თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2017, 13:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2853,
კომენტარები: 11
გერმანიამ ინგლისი დაამარცხა
ამხანაგურ შეხვედრეაში ინგლისის ნაკრები გერმანიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გერმანიამ ინგლისი დაამარცხა
ინგლისის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა. მატჩი დორტმუნდის "ბორუსიას" სტადიონზე, "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა, რომელსაც 66 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ბოლო 17 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ მეორე დათმო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთეულიდან ტრავმის გამო განაცხადში ფილ ჯონსი ვერ მოხვდა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ კრის სმოლინგმა დაიწყო, რომელიც 84-ე წუთზე სტოუნსმა ჩაანაცვლა. რეშფორდი და ლინგარდი 70-ე და 71-ე წუთებზე გამოჩნდნენ მოედანზე, ხოლო რაც შეეხება ლუკ შოუს, იგი მოედანზე 83-ე წუთზე შემოვიდა.

გერმანიამ ინგლისი დაამარცხა

მოედანზე 90 წუთი დაჰყო "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, მაიკლ კინმა, რომელმაც კლუბის აკადემიის მიღწევა გააგრძელა. კინი "იუნაიტედის" აკადემიის მე-16 ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

1992 წლიდან მოყოლებული, "იუნაიტედის" აკადემიიდან სულ 15-მა ფეხბურთელმა მოახერხა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. ესენი გახლდნენ გარი ნევილი, ფილ ნევილი, პოლ სქოულზი, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, უეს ბრაუნი, კიერან რიჩარდსონი, დენი უელბეკი, ფრეიზერ კემბელი, ტომ ქლევერლი, რაიან შოუკროსი, დენი დრინქუოთერი, ტომ ჰიტონი, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და მაიკლ კინი.

გერმანია 1-0 ინგლისი

გოლი: 1:0 პოდოლსკი (69')
სტადიონი: "სიგნალ იდუნა პარკი", დორტმუნდი

შემადგენლობები:

გერმანია: ტერ შტეგენი, კიმიხი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ჰექტორი, ვაიგლი (66. ჩანი), კროოსი, სანე, პოდოლსკი (84. რუდი), ბრანდტი (59. შიურლე), ვერნერი (77. მიულერი).

ინგლისი: ჰარტი, კინი, კეჰილი, სმოლინგი (84. სტოუნზი), უოკერი, ლივერმორი (83. უარდ-პროუსი), ე. დაიერი, ბერტრანდი (83. შოუ), ალი (71. ლინგარდი), ლალანა (66. რედმონდი), ვარდი (70. რაშფორდი).

ვიდეოები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
24 მარტი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: JuanMata
ცენტრში კარგი ფეხბურთელი აკლია ინგლისს, თამაშის წარმმართველი, ლიდერი, ბექჰემი, სქოულზი, ლამპარდი, ჟერარდი როგორიც იყო. და მწვრთნელიც ბანძია ჩემი აზრით :D

100% martali xar
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top