თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2546,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ევროპა ლიგაზე
დღეს თბილისის დროით 16 საათზე "იუნაიტედი" თავის მომდევნო მეტოქის ვინაობას გაიგებს.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება და "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოდგენილ რვა კლუბს შორის ერთ-ერთია.

მომდევნო რაუნდში არ იქნებიან განთესილი გუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" ნებისმიერი მეტოქე შეიძლება დაუპირისპირდეს. მეოთხედფინალური მატჩები 13 და 20 აპრილს გაიმართება და პირველად ამოღებული გუნდი პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ "წითლები" ევროპა ლიგის ორი მატჩის შუალედში პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსის" უმასპინძლებენ.

შვიდი გუნდი, რომელსაც "იუნაიტედი" შეიძლება შეხვდეს:

"ბეშიქთაში" - ევროპა ლიგას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ შეუერთდა. 1/16 ფინალურ ეტაპზე "ჰაპოელ ბირ შევა" დაამარცხეს, 1/8 ფინალში კი ორი მატჩის ჯამში "ოლიმპიაკოსს" სძლიეს 5-2.

"სელტა ვიგო" - ესპანეთის ერთადერთი წარმომადგენელი G ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. 1/16 ფინალში დონეცკის "შახტართან" დამატებით დროში გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედის" მსგავსად მათაც რუსული კლუბი დაამარცხეს 1/8 ფინალში - "კრასნოდარი" ორი მატჩის ჯამში 4-1.

"გენკი" - ევროპა ლიგის კამპანია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სანამ F ჯგუფს მოიგებდა. 1/16 ფინალში "ასტრა გიურჯუს" შეხვდნენ, შემდეგ ეტაპზე კი თანამემამულე "გენტი" ორი მატჩის ჯამში 6-3 დაამარცხეს.

"ლიონი" - კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადავიდა. ფრანგებმა 1/16 ფინალში "აზ ალკმაარი" ორი მატჩის ჯამში 11-2 დაამარცხეს, ხოლო მომდევნო ეტაპზე "რომას" სძლიეს ასევე ორი მატჩის ჯამში 5-4.

"შალკე"
- გერმანული კლუბი I ჯგუფის დომინანტი იყო, რის შედეგადაც საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა, სადაც ბერძნული "პაოკი" 4-1 ორ მატჩში დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვდნენ, რომელსაც გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით სძლიეს, თუმცა ორმატჩიანი დუელი ფრედ 3-3 დასრულდა.

"ანდერლეხტი" - ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდიდან გავარდნამ "ანდერლეხტი" ევროპა ლიგაზე გადაიყვანა, სადაც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. გასვლაზე გატანილი გოლით მათ სანქტ-პეტერბურგის ზენიტს სძლიეს 1/16 ფინალში, მომდევნო რაუნდში კი ორი მატჩის ჯამში "აპოელ ნიქოზია" დაამარცხეს.

"აიაქსი" - ჰოლანდიური გრანდი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის შედეგად ჩაერთო და G ჯგუფში გაიმარჯვა, რის შედეგადაც 1/16 ფინალში გააღწია და ვარშავის "ლეგია" დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ორი მატჩის ჯამში "კოპენჰაგენის" 3-2 დამარცხების შედეგად გავიდა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
17 მარტი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შალკეს შევხვდებით love am
0
№12
ავტორი: stepno
17 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ რა მაგრად მკიდია რომელ შევხვდებიტ დარწმინებული ვარ რომ გავანადგურწებთ ნებისმიერს
0
№13
ავტორი: gache1991
17 მარტი 2017 14:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გენკი ანდერლეხტი ყველაზე კაი ვარიანტი იქნება.მინიმუმ ერთ თამაშში მაიინც დაასვენებს სასტავს..
0
№14
ავტორი: giorgi kandelakisvili
17 მარტი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ლიონი არ მინდა
0
№15
17 მარტი 2017 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ლუბოი მოვიდეს ოღონთ ლიონი ჯერ არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top