თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2017, 14:58
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2091,
კომენტარები: 13
ხმა მიეცით: მარტის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ მარტის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით: მარტის საუკეთესო ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედში" მარტის თვეში ჩატარებულ ხუთ მატჩში გამორჩეული სამი ფეხბურთელი, მარკოს როხო, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია იბრძვიან თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მისაღებად.

მარკოს როხო – 4 (1) მატჩი, 1 გოლი

არგენტინელმა "ბორნმუთთან" შეხვედრაში თავისი პირველი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში. ასევე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ევროპა ლიგაზე "როსტოვთან" მატჩში. როხო მიმდინარე სეზონში პირველად იბრძვის თვის საუკეთესოს წოდებისათვის.

ანტონიო ვალენსია – 4 (1) მატჩი, 1 გოლი

ეკვადორელი მიმდინარე სეზონში მოურინიოს გუნდში შეუცვლელი ფიგურა გახლავთ და უკვე მეოთხედ იბრძვის თვის საუკეთესოს წოდებისათვის. პრემიერ ლიგის გასულ მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" 3-1 მოიგო, ეკვადორელმა ვალდესის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა. ვალენსია მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად, მსგავსი შედეგი მხოლოდ კლუბის საუკეთესო ბომბარდირს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს.

ეშლი იანგი – 3 მატჩი

ინგლისელმა ვეტერანმა მარტის თვეში 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი, გასულ შეხვედრაში მისი გადაცემით მარუან ფელაინიმ ისარგებლა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. იანგმა რუსეთში "როსტოვთან" მატჩში, ინგლისის თასზე "ჩელსისთან" შეხვედრაში და პრემიერ ლიგაში, "მიდლსბროს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://twitter.com/ManUtd

მიმდინარე სეზონის თვის საუკეთესო ფეხბურთელები

აგვისტო 2016: ერიკ ბაიი, დეილი ბლინდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

სექტემბერი 2016: მარკუს რეშფორდი, ანდერ ერერა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ოქტომბერი 2016: ხუან მატა, ანდერ ერერა, ანტონიო ვალენსია

ნოემბერი 2016: ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დეკემბერი 2016: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი

იანვარი 2017: ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი, მარკუს რეშფორდი

თებერვალი 2017: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი
სხვა
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 მარტი 2017 14:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წესით ვალენსიამ უნდ ამოიგოს, ბოლო 4 თვეა მონაცვლეობით იგებენ იბრა და ეგ wink
0
№2
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2017 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ვალე გახდება აუცილებლად love
0
№3
ავტორი: JuanMata
25 მარტი 2017 15:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვალენსია ალბათ, ყველაზე სტაბილური მანჩესტერში.

თან როცა გამორჩეული არავინაა თვის განმავლობაში, ვალენსია იგებს wink
0
№4
ავტორი: ROI
25 მარტი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვალენსია მოიგებს:*
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2017 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსია მოიგებს დიდი ალბათობით
0
№6
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2017 17:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
როხომ კარგად ჩაატარა ეს თვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: LASHQARA
25 მარტი 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ვალენსიაა უდაოდ love am
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
25 მარტი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რატომგაც იანგი მომეწონა ამ თვეში
0
№9
ავტორი: gela-manutd
25 მარტი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ვალენსიამ უნდა მოიგოს
0
№10
ავტორი: MU1810
25 მარტი 2017 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
რას ვიფიქრებდი როხოს და იანგს თუ ვნახავდი თვის საუკეთესოებში fuckthatbitch
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top