თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2017, 19:54
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 12
სქოულზი: "რუნის სხვა კლუბში ხილვა არ მსურს"
პოლ სქოულზსს უეინ რუნის სხვა ინგლისურ კლუბში ხილვა არ სურს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა რუნის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ტრანსფერთან დაკავშირებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

ჟოზე მოურინიოს გუნდში რუნის კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რაც კლუბებისგან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის თაობაზე ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს. მის შესაძენად "ევერტონი" იბრძვის, მერსეისაიდელებს ლეგენდარული ინგლისელის უკან დაბრუნება სურთ.

"არ მსურს, რომ რუნი სხვა ინგლისური კლუბის მაისურით ვიხილო, ვიმედოვნებ, ის "იუნაიტედის" შემადგენლობაში დაბრუნებას მოახერხებს. მას დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ახალაგზრდებისთვის შეუძლია. რუნი პატივისცემას იმსახურებს და ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ნაწილი უნდა იყოს" - განაცხადა სქოულზმა.

რუნის "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
27 მარტი 2017 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არსად არ წავა დარწმუნებული ვარ
0
№12
ავტორი: gela-manutd
27 მარტი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს სხვა გუნდის მაიკიტ ვერ წრმომიდგენია არ ცახვიდე შრეეკ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top