თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2377,
კომენტარები: 12
პოგბა და ბლინდი ტრავმირებულები არიან
"იუნაიტედის" დუეტმა ტრავმა მიიღო.
პოგბა და ბლინდი ტრავმირებულები არიან
პოლ პოგბას დაბადების დღის კვირამ სამწუხარო შემოტრიალება პოვა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩში დაშავდა.

24 წლის შესრულებიდან ერთი დღის შემდეგ ფრანგს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვება მოუხდა, რადგანაც ბარძაყი გაიჭიმა.

ეს მეტად სამწუხაროა ამბავია კლუბისთვისაც და პოგბასთვისაც, რომელმაც გუნდი თითქმის დააწინაურა შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, როცა მისი დარტყმული მეტოქე გუნდის მეკარე ნიკიტა მედვედევმა მოიგერია.

პოგბა მარუან ფელაინიმ შეცვალა, მაგრამ იძულებითი ცვლილებები ამით არ დასრულებულა. 64-ე წუთზე დეილი ბლინდი მოედნიდან "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბმა გააცილა თავში დარტყმის მიღების შემდეგ. მისი ადგილი კი ფილ ჯონსმა დაიკავა.

ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დუეტის შესახებ ჰკითხეს, რაზე პასუხის გაცემისასაც გამორიცხა, რომ პოგბა ეროვნული ნაკრების რიგებში და "მიდლსბროსთან" თამაშს ვერ მოახერხებს.

"დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი ხანი იუქმებს, მაგრამ არც "მიდლსბროსთან" იქნება და არც ეროვნულ ნაკრებში.

პოლის შესახებ უკვე ცხადია, მაგრამ დეილის ამბავი არ ვიცი, უნდა ვნახო, რა მოხდა. ფიზიკურმა ფორმამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ სამუდამო მემახსოვრება, რომ UEFA-ს წარმომადგენელმა როსტოვში მითხრა, თუ რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, დაზღვევა გადაიხდის ხარჯებსო და მოედანი პრობლემა არ არისო. სავარაუდოდ, ის ხალხი, ვინც ორშაბათს გვინიშნავს მატჩს, შემდეგ კი კვირას 4 საათზე, ასევე ფიქრობს: თუ ტრავმას მიიღებენ, დაზღვეულები არიან და პრობლემა არ იქნება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
17 მარტი 2017 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: kobinio
ციტატა: giorgi_mg
ეგ იმის ბრალია რომ არ ასვენებს თითქმის არასდროს პოლს, დააყენე რა ეს შვაინა 10 წუთი მაინც და დაასვენე ადამიანი ცოტა შე კაი ადამიანო

ლაზარეთშია რუნი ბასტიანი და მარსიალი

ხო ეგ ვიცი, მანდამაინც ამ თამაშში არა სხვა თამაშებში შეიძლებოდა რომ ეთამაშათ, მაგრამ ძაან ჯიუტობს რა ეს კაცი
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
17 მარტი 2017 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
იმედია ბასტი მოასწრებს მოშუშებას და ის გამოვა პოგბას მაგივრათ ერთი ორი თამაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top