თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2017, 19:54
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2427,
კომენტარები: 12
სქოულზი: "რუნის სხვა კლუბში ხილვა არ მსურს"
პოლ სქოულზსს უეინ რუნის სხვა ინგლისურ კლუბში ხილვა არ სურს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა რუნის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ტრანსფერთან დაკავშირებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

ჟოზე მოურინიოს გუნდში რუნის კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რაც კლუბებისგან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის თაობაზე ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს. მის შესაძენად "ევერტონი" იბრძვის, მერსეისაიდელებს ლეგენდარული ინგლისელის უკან დაბრუნება სურთ.

"არ მსურს, რომ რუნი სხვა ინგლისური კლუბის მაისურით ვიხილო, ვიმედოვნებ, ის "იუნაიტედის" შემადგენლობაში დაბრუნებას მოახერხებს. მას დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ახალაგზრდებისთვის შეუძლია. რუნი პატივისცემას იმსახურებს და ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ნაწილი უნდა იყოს" - განაცხადა სქოულზმა.

რუნის "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
26 მარტი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არც მეე და არც ერთ ამ კლუბის გულშემატკივარს არ სურს სხვაგან და არა მხოლოდ ინგლისურ კლუბებში.. არავის სურს რუნის წასვლა... recourse
0
№2
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2017 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia ar wava da chventan daasrulebs karieras ❤️
1
№3
ავტორი: temo-scholes
26 მარტი 2017 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ცუდი სტატისტიკა არ აქვს მიუხედავად ცუდი სატამასჰო ფორმისა... love
2
№4
ავტორი: shotkin
26 მარტი 2017 20:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არც მე მინდა და არავის ალბათ ამის წასვლა, მაგრამ თუ თამაში უნდა მინიმუმ შესაბამის ხარისხს მაინც უნდა დებდეს და სტაბილური იყოს. რავიცი კარგი იქნება თუ დარჩება მაგრამ გრიზმანის გარდა წინ თუკიდე იყიდის ვინმეს მოუ უკვე სათადარიგოდანაც გაუჭირდება შემოსვლა და მარტო გრიზმანის მოსვლის შემთხვევაშიც კი გაუჭირდება იმიტორო ზამენიდან 10 იანზე მატას რუნი ვერ აჯობებს :/ ვნახო
თ რაიქნება
0
№5
ავტორი: giochinio
26 მარტი 2017 20:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
რა ცუდ სეზონს ატარებს და 5 გოლი 10 ასისტი მაინც აქვს 19 თამაშში..
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2017 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა ძაან დაკარგა ფორმა :/
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2017 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის სხვა კლუბში ნახვა არავის უნდა და არც არავის გაუხარდება. ძაან მეეჭვება ინგლისში დარჩეს წასვლის შემთხვევაში. ბასტიანის გზა არის ალტერნატივა ალბათ. მაგრად მინდა რომ აქ დაასრულოს კარიერა, თუ ამ მდგომარეობით კმაყოფილია
0
№8
ავტორი: reddevil12
26 მარტი 2017 21:43
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
უდავოდ შრეკის გაშვება არაფრით არ შეიძლება! ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავდამსხმელის პოზიციაზე მაინც და მაინც ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს მერე რუნის ნებიესმიერ მანჩესტერში ახლა მოთამაშე ფეხბურთელზე დიდი გამოცდილება აქვს და + იზრდებიან რაშფორდი,მარსიალი, რომლებსაც რუნის გუნდში ყოფნაც კი დაეხმარება სამომავლოდ. მჯერა, რომ ვაზზა შევა ფორმაში.
0
№9
ავტორი: MU1810
26 მარტი 2017 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
როგორ მინდა შრეკი ფორმაში შევიდეს love
0
№10
ავტორი: Mixito
26 მარტი 2017 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Shrekkk
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top