თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2017, 23:54
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3250,
კომენტარები: 11
ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
ინგლისელებმა ლიტვის ნაკრებს სძლიეს.
ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ ციკლში მე-5 ტურის შეხვედრაში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა "უემბლიზე" ლიტვას უმასპინძლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

ჟერმენ დეფომ ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა, ვეტერანმა ინგლისელმა 22-ე წუთზე სტერლინგის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მატჩის საბოლოო წერტილი კი ჯეიმი ვარდიმ დასვა, რომელმაც ადამ ლალანას გადაცემა გოლად აქცია.

შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მანჩესტერელმა, მარკუს რეშფორდმა მიიღო, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
რეშფორდის სითბური რუკა

რეშფორდმა კარის მიმართულებით 2-ჯერ დარტყმა განახორციელა, აქედან ერთი ზუსტი გამოდგა. მარკუსი ბურთს 48-ჯერ შეეხო და 30 გადაცემის გაკეთება მოახერხა 83.3%-იანი სიზუსტით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა ყველაზე მეტი (7) გამჭოლი გადაცემა გააკეთა მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა შორის.

შემადგენლობები

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა

F ჯგუფს 13 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს სლოვენიისა და სლოვაკეთის ნაკრებები იკავებენ. მომდევნო მატჩს ინგლისელები 10 ივნისს, შოტლანდიელთა წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
ახალი ამბები, ვიდეოები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2017 23:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდმა შეტევის ეს "დაგვირგვინება" დახვეწოს და შეუჩერებელი გვეყოლება. ძაან სწრაფია და ყველას უჭირს ამასთან გამკლავება, უბრალოდ უმეტესად (განსაკუთრებით ბოლო დროს) გადამწყვეტ მომენტში ვერ ასრულებს კარგად, ან კარში სათანადოდ ვერ არტყავს ან პასი არ გამოსდის
0
№2
ავტორი: ikeoni
27 მარტი 2017 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Didi araferi uketesic sheidzleboda))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2017 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლიანობაში ინგლისმა კარგად ვერ ითამაშა მარა მარკუსი ძაან კარგად შემოვიდა და ყველაზე მეტად ეგ ამწვავებდა შეტევებს
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
27 მარტი 2017 01:17
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ისე rojodiablo სად დაიკარგა? აღარ ჩანს და საიტსიც მოკვდა რასაც ქვია დღეში 2-3 სტატიაც აღარ იდება
1
№5
ავტორი: JuanMata
27 მარტი 2017 02:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობს ინგლისი, რატომ დატოვეს ეს საუთგეითი ვერ ვხვდები.
ფეხბურთელების ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე იგებენ. არადა კარგი ნაკრებია, ბევრად უკეთესად თამაში შეუძლიათ.

რეშფორდი კარგი იყო, ძაან ცდილობს ინდივიდუალურად თავის გამოჩენას, მაგრამ არცაა გასაკვირი.
0
№6
ავტორი: tyeshela1
27 მარტი 2017 09:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ამ ჯგუფურებს დედას უტირებენ გეგონება ვსო დადგა ინგლისის დროო და მერე ისლანდია გამოაგდებთ მსოფლიოდან. არაფერი ეშვწლებათ მოკლედ ამათ.
0
№7
ავტორი: gache1991
27 მარტი 2017 11:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
e.g. ki ara smolingmac tramva miigoo
0
№8
ავტორი: stepno
27 მარტი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რეშიი რა მაგარი ხარ
0
№9
ავტორი: MU1810
27 მარტი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ჩვენი მარკუსა ♥
0
№10
ავტორი: nugo-nugo
27 მარტი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
როდის ეშველება ინგლისსს ნეტა? სულ ასე იგებენ მაგრამ როცა საჭიროა ვერაფერს აკეთებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top