თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 20:21
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 13
რობერტ ლევანდოვსკი ზლატანის შემცვლელად განიხილება
35 წლის შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი შეიძლება რობერტ ლევანდოვსკი აღმოჩნდეს.
რობერტ ლევანდოვსკი ზლატანის შემცვლელად განიხილება
35 წლის შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი შესაძლოა, პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი აღმოჩნდეს, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" ირიცხება.

ზლატანი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მალევე იქცა. შვედის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით ჯერ-ჯერობით 28 გოლია, იგი თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატანის კონტრაქტში შესულია პუნქტი, რომელიც მოიცავს შეთანხმების 1 წლით გახანგრძლივებას, იბრაჰიმოვიჩის მომავალი კვლავაც გაურკვევლი რჩება. თავად შვედი აცხადებს, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მას ამერიკაშიც და იტალიაშიც ეპატიჟებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში უამრავი მოთამაშეა, რომელაც შეუძლია ფორვარდის პოზიცია დაიკაოს, ფორვარდის პოზიციას მხოლოდ ორიოდე მოთამაშე იკავებს, ძირითადად ესენი არიან: ახალგაზრდა მარკუს რეშფორდი და 35 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გუნდში კიდევ ერთი ფორვარდის დამატება.

ჟოზე მოურინიო აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას "ატლეტიკო მადრიდის" ფორვარდ, ანტუან გრიზმანთან. თუმცა როგორც ცნობილია ეს მოლაპარაკებები ინგლისური კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ ახლა ჟოზე ცდილობს რობერტ ლევანდოვსკი გადმოიბაროს "იუნაიტედში".

რობერტ ლევანდოვსკი მშვენიერ ფორმაშია და ბუნდესლიგას მას 24 გოლი აქვს გატანილი. ეს უფრო აძლიერებს ჟოზეს სურვილს, რომ პოლონელი შეიძინოს.

თუმცა პოლონელის შეძენა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუკი "იუნაიტედი" მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებს. ის, თუ რა თანხებზეა საუბარი პოლონელის ინგლისურ გრანდში გაწევრიანება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მოცემულ ინფორმაციას გერმანული მედია და ინგლისის ერთ-ერთი პრესტიჟული გამომცემლობა EXPRESS-ი აქვეყნებს.

წყარო: Express
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
6 აპრილი 2017 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვაახ ამ ოცნებას კაცი კი არ მოუკლავს მაგრაამ მე პირადად დამღალა smile
0
№12
ავტორი: ROI
6 აპრილი 2017 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ნეტა მარტლა
0
№13
ავტორი: SolomonKane
6 აპრილი 2017 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
შევეშვათ ამ ბებრების ყიდვას და ლუკაკუ ვიყიდოთ :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top