თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2017, 21:30
ავტორი: Beqa Maghradze,
ნანახია: 3395,
კომენტარები: 13
მოურინიომ “როსტოვის” გასახდელთან საჩუქარი მიიტანა
ჟოზე მოურინიო სტუმართა გასახდელთან მივიდა და რუსული გუნდის წარმომადგენელს საჩუქარი გადასცა.
მოურინიომ “როსტოვის” გასახდელთან საჩუქარი მიიტანა
უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედს" და "როსტოვს" შორის გამართული მატჩის დაწყებამდე "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სტუმართა გასახდელთან მივიდა და რუსული გუნდის წარმომადგენელს საჩუქარი გადასცა. უცნობია, რა იდო ყუთში და ვის მიუტანა საჩუქარი პორტუგალიელმა. ამას არც მოურინიო ამხელს.

"როსტოვში მშვენიერი საჩუქარი მაჩუქეს, ამიტომ მე მათთვის რაღაც უნდა დამებრუნებინა. ჩვენ ერთმანეთს 2010 წლიდან ვიცნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერი" "რუბინს" დაუპირისპირდა. ძალიან კარგი, თავაზიანი კაცია. ცოტა ჩაკეტილია, მაგრამ ძალიან კარგი კაცია. მიხარია, რომ ჩემი კლუბის სახელით მას საჩუქარი გადავეცი", - აღნიშნა მატჩის შემდეგ მოურინიომ.

2010 წელს "რუბინში" "როსტოვის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და ვიცეპრეზიდენტი კურბან ბერდიევი და გუნდის მწვრთნელი ივან დანილიანცი მუშაობდნენ. სავარაუდოდ რომელიმე მათგანი მოურინიოს ადრესატი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "როსტოვი" ანგარიშით 1:0 (ორი მატჩის ჯამში 2:1) დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ინტერვიუები, ვიდეოები
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
18 მარტი 2017 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაგარი კაცია მოუ მეც მაჩუქე რამეეე რა იქნება :D
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 მარტი 2017 21:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა დევს შავ ყუთში wink
1
№3
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magar kaca)))
0
№4
ავტორი: gela-manutd
18 მარტი 2017 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რა აჩუქა ნეტა
0
№5
ავტორი: LASHQARA
18 მარტი 2017 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: SANDROGRIGA
რა დევს შავ ყუთში wink

ბანანი lol
0
№6
ავტორი: Mixito
18 მარტი 2017 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ალბათ ბანანი მიუტანა დაღლილობას შველისოო
2
№7
ავტორი: roma112
19 მარტი 2017 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ყურადღება !! კითხვა ! რა დევსშავ ყუთში ?
1
№8
ავტორი: stepno
19 მარტი 2017 04:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Magari kaciaa
0
№9
ავტორი: Sh-rati
19 მარტი 2017 06:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
500 იანი კუპიურებით თუა მოზეზილიიიიიიიიი
1
№10
ავტორი: kaxeti
19 მარტი 2017 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
აყენებული ბერდიევისათვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top