"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის შეხვედრას 1 აპრილს, "ვესტ ბრომვიჩთან" გამართავს. მოურინიოს გუნდი აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება.
როგორც მოურინიომ განაცხადა, პოლ პოგბა ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის დაბრუნების თარიღი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩში დაშავდა. 24 წლის შესრულებიდან ერთი დღის შემდეგ ფრანგს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა, რადგანაც ბარძაყი გაიჭიმა.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ანდერ ერერაც გამოტოვებს. ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 35-ე წუთზე მოედანი დატოვა.
მანჩესტერელებს ასევე მარუან ფელაინიც დააკლდებათ, რომელმაც სანაკრებო პაუზაზე ტრავმა მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობას ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე დაშავებული ორი ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსიც ვერ მიიღებენ.
გუნდის კაპიტანი და თავდამსხმელი, უეინ რუნი ვარჯიშზე ფილ ჯონსს შეეჯახა, რის გამოც სავარჯიშო მოედანი ფეხის ტრავმის გამო დატოვა. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა კაპიტანი კვლავ ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.
თავის მხრივ, აღნიშნულ შეხვედრს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელსაც "ბორნმუთთან" მატჩში ტაირონ მინგზის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.