თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2017, 23:54
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3252,
კომენტარები: 11
ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
ინგლისელებმა ლიტვის ნაკრებს სძლიეს.
ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ ციკლში მე-5 ტურის შეხვედრაში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა "უემბლიზე" ლიტვას უმასპინძლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

ჟერმენ დეფომ ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა, ვეტერანმა ინგლისელმა 22-ე წუთზე სტერლინგის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მატჩის საბოლოო წერტილი კი ჯეიმი ვარდიმ დასვა, რომელმაც ადამ ლალანას გადაცემა გოლად აქცია.

შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მანჩესტერელმა, მარკუს რეშფორდმა მიიღო, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
რეშფორდის სითბური რუკა

რეშფორდმა კარის მიმართულებით 2-ჯერ დარტყმა განახორციელა, აქედან ერთი ზუსტი გამოდგა. მარკუსი ბურთს 48-ჯერ შეეხო და 30 გადაცემის გაკეთება მოახერხა 83.3%-იანი სიზუსტით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა ყველაზე მეტი (7) გამჭოლი გადაცემა გააკეთა მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა შორის.

შემადგენლობები

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა

F ჯგუფს 13 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს სლოვენიისა და სლოვაკეთის ნაკრებები იკავებენ. მომდევნო მატჩს ინგლისელები 10 ივნისს, შოტლანდიელთა წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისმა ლიტვა დაამარცხა
ახალი ამბები, ვიდეოები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
27 მარტი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ნეტა ეხლა მაინც მიაღწიონ რამეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top