თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2017, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 13
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო არაფერს დაიშურებს "მიდლსბროსთან" გამარჯვების მოსაპოვებლად და არც ამ მატჩის დათმობას აპირებს, მიუხედავად მთელი რიგი ტრავმებისა და დისკვალიფიკაციისა.

"როსტოვთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში მოურინიოს გუნდში პოლ პოგბა და დეილი ბლინდი დაშავდნენ ბარძაყისა და თავის ტრავმით შესაბამისად.

გარდა ამისა, საეჭვოა უეინ რუნის, ენტონი მარსიალისა და ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში, თუმცა გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანდერ ერერა. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ასეთი ვითარება ნაწილობრივ გადატვირთული გრაფიკის ბრალია, განსაკუთრებით პოგბას შემთხვევაში.

"ჩემი გუნდის ტრავმიანობის შედეგი ძალიან, ძალიან კარგია. ფეხბურთელები ძალიან რთულად იღებენ ტრავმას და პოგბას შემთხვევაში ეს ნამდვილად გადაღლილობის ბრალი იყო.

პირველ ტაიმში რაღაც იგრძნო, მეორეში კი უკვე მიხვდა, რომ ვეღარ გააგრძელებდა. მისნაირი ფიზიკური მონსტრიც კი ვერ ახერხებს ამას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც საგულისხმოა, რომ მას დასვენების საშუალება არასდროს ჰქონია.

ყველა მატჩი ჩაატარა. "ბლექბერნთან" შეხვედრაც კი - სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ ნახევარი საათი ითამაშა. ვფიქრობ, ორშაბათს 10 კაცით ჩატარებულმა მატჩმაც თავისი შედეგი გამოიღო. პოლი ამ შედეგს იმკის",
- განაცხადა მოურინიომ.

"რივერსაიდ სტედიუმზე" შუადღეს გასამართი მატჩი "იუნაიტედს" რთულ გამოწვევას ჰპირდება, მაგრამ მოურინიო ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის ასაღებად.

"ეს მანჩესტერ იუნაიტედია", აქ ვერაფერს გაწირავ. ჩვენ ყოველ მატჩში მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას ვცდილობთ.

ბევრი პრობლემა გვაქვს. თუ 12 საათზე (ადგილობრივი დროით) თამაშობ, ცხრამდე უნდა ჭამო და თუ ცხრამდე ჭამ, მანამდე უნდა გაიღვიძო. ღამის ხუთ საათზე რომ გქონდეს მატჩი, რა თქმა უნდა, უფრო მეტს იძინებს, უკეთესად იძინებ და მატჩამდეც უფრო მეტ საკვებს მიიღებს. რთულია ამის გაგება და მიღება, მაგრამ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს".


"იუნაიტედი" "რივერსაიდს" აწ უკვე აიტორ კარანკას ყოფილი გუნდის მასპინძლობით ეწვევა. ესპანელი, რომელიც მოურინიოს ყოფილი ასისტენტია მადრიდის "რეალში", "მიდლსბრომ" გასავარდნ ზონასთან მიახლოების გამო დაითხოვა.

"მან გუნდი იხსნა. მისი თაოსნობით ისინი "უემბლიზე" პლეი-ოფის მატჩში გავიდნენ, მერე კი, მომდევნო წელს, პირდაპირ საგზურს იღებს უმაღლეს ლიგაში, ახლა კი სახლშია. დამწუხრებული ვარ, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ასეთია და უნდა შევეგუოთ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
18 მარტი 2017 09:06
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
არასახარბიელო მდგომარეობაა გუნდში ტრავმების და დისკვალიფიკაციების მხრივ ამ კუთხით მცირრ კრიზისიც კი შეიძლება ამ ყვრლაფერს დავარქვათ მაგრამ უნდა გადაიტანოს გუნფმა ეს პერიოდი და მქსიმალური შედეგი დადოს უკვე ფინიშზე გავდივართ და ორი გზა გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ევროპალიგის მოგება უფრო რეალურად მეჩვენება ვიდრე ოთხეულში შესვლა სხვა შედეგი თუ იქნა წარუმატებელ სეზონად ჩაითვლება გუნდისთვის ნებისმიერ შემთხვევაში თუ ლიგაზე ვერცერთი გზით ვერ გავაღწიეთ
1
№2
ავტორი: temo-scholes
18 მარტი 2017 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: tedore
არასახარბიელო მდგომარეობაა გუნდში ტრავმების და დისკვალიფიკაციების მხრივ ამ კუთხით მცირრ კრიზისიც კი შეიძლება ამ ყვრლაფერს დავარქვათ მაგრამ უნდა გადაიტანოს გუნფმა ეს პერიოდი და მქსიმალური შედეგი დადოს უკვე ფინიშზე გავდივართ და ორი გზა გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ევროპალიგის მოგება უფრო რეალურად მეჩვენება ვიდრე ოთხეულში შესვლა სხვა შედეგი თუ იქნა წარუმატებელ სეზონად ჩაითვლება გუნდისთვის ნებისმიერ შემთხვევაში თუ ლიგაზე ვერცერთი გზით ვერ გავაღწიეთ

+1

დე ხეა, ვალენსია, ბაიი, სმოლინგი, შოუ, ფელაინი, კერიკი, მხითარიანი, მატა, ლინგარდი, რაშფორდი

ფოსუ მენსას და იანგს ზამენიდან შემოვიყვანდი...
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
18 მარტი 2017 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ლინგარდი შეაგდებს ხვალ უეჭველი აუ მარსო მაინც იქნებოდეს თორე ძაან გაგვიწირდება ისე

დეხეა

ვალენსია ბაიი სმოლინგი როხო

ფელაინი კერიკი

მხითო მატა ლინგარდი

რეშფორდი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 მარტი 2017 11:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუზე რა ისმის არც იმას ამბობს ტრამვა აქონდა განაცხადშიც არარი ხოლმე მერე :/
0
№5
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2017 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia marso mainc iqneba
0
№6
ავტორი: shotkin
18 მარტი 2017 12:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მარსიალი არ გამოკეთდა? გაციები\ული იყო და კი გავიდა იმის მერე 1 კვირაზე მეტი
0
№7
ავტორი: Temo-Mu
18 მარტი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ისე დიდი დანაკლისის იბრა პოგბა ერერა რუნი და მარსიალი ზუსტად არ ვიცი და თU დაბრუნდა ცუდი არ იქნება, ნუ არაუშავს ჩვენ ისეთი ზამენები გვყავს რომ მიდლსბროს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და მოუ ისეთ რაღაცეებს შვება ასეთ სიტუაციებში რომ რავი ვნახოთ მე მაინც მგონია რომ მოიგებენ მაგრამ გაჭირვებით თუ ჩვეულებრივად არ ვიცი
0
№8
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2017 16:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დროა შვაინა გამოჩნდეს
0
№9
ავტორი: gela-manutd
18 მარტი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ძაან ბევრი თრანვიანობა და დისკვალიფიკაციებია გუნდში და ცუდია რა
0
№10
ავტორი: jokero89
18 მარტი 2017 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მოგება გვჭირდება მაგრამ გაგვიჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top