თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2017, 18:59
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2599,
კომენტარები: 16
იბრა: "ოთხეულში შესვლა შეგვიძლია."
იბრაჰიმოვიჩი სატურნირო ცხრილის მდგომარეობაზე საუბრობს.
იბრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ "წითლები" სეზონის ბოლოს საუკეთესო ოთხ გუნდს შორის იქნებიან. ბოლო მატჩების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ "იუნაიტედის" ბოსმა, ჟოზე მოურინიომ, ძირითადი აქცენტი ევროპა ლიგაზე გადაიტანოს და იქ შეეცადოს ტიტულის მოპოვებას.

მაგრამ, ასე არ თვლის შვედი შემტევი, რომელიც დღეს დაუბრუნდება გუნდს სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. მომენატრა "ოლდ ტრაფორდი" და ჩემს გუნდთან ერთად თამაში. დავბრუნდი და მინდა გუნდში პოზიტიური ემოციები შემოვიტანო."

"ერთი მატჩი ძალიან ხშირად ცვლის ბევრ რამეს - მოულოდნელად შენ შეიძლება დაიკავო მესამე, მეოთხე, მეხუთე ან კიდევ მეექვსე პოზიცია ცხრილში. პირველი ადგილი საკმაოდ შორსაა, მაგრამ არა მეორე ადგილი, თუ გუნდი 2-3 მატჩს გადაბმულად მოიგებს, ჩემპიონთა ლიგის მოსახვედრ ზონაში აღმოვჩნდებით.

ვფიქრობ, ოთხეულში შესვლა შეგვიძლია. საკმარისი ქულები გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ეს ადგილი დავიმსახუროთ."
- აცხადებს შვედი ფორვარდი MUTV-თან ინტერვიუში.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 აპრილი 2017 19:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჯერ ასე მგონია ჩელსისაც არ აქვს განარდებული ჩემპიონობა, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, დაველოდოთ რა იქნება. ალბათ იდეალური იქნებოდა მესამე, მეორე ადგილზე დამთავრება და ევროპა ლოგის მოგება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2017 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასე თუ ანიავეს ამათმა ქულები რას შევლენ ოთხეულში, ამ ევროპა ლოგაზეც რო დაუცდეთ ფეხი დავრჩებით ისევ ლიგის გარეშე, ამიტო ორივე ტურნირზე ბოლომდე უნდა იბრძოლონ და დღეს ევერტონს უნდა მოუგონ :))
0
№3
ავტორი: ikeoni
4 აპრილი 2017 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dges aucileblad movigebt
0
№4
ავტორი: chira
4 აპრილი 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
თუ რამის უკანალი გვაქ ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია,მართალია ჩვენთვის ძალიან რთული იქნება მაგრამ კიდევ ფრეს მირჩევნია წავაგოთ განსხვავებას ვერვხედავ
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
4 აპრილი 2017 19:30
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჩვენ ალბათ 4-3 ადგილზე გავალთ. რაც შეეხება ჩემპიონობას არაა გამორიცხული ტოტენჰემმა მოიგოს. რავი მე ტოტენჰემის მოგება მგონია რატომღაც what
1
№6
ავტორი: Mixito
4 აპრილი 2017 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ვიგებთ რააა
0
№7
ავტორი: dzia_David
4 აპრილი 2017 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ჩელსი ტოტენჰემი და ლივერპული იქნება უეჭველი ოთხეულში და მთავარი ბრძოლა სიტისთან გვექნება ჩემი აზრით. განმეორებითი თამაშიც გვაქვს სათამაშო თან ამათთან. მარა იმ მატჩამდე ქულებს უნდა აღება და შანსი შენარჩუნება რო მოტივირებულებმა გავკუზოთ ქალაქელები. ;დ ;დ
0
№8
ავტორი: stepno
4 აპრილი 2017 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
4 ეულიი აუცილებელიაააა no
0
№9
ავტორი: gache1991
4 აპრილი 2017 21:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ar shexval da waxval galaasishi darwmunebuli var..chemi azrit marsialma unda daiwyos ukve forvardad tamashi da gundi miechvios uamisod tamashs.reshfordi kide vingerad..zedmetad patara da gamoucdelia imistvis ertadert forvardad da dges mitumetes dziritadidan
0
№10
ავტორი: irakli87
4 აპრილი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ხანდახან ვთვლი რომ სეზონის დასაწყისში მაურინიოს არუნდა ებრძოლა ყველა ჩემპიონატზე. კი უეფას თასიც მაგარია ბოლო ბოლო ტიტულია და ლიგის საგზური ორივე ერთად. მაგრამ მხოლოდ პრემიერ ლიგაზე რო გვებრძოლა უფრო მეტი შანსები იყო ლიგაზე მოსახვედრად: 4 ეულში შესვლა და ყოველ კვირა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება როგორც ჩელსი. შეიძლება ჩემპიონობისთვისაც კი გვებრძოლა!! ეს ჩემი აზრია მხოლოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top