თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 12:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2792,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი "ევერტონთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიომ "ევერტონთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მისმა გუნდა არც ისე კარგად ჩაატარა "ევერტონთან" "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ "იუნაიტედს" შეეძლო შეხვედრის მოგება, ლაინსმენს რომ ზლატანის გოლი ჩაეთვალა, რომელიც მან თავით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

საერთო შთაბეჭდილებები

"ჩვენ არც ისე კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა შესანიშნავი გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს. ზოგ მოთამაშეს დაღლა დაეტყო, რაც ბოლო წუთებზე შესამჩნევიც იყო, რთულია მთელი მატჩი ისე ჩაატარო, რომ ეს არ დაგემართოს. არჩათვლილი ზლატანის გოლითა და ბოლო წამებზე გატანილი პენალტით თუ ვიმსაჯელებთ, მატჩი 2-1 უნდა დასრულებულიყო, ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ლაინსენმა იბრას გოლი არ ჩათვალა."

არბიტრების კრიტიკა

"ლაინსმენისთვის რთულად დასანახი მომენტი იყო, ამიტომ მის გაკრიტიკებას არ ვაპირებ. როდესაც ვიდეო კონტროლს დააწესებენ, საქმე ყველა არბიტრს გაუადვილდება. ვიდეო ჩანაწერს ვუყურე და იქ აფსაიდი არ გამოჩნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვერდით ლაინსმენს არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უნდა დანერგოს, ამას არბიტრებიც მიესალმებიან, რადგან მათთვისაც რთულია, როდესაც ასეთ შეცდომებს უშვებენ."

ნაცნობი სიტუაცია საშინაო მატჩებში

"დეჟავუს განვიცდი, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, წინა საშინაო მატჩებში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. გვქონდა მომენტები? დიახ, უამრავი არა, მაგრამ გვქონდა. ისევ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ გვაჯობა? დიახ, მან გვაჯობა. იყო არბიტრის გადაწყვეილებები ჩვენს წინააღმდეგ? დიახ, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მათ არ ვაკრიტიკებ. ისევ ისე მჭიდროდ თამაშობდა მოწინააღმდეგე დაცვაში? დიახ, მაგრამ არც ჩვენ ვმოქმედებდით შეტევაში ეფექტურად. ჩვენ პრობლემები გვქონდა, არ ვიყავით თავდაჯერებულები. ამ ყველაფრის მიუხედავად გუნდური სულისკვეთება იგრძნობოდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოდა, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელსაც ძნელად შეიძლება ეწოდოს "კარგი""

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: ikamanu
5 აპრილი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მჯერა რო ბოლოს შედეგი აუცილებლად დაიდობა...ან ოთხეულში შესვლის ან ევროპა ლიგის თასის..ორიდან ერთი უეჩველად იქნება
0
№12
ავტორი: kaxeti
5 აპრილი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
შენი ვერდიქტიც მო ვყ*** და შენი კარგებიც და კეთილებიც რა პერმის ამკარიც კი ჩვენზე სწრაფად თამაშობს იდი ნა ცენზურა რა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 15:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი ვერდიქტი თქვას და გაუშვან ყველა თამაშზე, მაინც სულ ერთი არაა?!
0
№14
ავტორი: dunkan
5 აპრილი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: SANDROGRIGA
ერთი ვერდიქტი თქვას და გაუშვან ყველა თამაშზე, მაინც სულ ერთი არაა?!

+1
0
№15
ავტორი: dzia_David
5 აპრილი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
გუნდის წარუმატებლობის მუდმივად მსაჯზე გადაბრალება არ მევასება მაგრამ ეხლა გუშინაც რო იღლევაა მსაჯმაა რათ უნდა მაგას ლაპარაკი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top