თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2017, 21:30
ავტორი: Beqa Maghradze,
ნანახია: 3408,
კომენტარები: 13
მოურინიომ “როსტოვის” გასახდელთან საჩუქარი მიიტანა
ჟოზე მოურინიო სტუმართა გასახდელთან მივიდა და რუსული გუნდის წარმომადგენელს საჩუქარი გადასცა.
მოურინიომ “როსტოვის” გასახდელთან საჩუქარი მიიტანა
უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედს" და "როსტოვს" შორის გამართული მატჩის დაწყებამდე "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სტუმართა გასახდელთან მივიდა და რუსული გუნდის წარმომადგენელს საჩუქარი გადასცა. უცნობია, რა იდო ყუთში და ვის მიუტანა საჩუქარი პორტუგალიელმა. ამას არც მოურინიო ამხელს.

"როსტოვში მშვენიერი საჩუქარი მაჩუქეს, ამიტომ მე მათთვის რაღაც უნდა დამებრუნებინა. ჩვენ ერთმანეთს 2010 წლიდან ვიცნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერი" "რუბინს" დაუპირისპირდა. ძალიან კარგი, თავაზიანი კაცია. ცოტა ჩაკეტილია, მაგრამ ძალიან კარგი კაცია. მიხარია, რომ ჩემი კლუბის სახელით მას საჩუქარი გადავეცი", - აღნიშნა მატჩის შემდეგ მოურინიომ.

2010 წელს "რუბინში" "როსტოვის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და ვიცეპრეზიდენტი კურბან ბერდიევი და გუნდის მწვრთნელი ივან დანილიანცი მუშაობდნენ. სავარაუდოდ რომელიმე მათგანი მოურინიოს ადრესატი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "როსტოვი" ანგარიშით 1:0 (ორი მატჩის ჯამში 2:1) დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ინტერვიუები, ვიდეოები
13 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
19 მარტი 2017 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რუსი ნაშა დაევასა და პადარკა გაუკეთა
0
№12
ავტორი: Shota Blues
19 მარტი 2017 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მოუ რა ჯიგარია ! ))
0
№13
ავტორი: ROI
20 მარტი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუუ :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top