თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ევროპა ლიგაზე
დღეს თბილისის დროით 16 საათზე "იუნაიტედი" თავის მომდევნო მეტოქის ვინაობას გაიგებს.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება და "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოდგენილ რვა კლუბს შორის ერთ-ერთია.

მომდევნო რაუნდში არ იქნებიან განთესილი გუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" ნებისმიერი მეტოქე შეიძლება დაუპირისპირდეს. მეოთხედფინალური მატჩები 13 და 20 აპრილს გაიმართება და პირველად ამოღებული გუნდი პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ "წითლები" ევროპა ლიგის ორი მატჩის შუალედში პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსის" უმასპინძლებენ.

შვიდი გუნდი, რომელსაც "იუნაიტედი" შეიძლება შეხვდეს:

"ბეშიქთაში" - ევროპა ლიგას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ შეუერთდა. 1/16 ფინალურ ეტაპზე "ჰაპოელ ბირ შევა" დაამარცხეს, 1/8 ფინალში კი ორი მატჩის ჯამში "ოლიმპიაკოსს" სძლიეს 5-2.

"სელტა ვიგო" - ესპანეთის ერთადერთი წარმომადგენელი G ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. 1/16 ფინალში დონეცკის "შახტართან" დამატებით დროში გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედის" მსგავსად მათაც რუსული კლუბი დაამარცხეს 1/8 ფინალში - "კრასნოდარი" ორი მატჩის ჯამში 4-1.

"გენკი" - ევროპა ლიგის კამპანია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სანამ F ჯგუფს მოიგებდა. 1/16 ფინალში "ასტრა გიურჯუს" შეხვდნენ, შემდეგ ეტაპზე კი თანამემამულე "გენტი" ორი მატჩის ჯამში 6-3 დაამარცხეს.

"ლიონი" - კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადავიდა. ფრანგებმა 1/16 ფინალში "აზ ალკმაარი" ორი მატჩის ჯამში 11-2 დაამარცხეს, ხოლო მომდევნო ეტაპზე "რომას" სძლიეს ასევე ორი მატჩის ჯამში 5-4.

"შალკე"
- გერმანული კლუბი I ჯგუფის დომინანტი იყო, რის შედეგადაც საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა, სადაც ბერძნული "პაოკი" 4-1 ორ მატჩში დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვდნენ, რომელსაც გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით სძლიეს, თუმცა ორმატჩიანი დუელი ფრედ 3-3 დასრულდა.

"ანდერლეხტი" - ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდიდან გავარდნამ "ანდერლეხტი" ევროპა ლიგაზე გადაიყვანა, სადაც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. გასვლაზე გატანილი გოლით მათ სანქტ-პეტერბურგის ზენიტს სძლიეს 1/16 ფინალში, მომდევნო რაუნდში კი ორი მატჩის ჯამში "აპოელ ნიქოზია" დაამარცხეს.

"აიაქსი" - ჰოლანდიური გრანდი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის შედეგად ჩაერთო და G ჯგუფში გაიმარჯვა, რის შედეგადაც 1/16 ფინალში გააღწია და ვარშავის "ლეგია" დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ორი მატჩის ჯამში "კოპენჰაგენის" 3-2 დამარცხების შედეგად გავიდა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
17 მარტი 2017 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოვიდეს ლუბოი :დ :დ :დ მარა აიაქსი თუ შეგვხვდება დიდებული იქნება winked
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2017 10:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ჩელსისთან მატჩი სად ჩაეკვეხა დაიწყებენ ახლა გადაიღლება გუნდიო და მოუს არ ელევა საწუწუნო :D
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
17 მარტი 2017 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მე გენკი მინდა
0
№4
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Magrad mgonia ro aixas shevxdebit
0
№5
ავტორი: shotkin
17 მარტი 2017 10:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იქედან გამომდინარე რო ჩელსისთან მატჩი არის შუაში მე ლიონს აღარ ვისურვებ უკვე იმიტორო ეს უკვე რთულია , ნებისმიერი ლიონის გარდა ჩელსი როარყოფილიყო შუაში ლიონი მინდოდა ბარემ მოგვეცილებინა კარგი იქნებოდა, მაგრამ არა ახლა და ფინალამდე იმედია ლიონს შევხვდებით
0
№6
ავტორი: gaga1987
17 მარტი 2017 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ანდერლეხტი ან გენკი რო მარტივად გავიდეთ.იმიტო რო ჩელსისთან თამაში მნიშვნელოვანია.
0
№7
ავტორი: DRJBECKHAM
17 მარტი 2017 11:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ეხანდელი სიტუაციით ლიონი ნაღდად არ მინდა, დაღლა დაეტყოთ ფეხბურთელებს და საჭიროა ბელგიური გუნდი რო ადვილად გავდეთ )) არც შალკეა მთლად სასურველი
0
№8
ავტორი: .z.u.r.a.
17 მარტი 2017 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მნიშვნელობა არ აქვს ვის შეხვდება, ყველა გუნდი აშკარად უკეთ თამშობს და თუ რაგაც არ შეცვალეს ნებისმიერი გუნდი მოუგებს, როსტოვს უგებ 1-0 ძლივს სირცხვილია
0
№9
ავტორი: pere
17 მარტი 2017 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
იმედია ოლდ ტრაფორდზე გვექნება თამაში 13ში
0
№10
ავტორი: kobinio
17 მარტი 2017 13:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: SANDROGRIGA
ეს ჩელსისთან მატჩი სად ჩაეკვეხა დაიწყებენ ახლა გადაიღლება გუნდიო და მოუს არ ელევა საწუწუნო :D

აბააა.საწუწუნო მართლა არ ელევა :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top