თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2017, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 13
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო არაფერს დაიშურებს "მიდლსბროსთან" გამარჯვების მოსაპოვებლად და არც ამ მატჩის დათმობას აპირებს, მიუხედავად მთელი რიგი ტრავმებისა და დისკვალიფიკაციისა.

"როსტოვთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში მოურინიოს გუნდში პოლ პოგბა და დეილი ბლინდი დაშავდნენ ბარძაყისა და თავის ტრავმით შესაბამისად.

გარდა ამისა, საეჭვოა უეინ რუნის, ენტონი მარსიალისა და ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში, თუმცა გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანდერ ერერა. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ასეთი ვითარება ნაწილობრივ გადატვირთული გრაფიკის ბრალია, განსაკუთრებით პოგბას შემთხვევაში.

"ჩემი გუნდის ტრავმიანობის შედეგი ძალიან, ძალიან კარგია. ფეხბურთელები ძალიან რთულად იღებენ ტრავმას და პოგბას შემთხვევაში ეს ნამდვილად გადაღლილობის ბრალი იყო.

პირველ ტაიმში რაღაც იგრძნო, მეორეში კი უკვე მიხვდა, რომ ვეღარ გააგრძელებდა. მისნაირი ფიზიკური მონსტრიც კი ვერ ახერხებს ამას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც საგულისხმოა, რომ მას დასვენების საშუალება არასდროს ჰქონია.

ყველა მატჩი ჩაატარა. "ბლექბერნთან" შეხვედრაც კი - სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ ნახევარი საათი ითამაშა. ვფიქრობ, ორშაბათს 10 კაცით ჩატარებულმა მატჩმაც თავისი შედეგი გამოიღო. პოლი ამ შედეგს იმკის",
- განაცხადა მოურინიომ.

"რივერსაიდ სტედიუმზე" შუადღეს გასამართი მატჩი "იუნაიტედს" რთულ გამოწვევას ჰპირდება, მაგრამ მოურინიო ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის ასაღებად.

"ეს მანჩესტერ იუნაიტედია", აქ ვერაფერს გაწირავ. ჩვენ ყოველ მატჩში მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას ვცდილობთ.

ბევრი პრობლემა გვაქვს. თუ 12 საათზე (ადგილობრივი დროით) თამაშობ, ცხრამდე უნდა ჭამო და თუ ცხრამდე ჭამ, მანამდე უნდა გაიღვიძო. ღამის ხუთ საათზე რომ გქონდეს მატჩი, რა თქმა უნდა, უფრო მეტს იძინებს, უკეთესად იძინებ და მატჩამდეც უფრო მეტ საკვებს მიიღებს. რთულია ამის გაგება და მიღება, მაგრამ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს".


"იუნაიტედი" "რივერსაიდს" აწ უკვე აიტორ კარანკას ყოფილი გუნდის მასპინძლობით ეწვევა. ესპანელი, რომელიც მოურინიოს ყოფილი ასისტენტია მადრიდის "რეალში", "მიდლსბრომ" გასავარდნ ზონასთან მიახლოების გამო დაითხოვა.

"მან გუნდი იხსნა. მისი თაოსნობით ისინი "უემბლიზე" პლეი-ოფის მატჩში გავიდნენ, მერე კი, მომდევნო წელს, პირდაპირ საგზურს იღებს უმაღლეს ლიგაში, ახლა კი სახლშია. დამწუხრებული ვარ, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ასეთია და უნდა შევეგუოთ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
18 მარტი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ თუ ვერ მოვიგეთ მაშინ მივაწვეთ უნდა uefa europa league და ის უნდა დაიდოს 5 თამაში სახში გარეთ უნდა მოიგოს
0
№12
ავტორი: stepno
19 მარტი 2017 04:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auuuu mougeet gtzoooooovt midlsbroosss
0
№13
ავტორი: Sh-rati
19 მარტი 2017 06:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ტრადიციული 1-1 და მორჩა როგორც კი შანსია ი,ის რო ავცდეთ 6 ადგილს ეგრევე ფრე ეხაც ეგრე იქნება ტეხავს მარა 100 ევროს კი ვაჯახებ ტიპიკოში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top