თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 12
პოგბა და ბლინდი ტრავმირებულები არიან
"იუნაიტედის" დუეტმა ტრავმა მიიღო.
პოგბა და ბლინდი ტრავმირებულები არიან
პოლ პოგბას დაბადების დღის კვირამ სამწუხარო შემოტრიალება პოვა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩში დაშავდა.

24 წლის შესრულებიდან ერთი დღის შემდეგ ფრანგს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვება მოუხდა, რადგანაც ბარძაყი გაიჭიმა.

ეს მეტად სამწუხაროა ამბავია კლუბისთვისაც და პოგბასთვისაც, რომელმაც გუნდი თითქმის დააწინაურა შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, როცა მისი დარტყმული მეტოქე გუნდის მეკარე ნიკიტა მედვედევმა მოიგერია.

პოგბა მარუან ფელაინიმ შეცვალა, მაგრამ იძულებითი ცვლილებები ამით არ დასრულებულა. 64-ე წუთზე დეილი ბლინდი მოედნიდან "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბმა გააცილა თავში დარტყმის მიღების შემდეგ. მისი ადგილი კი ფილ ჯონსმა დაიკავა.

ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დუეტის შესახებ ჰკითხეს, რაზე პასუხის გაცემისასაც გამორიცხა, რომ პოგბა ეროვნული ნაკრების რიგებში და "მიდლსბროსთან" თამაშს ვერ მოახერხებს.

"დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი ხანი იუქმებს, მაგრამ არც "მიდლსბროსთან" იქნება და არც ეროვნულ ნაკრებში.

პოლის შესახებ უკვე ცხადია, მაგრამ დეილის ამბავი არ ვიცი, უნდა ვნახო, რა მოხდა. ფიზიკურმა ფორმამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ სამუდამო მემახსოვრება, რომ UEFA-ს წარმომადგენელმა როსტოვში მითხრა, თუ რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, დაზღვევა გადაიხდის ხარჯებსო და მოედანი პრობლემა არ არისო. სავარაუდოდ, ის ხალხი, ვინც ორშაბათს გვინიშნავს მატჩს, შემდეგ კი კვირას 4 საათზე, ასევე ფიქრობს: თუ ტრავმას მიიღებენ, დაზღვეულები არიან და პრობლემა არ იქნება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
17 მარტი 2017 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გაამწარეს კაცი ჩემი,ძაან დაგვეტყვო გადაღლა,და პოგბას ტრავმაც მაგის დამსახურებაა
0
№2
ავტორი: stepno
17 მარტი 2017 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭებოო უნდა ივაჟკაცოოთ რაა, ძალიან გადატვირთული გრაფიკი რო გაქვთ ამას მარტო ბრმა ვერ დაინახავს მაგრამ რამენაირად 4 ეული და ევროპალიგაა ჩვენი უნდა გახდეეს feel
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
17 მარტი 2017 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აუუ ეს საშინელებააა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2017 10:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბას ტრამა იქნებოდა ახლა?!
0
№5
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2017 10:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Es gvindoda exlaa (((
0
№6
ავტორი: jokero89
17 მარტი 2017 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
imedia male gamova moedanze
0
№7
ავტორი: shotkin
17 მარტი 2017 11:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
,აგრად მოშლილი აქ ნერვები მოუს და ვერ გაამტყუნებ აი ეგეთ რამე სრო გეტყვიან არაუშავსო არაა ტრანვა პრობლემაო მე სახეში ვაფეთებდი ეგრევე , იმეან სხვისი ჭირი რობეს ჩხირიო, რაცარუნდა იყოს ევროპა ლიგა ბევრად რეალურია და ძალები სწორად გადაანაწილოს მოუმ ეს მარსიალი რუნი და სხვებიც მაინდამაინც ეხლა აილეწნენ რა
1
№8
ავტორი: gaga1987
17 მარტი 2017 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია სერიოზული არაა პოგბას ტრამვა,იმედია ალე დაბრუნდება და ბლინდს როგორმე ჩავანაცვლებთ.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
17 მარტი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეგ იმის ბრალია რომ არ ასვენებს თითქმის არასდროს პოლს, დააყენე რა ეს შვაინა 10 წუთი მაინც და დაასვენე ადამიანი ცოტა შე კაი ადამიანო
1
№10
ავტორი: kobinio
17 მარტი 2017 13:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: giorgi_mg
ეგ იმის ბრალია რომ არ ასვენებს თითქმის არასდროს პოლს, დააყენე რა ეს შვაინა 10 წუთი მაინც და დაასვენე ადამიანი ცოტა შე კაი ადამიანო

ლაზარეთშია რუნი ბასტიანი და მარსიალი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top