თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2017, 13:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2847,
კომენტარები: 11
გერმანიამ ინგლისი დაამარცხა
ამხანაგურ შეხვედრეაში ინგლისის ნაკრები გერმანიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გერმანიამ ინგლისი დაამარცხა
ინგლისის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა. მატჩი დორტმუნდის "ბორუსიას" სტადიონზე, "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა, რომელსაც 66 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ბოლო 17 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ მეორე დათმო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთეულიდან ტრავმის გამო განაცხადში ფილ ჯონსი ვერ მოხვდა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ კრის სმოლინგმა დაიწყო, რომელიც 84-ე წუთზე სტოუნსმა ჩაანაცვლა. რეშფორდი და ლინგარდი 70-ე და 71-ე წუთებზე გამოჩნდნენ მოედანზე, ხოლო რაც შეეხება ლუკ შოუს, იგი მოედანზე 83-ე წუთზე შემოვიდა.

გერმანიამ ინგლისი დაამარცხა

მოედანზე 90 წუთი დაჰყო "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, მაიკლ კინმა, რომელმაც კლუბის აკადემიის მიღწევა გააგრძელა. კინი "იუნაიტედის" აკადემიის მე-16 ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

1992 წლიდან მოყოლებული, "იუნაიტედის" აკადემიიდან სულ 15-მა ფეხბურთელმა მოახერხა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. ესენი გახლდნენ გარი ნევილი, ფილ ნევილი, პოლ სქოულზი, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, უეს ბრაუნი, კიერან რიჩარდსონი, დენი უელბეკი, ფრეიზერ კემბელი, ტომ ქლევერლი, რაიან შოუკროსი, დენი დრინქუოთერი, ტომ ჰიტონი, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და მაიკლ კინი.

გერმანია 1-0 ინგლისი

გოლი: 1:0 პოდოლსკი (69')
სტადიონი: "სიგნალ იდუნა პარკი", დორტმუნდი

შემადგენლობები:

გერმანია: ტერ შტეგენი, კიმიხი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ჰექტორი, ვაიგლი (66. ჩანი), კროოსი, სანე, პოდოლსკი (84. რუდი), ბრანდტი (59. შიურლე), ვერნერი (77. მიულერი).

ინგლისი: ჰარტი, კინი, კეჰილი, სმოლინგი (84. სტოუნზი), უოკერი, ლივერმორი (83. უარდ-პროუსი), ე. დაიერი, ბერტრანდი (83. შოუ), ალი (71. ლინგარდი), ლალანა (66. რედმონდი), ვარდი (70. რაშფორდი).

ვიდეოები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2017 13:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინმა რა პროგრესი დადო, არადა ვერასდროს ვიტანდი ამ ტიპს. ამის ძმა ბევრად კარგი ტიპი იყო, ის ფორვარდია მარა მაინც უკეთესი იყო, ტრავმები რო არა გაქაჩავდა აქ
0
№2
ავტორი: shotkin
23 მარტი 2017 13:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არადა მომენტებით აჯობა ინგლისმა!! კინი კარგი მცველია მაგრამ ცოტა ჭკუა აკლია და მგონი ამიტომაც გაყიდეს ნუ ჯერ ადრეა ამის განხილვა რა და როგორი იქნება მაგრამ მონაცემები კარგი აქვს მაღალია და ჯანზეა მარა ნებისმიერ ზონაში როცა ფეხბურთელს ჭკუა არუჭრის რთულია მაღალი დონის გუნდში დაიმკვიდრო ადგილი ჩემი აზრით.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2017 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი შანსები ქონდა ინგლისს და უნდა მოეგო
0
№4
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2017 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Arada ar iyo wasagebi tamashi
0
№5
ავტორი: gela-manutd
23 მარტი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ფრის ღირსი მაინც იყო ინგლისი მარა არაუშავს მაინც ამხანაგური იყო ეს იგრა
0
№6
ავტორი: tyeshela1
23 მარტი 2017 15:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: GeorgeBest
კინმა რა პროგრესი დადო, არადა ვერასდროს ვიტანდი ამ ტიპს. ამის ძმა ბევრად კარგი ტიპი იყო, ის ფორვარდია მარა მაინც უკეთესი იყო, ტრავმები რო არა გაქაჩავდა აქ

მაგის ტრავმები რომ არა ვინ იცის ეხლა მარკუსი სად იქნებოდა
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2017 15:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: tyeshela1
ციტატა: GeorgeBest
კინმა რა პროგრესი დადო, არადა ვერასდროს ვიტანდი ამ ტიპს. ამის ძმა ბევრად კარგი ტიპი იყო, ის ფორვარდია მარა მაინც უკეთესი იყო, ტრავმები რო არა გაქაჩავდა აქ

მაგის ტრავმები რომ არა ვინ იცის ეხლა მარკუსი სად იქნებოდა

ეგეც არის, მაგ დროს რეშფორდს ძაან გაუმართლა, ყველას ტრავმა ჰქონდა იმენა. არადა კინმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რეზერვებში ხო გოლი გლზე გაჰქონდა, დაუგვიანდა დებიუტიც და ტრავმებაც ძაან დატანჯეს
0
№8
ავტორი: stepno
23 მარტი 2017 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მომენტები ვერ გამოუყენებიათ.
0
№9
ავტორი: Manstark_United
24 მარტი 2017 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ინგლისის ნაკრებში არ არის ლიდერი,რომელიც გუნდში სულს ჩადებს და ამის ხარჯზე სადმე მაინც მიაღწევენ წარმატებას.სამწუხაროდ ცარიელი სახელები და ავტორიტეტები დარბიან ინგლისის მაისურით. თუ პრემიერ ლიგაში ეგ ფეხბურთელები თავს იგიჟებენ ინგლისის ნაკრები ყველას კიდია უკვე.
0
№10
ავტორი: JuanMata
24 მარტი 2017 11:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცენტრში კარგი ფეხბურთელი აკლია ინგლისს, თამაშის წარმმართველი, ლიდერი, ბექჰემი, სქოულზი, ლამპარდი, ჟერარდი როგორიც იყო. და მწვრთნელიც ბანძია ჩემი აზრით :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top