თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2017, 16:46
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4326,
კომენტარები: 21
"იუნაიტედს" 7 ფეხბურთელი დააკლდება
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის შეხვედრას 1 აპრილს, "ვესტ ბრომვიჩთან" გამართავს. მოურინიოს გუნდი აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება.

როგორც მოურინიომ განაცხადა, პოლ პოგბა ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის დაბრუნების თარიღი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩში დაშავდა. 24 წლის შესრულებიდან ერთი დღის შემდეგ ფრანგს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა, რადგანაც ბარძაყი გაიჭიმა.

დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ანდერ ერერაც გამოტოვებს. ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 35-ე წუთზე მოედანი დატოვა.

მანჩესტერელებს ასევე მარუან ფელაინიც დააკლდებათ, რომელმაც სანაკრებო პაუზაზე ტრავმა მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობას ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე დაშავებული ორი ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსიც ვერ მიიღებენ.

გუნდის კაპიტანი და თავდამსხმელი, უეინ რუნი ვარჯიშზე ფილ ჯონსს შეეჯახა, რის გამოც სავარჯიშო მოედანი ფეხის ტრავმის გამო დატოვა. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა კაპიტანი კვლავ ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.

თავის მხრივ, აღნიშნულ შეხვედრს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელსაც "ბორნმუთთან" მატჩში ტაირონ მინგზის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
29 მარტი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ძალიან ცუდი, კატასტროფული სიტუაციაა, რთული მატჩი გველის და არც ვესტბრომვიჩია ხელზე წამოსაკრავი გუნდი.... ვინმემ იცის ბასტიანი წავიდა უკვე? თუ ჯერ აქ გვყავს? და ან თუ შეუძლია თამაში?
0
№12
ავტორი: gache1991
29 მარტი 2017 18:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
tu shou argveyoleba da roxo uechveli bailistan ertad unda da dges dacvashi darmiani an iangi davayenot marcxena mcvelit da keriki blindi davayenot centrshi..or i kai oasis patroni kaci.ertaderti is ari ro standarteebze dzaan viwvalebt.ibra felaini jonsi smolingi ro yofiliyvnen mainc rtuli iqneboda da exla vapshe.arsenals ori goli k utxurit gautanes.Toni pulisis gundis magattan autic kutxurivit apasnia:))

manchester evening newss pogba da shou sastavshi uweria eseigi sheuliat tamashi.tu egrea blindi chamshlelad ar iqneba cudi azri ereras magivrad
0
№13
ავტორი: deqstera
29 მარტი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
დე ხეა
ვალენსია-ბაიი-როხო-დარმიანი
კერიკი-ბლინდი
მხითარიანი-მატა-მარსიალი
რეშფორდი

შოუ მინდა მაგრამ დარმიანი მგონია, შეიძლება იანგი დაწიოს დაცვაში ან შეიძლება გარემარბად, პლიუს მგონია ლინგარდს ათამაშებს თუ იანგი არიყო..
თეორიულად კი საყრდენ ზონაში ფოსუ-მენსაც არგამოვრიცხოთ
0
№14
ავტორი: dybbuk
29 მარტი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: giorgiginturi
ძალიან ცუდი, კატასტროფული სიტუაციაა, რთული მატჩი გველის და არც ვესტბრომვიჩია ხელზე წამოსაკრავი გუნდი.... ვინმემ იცის ბასტიანი წავიდა უკვე? თუ ჯერ აქ გვყავს? და ან თუ შეუძლია თამაში?

კი დაემშვიდობა უკვე გუნდს, რაც შეეხება სასტავს, ისეთი არეული სიტუაციაა ძაან რთულია სასტარტოს გამოცნობა, იქით იანგი თვის საუკეთესოზეა წარდგენილი, აქეთ ლინგარდს ისეთი გოლები გააქვს კაცმა არ იცის ღირსია მაინც თუ არა სასტავის, ტონი პიულისის ხელში სულ სხვა გუნდი ვესტბრომი, ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ადრე ვიცნობდით, მაგრამ თუ რაიმეზე გვაქვს პრეტენზია უნდა გავართვათ ამ რთულ კალენდარსაც თავი, წუწუნით საქმე არ მოგვარდება
0
№15
ავტორი: tedore
29 მარტი 2017 20:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რთული პერიოდი გვიდგას ტრავმების და დისკვალიფიკაციების მხრივ და იმედია ამ ერთ თამაშს როგორმე მოვიგებთ რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მერე ევერტონთან რთული თამაში გველოდება ისევ ნუ იბრა და ერერა კი დაბრუნდება მაგრამ სამი ქულის გარანტია არ გვაქვს ძაან კარგ ფორმაშია ევერტონი იმედია პოგბაც მალე დაგვიბრუნდება
0
№16
ავტორი: levani5594
29 მარტი 2017 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
თავიდან ცოტა სუსტ გუნდებს ვეთამაშებით და მგონი მაინც გამოვძვრებით ამ რთული კალენდრიდან.
0
№17
ავტორი: MU1810
29 მარტი 2017 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ყველაფერი კარგად იქნება love derpgop
0
№18
ავტორი: JuanMata
29 მარტი 2017 23:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მგონი ოთხი მცველით ჯობს ამ შემთხვევაში თამაში.

ვალენსია --- ბაიი ---- როხო --- შოუ(იანგი, დარმიანი)
--------------კერიკი----------ბლინდი-------------------
----მხითო-------------მატა---------------მარსიალი-----
---------------------რეშფორდი---------------------------

სამაგიეროდ, აღმოვაჩენთ, რომ:

1) ბაიი-როხოს წყვილი, საუკეთესოა ცენტრში
2) ბლნდი კარგია საყრდენად და არა ფლანგზე ან ცენტრდეფად
3) შეტევის ეს 4 ფეხბურთელი, ძალიან სწრაფად და კარგად კომბინირებენ
0
№19
ავტორი: Temo-Mu
30 მარტი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
კი დიდი დანაკლისია და ეს რათქმაუნდა ცუდია, მაგრამ გადახედეთ როგორი სკამი გვყავს? კი შეიძლება რეშფორდმა ზუსტად ვერ შეცვალოს ზლატანი და აგრეთვე პოგბაც შეიძლება ვერ შეცბალოს ვერავინ ტუმცა არიან ფეხბურთელები რომლებსაც თავიანთი თამაშის დამტკიცება სურთ, მაგ იანგი დარმიანი, თუნდაც კერიკი, რეშფორდი, ლინგარდი და აგრეთვე ფოსუ-მენსა. ჩვენ რომ სკამი გვყავს ისეთი არც ერთ გუნდს არ ყავს მსოფლიოში მე რასაც ვუყურებ ბარსა და რეალი ან თუნდაც ბავარია სულ ერთიდა იგივე შემადგენლოით თამაშობენ და თუ ერთი ორი კაცი დააკლდებათ ეგრევე ეტყობათ და თანაც ისეთი ზამენები არ ყავთ რო ლიდერები ჩაანაცვლონ და აი ჩვენ კი გვყავს. ფერგი ამ სასტავზე უარესებით იგებდა თამაშებს ჯონი ევანსებით და ბიუტნერებით და ა.შ. თანაც ოლდ ტრაფორდია და საერთოდ არ მეშინია ვესტ ბრომის ისე მოუგებენ ვითომც არაფერი am
0
№20
ავტორი: miqaeli
30 მარტი 2017 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ჩათლაახ მარსიალი მინდა სასტარტოში, ნუ მიჩაგრავ მაგ ბიჭს......
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top