თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2017, 14:58
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 13
ხმა მიეცით: მარტის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ მარტის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით: მარტის საუკეთესო ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედში" მარტის თვეში ჩატარებულ ხუთ მატჩში გამორჩეული სამი ფეხბურთელი, მარკოს როხო, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია იბრძვიან თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მისაღებად.

მარკოს როხო – 4 (1) მატჩი, 1 გოლი

არგენტინელმა "ბორნმუთთან" შეხვედრაში თავისი პირველი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში. ასევე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ევროპა ლიგაზე "როსტოვთან" მატჩში. როხო მიმდინარე სეზონში პირველად იბრძვის თვის საუკეთესოს წოდებისათვის.

ანტონიო ვალენსია – 4 (1) მატჩი, 1 გოლი

ეკვადორელი მიმდინარე სეზონში მოურინიოს გუნდში შეუცვლელი ფიგურა გახლავთ და უკვე მეოთხედ იბრძვის თვის საუკეთესოს წოდებისათვის. პრემიერ ლიგის გასულ მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" 3-1 მოიგო, ეკვადორელმა ვალდესის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა. ვალენსია მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად, მსგავსი შედეგი მხოლოდ კლუბის საუკეთესო ბომბარდირს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს.

ეშლი იანგი – 3 მატჩი

ინგლისელმა ვეტერანმა მარტის თვეში 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი, გასულ შეხვედრაში მისი გადაცემით მარუან ფელაინიმ ისარგებლა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. იანგმა რუსეთში "როსტოვთან" მატჩში, ინგლისის თასზე "ჩელსისთან" შეხვედრაში და პრემიერ ლიგაში, "მიდლსბროს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://twitter.com/ManUtd

მიმდინარე სეზონის თვის საუკეთესო ფეხბურთელები

აგვისტო 2016: ერიკ ბაიი, დეილი ბლინდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

სექტემბერი 2016: მარკუს რეშფორდი, ანდერ ერერა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ოქტომბერი 2016: ხუან მატა, ანდერ ერერა, ანტონიო ვალენსია

ნოემბერი 2016: ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დეკემბერი 2016: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი

იანვარი 2017: ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი, მარკუს რეშფორდი

თებერვალი 2017: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი
სხვა
13 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
25 მარტი 2017 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
როხო
0
№12
ავტორი: kobinio
25 მარტი 2017 22:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Valensia udavid
0
№13
ავტორი: temo-scholes
26 მარტი 2017 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვალენსიას ეკუტვნის, მაგრამ როხოსთვის დიდი მოტივაცია იქნება და ამიტომ მე პირადად მინდა რომ მარკოსმა მოიგოს... love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top