თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 20:21
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2644,
კომენტარები: 13
რობერტ ლევანდოვსკი ზლატანის შემცვლელად განიხილება
35 წლის შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი შეიძლება რობერტ ლევანდოვსკი აღმოჩნდეს.
რობერტ ლევანდოვსკი ზლატანის შემცვლელად განიხილება
35 წლის შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი შესაძლოა, პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი აღმოჩნდეს, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" ირიცხება.

ზლატანი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მალევე იქცა. შვედის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით ჯერ-ჯერობით 28 გოლია, იგი თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატანის კონტრაქტში შესულია პუნქტი, რომელიც მოიცავს შეთანხმების 1 წლით გახანგრძლივებას, იბრაჰიმოვიჩის მომავალი კვლავაც გაურკვევლი რჩება. თავად შვედი აცხადებს, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მას ამერიკაშიც და იტალიაშიც ეპატიჟებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში უამრავი მოთამაშეა, რომელაც შეუძლია ფორვარდის პოზიცია დაიკაოს, ფორვარდის პოზიციას მხოლოდ ორიოდე მოთამაშე იკავებს, ძირითადად ესენი არიან: ახალგაზრდა მარკუს რეშფორდი და 35 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გუნდში კიდევ ერთი ფორვარდის დამატება.

ჟოზე მოურინიო აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას "ატლეტიკო მადრიდის" ფორვარდ, ანტუან გრიზმანთან. თუმცა როგორც ცნობილია ეს მოლაპარაკებები ინგლისური კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ ახლა ჟოზე ცდილობს რობერტ ლევანდოვსკი გადმოიბაროს "იუნაიტედში".

რობერტ ლევანდოვსკი მშვენიერ ფორმაშია და ბუნდესლიგას მას 24 გოლი აქვს გატანილი. ეს უფრო აძლიერებს ჟოზეს სურვილს, რომ პოლონელი შეიძინოს.

თუმცა პოლონელის შეძენა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუკი "იუნაიტედი" მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებს. ის, თუ რა თანხებზეა საუბარი პოლონელის ინგლისურ გრანდში გაწევრიანება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მოცემულ ინფორმაციას გერმანული მედია და ინგლისის ერთ-ერთი პრესტიჟული გამომცემლობა EXPRESS-ი აქვეყნებს.

წყარო: Express
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
5 აპრილი 2017 20:25
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
აუ ძაან კაი იქნება ლევანდოვსკინ რო ვიყიდოთ. ან მიულერიც კაი ვარიანტია. ნუ მგონია რო ზლატანი კიდე 1 წელი დარჩება.
0
№2
ავტორი: jokero89
5 აპრილი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
არავინ გამოუშვებს ამას გერმანიიდან
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 20:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც წამოვა და არც გამოუშვებენ ასე მგონია
0
№4
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ragac ar mgonia
0
№5
ავტორი: PaLoMo
5 აპრილი 2017 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ამას უნდოდა ბაიერნში და წავიდა უფასოდ სვაგან ასვლა,რომ სდომოდ წავიდოდა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: gela-manutd
5 აპრილი 2017 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჩვენ თუ ასე გავაგძელედ და კიდე ვერ გავედით ლიგაზე ლევანდოვსკი კი არა ევანსის ნაირებიც სახვეწარი გაგვიხდება
0
№7
ავტორი: kaxeti
5 აპრილი 2017 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: jokero89
არავინ გამოუშვებს ამას გერმანიიდან

როდესაც 35 წლისა გახდება მაშინ გამოუშვებენ
0
№8
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 22:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლევანას არავინ გამოუსვებს აქკიარა არსად და გრიზმანი რატო ჩაიშალა ვიტომ)))))))))))))))
0
№9
ავტორი: dzia_David
5 აპრილი 2017 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში თავის პოზიციაზე. უმაღლესი დონე, საშემსრულებლო კლასი და ტექნიკაა, მაგრამ ამის აქ წამოსვლა უფრო დიდი ზღაპარია ვიდრე კომბლეე, ასე რომ მანდვეე ეპლში ლუკაკუს მიაქციონ ყურადღება ჯობია. გრიზუს ტრანსფერის ჩაშლაზე ისე არსად წამიკითხავს მე არაფერი
0
№10
ავტორი: kobinio
6 აპრილი 2017 02:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ისეთ სლეობებს წერენ ეს.ჯურნალები გადაგრევენ
აგუერო უფრო.დაიერება გადმოსვლაზე ვიდრე ეს ისე

ისეთ სლეობებს წერენ ეს.ჯურნალები გადაგრევენ
აგუერო უფრო.დაიერება გადმოსვლაზე ვიდრე ეს ისე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top