თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2017, 18:59
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2600,
კომენტარები: 16
იბრა: "ოთხეულში შესვლა შეგვიძლია."
იბრაჰიმოვიჩი სატურნირო ცხრილის მდგომარეობაზე საუბრობს.
იბრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ "წითლები" სეზონის ბოლოს საუკეთესო ოთხ გუნდს შორის იქნებიან. ბოლო მატჩების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ "იუნაიტედის" ბოსმა, ჟოზე მოურინიომ, ძირითადი აქცენტი ევროპა ლიგაზე გადაიტანოს და იქ შეეცადოს ტიტულის მოპოვებას.

მაგრამ, ასე არ თვლის შვედი შემტევი, რომელიც დღეს დაუბრუნდება გუნდს სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. მომენატრა "ოლდ ტრაფორდი" და ჩემს გუნდთან ერთად თამაში. დავბრუნდი და მინდა გუნდში პოზიტიური ემოციები შემოვიტანო."

"ერთი მატჩი ძალიან ხშირად ცვლის ბევრ რამეს - მოულოდნელად შენ შეიძლება დაიკავო მესამე, მეოთხე, მეხუთე ან კიდევ მეექვსე პოზიცია ცხრილში. პირველი ადგილი საკმაოდ შორსაა, მაგრამ არა მეორე ადგილი, თუ გუნდი 2-3 მატჩს გადაბმულად მოიგებს, ჩემპიონთა ლიგის მოსახვედრ ზონაში აღმოვჩნდებით.

ვფიქრობ, ოთხეულში შესვლა შეგვიძლია. საკმარისი ქულები გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ეს ადგილი დავიმსახუროთ."
- აცხადებს შვედი ფორვარდი MUTV-თან ინტერვიუში.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: MU1810
5 აპრილი 2017 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ყოჩაღ ლადო კარგად მუშაობ love
0
№12
ავტორი: gela-manutd
5 აპრილი 2017 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
4 უელი უკვე ჩაბარდა ოცნებას ჯობია ევროპას მიაწვეთ კიდე ერთი სეზონი ლიგის გარეშე უკბე საშინელებაა
0
№13
ავტორი: kobinio
5 აპრილი 2017 01:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ლადო
ჯერ ასე მგონია ჩელსისაც არ აქვს განარდებული ჩემპიონობა, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, დაველოდოთ რა იქნება. ალბათ იდეალური იქნებოდა მესამე, მეორე ადგილზე დამთავრება და ევროპა ლოგის მოგება

დღევანდელი თამაშის მერეც თუ ასეთი თავდაჯერებულია ეს კაია
0
№14
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2017 11:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: kobinio
ციტატა: ლადო
ჯერ ასე მგონია ჩელსისაც არ აქვს განარდებული ჩემპიონობა, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, დაველოდოთ რა იქნება. ალბათ იდეალური იქნებოდა მესამე, მეორე ადგილზე დამთავრება და ევროპა ლოგის მოგება

დღევანდელი თამაშის მერეც თუ ასეთი თავდაჯერებულია ეს კაია


ეს ინტერვიუ მატჩამდეა ჩაწერილი, ნუ მე მაინც დიდ მგონია რომ ოთხეულში შევალთ.
0
№15
ავტორი: Phil Jones
5 აპრილი 2017 13:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: ლადო
ჯერ ასე მგონია ჩელსისაც არ აქვს განარდებული ჩემპიონობა, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, დაველოდოთ რა იქნება. ალბათ იდეალური იქნებოდა მესამე, მეორე ადგილზე დამთავრება და ევროპა ლოგის მოგება

გეთანხმები, აი ხვალ მგონია რომ წააგებს ჩელსი და რო წააგოს მერე ძალიან გაუჭირდება გაჩემპიონება, ტოტენჰემი რაღაც არ აპირებს ქულების დაკარრგვას.
0
№16
ავტორი: kobinio
9 აპრილი 2017 15:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ლადო
ციტატა: kobinio
ციტატა: ლადო
ჯერ ასე მგონია ჩელსისაც არ აქვს განარდებული ჩემპიონობა, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, დაველოდოთ რა იქნება. ალბათ იდეალური იქნებოდა მესამე, მეორე ადგილზე დამთავრება და ევროპა ლოგის მოგება

დღევანდელი თამაშის მერეც თუ ასეთი თავდაჯერებულია ეს კაია


ეს ინტერვიუ მატჩამდეა ჩაწერილი, ნუ მე მაინც დიდ მგონია რომ ოთხეულში შევალთ.

დღეს თუ არ მოვიგეთ მაშინ მაურინიოს ნამუსიც მოვსტზან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top