჯიშობ და გამოდიხარ და ესეთ საშინელ მატჩს ატარებ რავიცი:/ მგონი მეტისმეტია.

კომენტატორმაც აღნიშნა ირონიით შოუს აუტის მოწოდების ახალი სტილი დაუმუღამებიაო, აწვდი მოწინააღმდეგეს და მერე იბრძვი ბურთისთვისო )) მაგრამ რა გინდა ამის დარტყმულს მოყვა პენალტი )))

ხო ეგ მეც ამხსოვს რო თქვა :)))) ნუ კი მარა ოგადად თამაშით და მოქმედებით ძაან დაბალი დონე დადო
0
№10
ავტორი: giorgi_mg
6 აპრილი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მაქვს ამ ბიჭის იმედი ჯერ კიდევ და მჯერა რომ დაბრუნდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top