თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 13
შოუ: "იუნაიტედში" დარჩენისთვის ვიბრძოლებ"
ლუკ შოუ გუნდში თავისი მომავლისთვის ბრძოლას აპირებს.
შოუ:
ლუკ შოუ აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი კარიერის გადასარჩენად.

შოუ გასულ უქმეებზე "ვესტ ბრომთან" მატჩის მიღმა დარჩა, "ევერტონთან" შეხვედრაში კი შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო და გუნდს პენალტი მოუპოვა, რითაც "იუნაიტედმა" ერთი ქულა მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში მოურინიომ არაერთხელ გააკრიტიკა ინგლისელი მცველი და აღნიშნა, რომ იგი თანაგუნდელებს ძალიან ჩამორჩება თავდადებასა და კონცენტრირებაში.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა გააცნობიერა შოუს განვითარება შუა კვირაში და ამის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ლუკის სასარგებლოდ იღებდა.

ამ რამდენიმე დღის შესახებ კი შოუმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "იუნაიტედში" ყოფნა მიყვარს, საოცარი გულშემატკივრები არიან და ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარის მიუხედავადაც ასეთები იყვნენ.

მაგრამ თავის დახრას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ. არ დავნებდები. მიყვარს ეს კლუბი და აქ ყოფნისთვის ყველაფერს გავიღებ.

როგორც ჟოზემ თქვა, სურს იხილოს, როგორ ვიბრძვი - და მეც ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ამ კლუბში ყოფნა მინდა.

მწვრთნელისთვის თამაში და მწვერვალზე გუნდის ასვლაში დახმარება ჩემი მიზანია".


შოუ "იუნაიტედს" თინეიჯერ ფეხბურთელში გადახდილ რეკორდულ თანხად დაუჯდა, როცა 2014 წელს "საუთჰემპტონიდან" შეიძინა, მაგრამ მისი პროგრესი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წლის სექტემბერში ფეხის ორმაგმა მოტეხილობამ შეაჩერა.

"როგორც უკვე ვთქვი, გულშემატკივრები კარგად მექცეოდნენ, განსაკუთრებით ბოლო ორ დღეს. ამიტომაც მიყვარს ისინი. მათთვის ადვილი იქნებოდა იმ კომენტარების ნახვა და ჩემზე გულაცრუება, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

მაგრამ მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ყოველთვის მიცხადებდნენ, საოცარია და ამას დიდხანს არ დავივიწყებ, რადგან ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ მინდა, მათ იმედი გავუცრუო და ვიბრძოლებ თითოეული მათგანისთვის."


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
6 აპრილი 2017 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ფეხის მოტეხვის მერე უკან უკან წავიდა ეს კაცი სამცუხაროდ ეხ ევრე რაფაელა იყოს ისევ ჩვენი
0
№12
ავტორი: kobinio
6 აპრილი 2017 22:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: DRJBECKHAM
წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა

წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა

Vin mogvcems tore uketess vis vinatrebt
0
№13
ავტორი: DRJBECKHAM
7 აპრილი 2017 12:40
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: kobinio
ციტატა: DRJBECKHAM
წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა

წადი ძმაო და მოვიდეს ალაბა

Vin mogvcems tore uketess vis vinatrebt

ფული ყველაფერს შვება ძმაო )))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top