თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 12:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2782,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი "ევერტონთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიომ "ევერტონთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მისმა გუნდა არც ისე კარგად ჩაატარა "ევერტონთან" "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ "იუნაიტედს" შეეძლო შეხვედრის მოგება, ლაინსმენს რომ ზლატანის გოლი ჩაეთვალა, რომელიც მან თავით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

საერთო შთაბეჭდილებები

"ჩვენ არც ისე კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა შესანიშნავი გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს. ზოგ მოთამაშეს დაღლა დაეტყო, რაც ბოლო წუთებზე შესამჩნევიც იყო, რთულია მთელი მატჩი ისე ჩაატარო, რომ ეს არ დაგემართოს. არჩათვლილი ზლატანის გოლითა და ბოლო წამებზე გატანილი პენალტით თუ ვიმსაჯელებთ, მატჩი 2-1 უნდა დასრულებულიყო, ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ლაინსენმა იბრას გოლი არ ჩათვალა."

არბიტრების კრიტიკა

"ლაინსმენისთვის რთულად დასანახი მომენტი იყო, ამიტომ მის გაკრიტიკებას არ ვაპირებ. როდესაც ვიდეო კონტროლს დააწესებენ, საქმე ყველა არბიტრს გაუადვილდება. ვიდეო ჩანაწერს ვუყურე და იქ აფსაიდი არ გამოჩნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვერდით ლაინსმენს არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უნდა დანერგოს, ამას არბიტრებიც მიესალმებიან, რადგან მათთვისაც რთულია, როდესაც ასეთ შეცდომებს უშვებენ."

ნაცნობი სიტუაცია საშინაო მატჩებში

"დეჟავუს განვიცდი, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, წინა საშინაო მატჩებში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. გვქონდა მომენტები? დიახ, უამრავი არა, მაგრამ გვქონდა. ისევ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ გვაჯობა? დიახ, მან გვაჯობა. იყო არბიტრის გადაწყვეილებები ჩვენს წინააღმდეგ? დიახ, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მათ არ ვაკრიტიკებ. ისევ ისე მჭიდროდ თამაშობდა მოწინააღმდეგე დაცვაში? დიახ, მაგრამ არც ჩვენ ვმოქმედებდით შეტევაში ეფექტურად. ჩვენ პრობლემები გვქონდა, არ ვიყავით თავდაჯერებულები. ამ ყველაფრის მიუხედავად გუნდური სულისკვეთება იგრძნობოდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოდა, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელსაც ძნელად შეიძლება ეწოდოს "კარგი""

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2017 12:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არბიტრებს არ ვაკრიტიკებო და სულ მაგათზე ილაპარაკა wink პითონია სუფთა რა wink
1
№2
ავტორი: nika_nikusha
5 აპრილი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ამდენ თამაშში ზედიზედ რომ კარგავ ქულებს არ შეიძლება ყველაფერი იღბალს და არბიტრს დააბრალო. პრობლემა გუნდშია !!!
0
№3
ავტორი: giorgi_mg
5 აპრილი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეიძლება ასეც ჯობდა და ეხლა მთელი ძალებით მიაწვებიან ევროპას, მე პირადად მაგრად მინდა მაგ თასის აღება, ეგეც ხომ უნდა გვქონდეს :))
0
№4
ავტორი: Mixito
5 აპრილი 2017 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მე სულ მკიდია მოუ წელს პრემიერ ლიგა მარა აი ევროპა რო ვერ დადო მოგიკითხავ ოჯახ და იცოდეე
0
№5
ავტორი: Phil Jones
5 აპრილი 2017 13:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აბსოლიტურად ვეთანხმები! იმედი მქონნდა რომ წინა თამაშებს არ შეადარებდა, გუშIნ რაღაც არ მომეწონა, რაღაცნაირად ქაოსურად უტევდნენ არ იყო კომბინაციები, ფლანგები სუსტად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მარჯვენა სადაც აშკარად ვალენსია აკლდა გუნდს, რეშფორდი კი უმატებს ნელ-ნელა, მაგრამ დაუღვინებელი ფეხბურთელია ჯერ, ჰერერა ცენტრში ძალიან ანელებდა თამაშს, პოგბა და ზლატანსაც დაეტყოთ უთამაშებლობა.
მსაჯებზე რა უნდა ითქვას ისევ გვწირავენ, გოლის გარდა დაახლოებით 90 წუთზე მარჯვენა ფლანგზე პოგბა რომ წაიქცა საჯარიმოსთან აი მანდ რა მოხდა ვერ გავიგე არც ჯარიმა დადო არც კუთხური, ძალიან არაადეკვატურად მსაჯობენ .
0
№6
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magis brma dedas ******iii
0
№7
ავტორი: MU2016
5 აპრილი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ერთი და იგივე: მსაჯი, მეჯარე, იღბალი. თვითონ მაინც არ ბეზრდება?
0
№8
ავტორი: kobinio
5 აპრილი 2017 13:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამის თავისმართლება უვე ამოვიდა ყელში

ციტატა: nika_nikusha
ამდენ თამაშში ზედიზედ რომ კარგავ ქულებს არ შეიძლება ყველაფერი იღბალს და არბიტრს დააბრალო. პრობლემა გუნდშია !!!

მართალი ხარ გუნდში და მის ტაკტიკაში
0
№9
ავტორი: gache1991
5 აპრილი 2017 14:04
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
mesmis da martalic ari ro yvela imedgacruebulia da yvelas pirveli adgili gvinda,amas mivechviet da meuxerxuleba kidec ro otxeulze vfiqrobt da vocnebobt imitom ro am gundistvis pirveli adgilis garda yvela warumateblobaa.magram!dasafasebrlia da momavlis imeds is madzlevs ro m ouriniom im dzalian mcire droshi mxolod 4pexburtelis moyvanit,im ponze ro gundi 4turnirze tamashobda eplshi waago mxoooolod 3 tamashi!!!29 turshi! momaval wels uazro preebi agar gveaneba da chem

pionebi vart:)))

plius amas dzaaaalian cota gashvebuli goli,aseti tramvebis da sheutamashebeli mcvelebi ponze.ra problemac fergis drosac gvqonda.
3
№10
ავტორი: gaga1987
5 აპრილი 2017 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
სიტისთან თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top