თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 16
მოურინიოს ვერდიქტი "როსტოვთან" გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის მატჩის მოგების შესახებ ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "როსტოვთან" მატჩში გამოჩენილი თავდადების გამო შეაქო.

"წითლებმა" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა ხუან მატას გოლის წყალობით 1-0 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი 2-1 იმარჯვეს და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მატჩის შემდეგ მოურინიომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა...

მატჩის ანალიზი

"პირველ ტაიმში მხნედ გამოვიყურებოდით, მკვდრები არ ვიყავით და მართლაც ვდომინირებდით, შანსებსაც ვქმნიდით, მეტოქეს კი ცენტრალური ხაზის არ გადაუკვეთავს და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა დუელის ბედის გადასაწყვეტად. მაგრამ ისინი ცალსახად ცდილობდნენ, თამაში იმ პერიოდამდე გაეწელათ, როცა ლოგიკურად ფიზიკური პრობლემები უნდა შეგვქმნოდა. ჩვენი მხრიდანაც არაფერი იყო გადაწყვეტილი და არც მათი მხრიდან, ბოლო ნაწილში კი პრობლემები შეგვექმნა, ტრავმები გვქონდა, ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა."

ფიზიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

"დამატებითი დროის დანიშვნისა მეშინოდა, ზოგიერთი ფეხბურთელი კი უკვე პრობლემებს განიცდიდა. ვიცი, რომ შემეძლო რეშფორდის შეყვანა, მაგრამ ამავდროულად ვშიშობდი, რადგან როხო, როგორც მინიმუმ, პრობლემებს განიცდიდა. რთული მატჩი იყო. ბევრი მტერი გვყავს. როგორც წესი, მტერი მხოლოდ "როსტოვი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ სხვა მტრებიც გვყავს. რთულია ორშაბათს საღამოს 10 კაცით თამაში, რთულია ახლა თამაში და რთულია კვირას 4 საათზე თამაში, ასე რომ, ბევრი მტერი გვყავს. ბიჭები ფანტასტიკურები იყვნენ. წარმომიდენია, რომ ზოგიერთი იტყვის, უკეთ უნდა გვეთამაშა, შეგვეძლო კიდეც გვეთამაშა, მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ამ მეტოქესთან ამდენი პრობლემა არ უნდა შეგვქმნოდა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ბევრი რამეა ჩვენ წინააღმდეგ მომართული და ჩვენ ყველაფერ ამას ვებრძვით. ბიჭები ფანტასტიკურად გამოიყურებიან და სავარაუდოდ, კვირას მატჩს წავაგებთ, მაგრამ მაინც მაქსიმუმს გავაკეთებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
17 მარტი 2017 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აჰაჰაჰ ეს ახალი გაჩითა რაღაცა lol რაც შეეხება ფიზიკას რა,ძალიან დაეტყო გუნდს დაღლა ძალიან..
0
№2
ავტორი: MU2016
17 მარტი 2017 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ამ შემთხვევაში სრულად ვეთანხმები მოუს. ძალიან ძნელია კვირაში 3 თამაშის ჩატარება და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. პოგბას გარეშე ნახევარდაცვას მაგრად გაუჭირდება და იმედია მალე დაბრუნდება.

რაც შეეხებათ მოთამაშეებს: ვალენსია ტრადიციულად ეფექტური იყო, როხოს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რაც გააკეთა დამაჯერებლად გააკეთა. არ მეგონა თუ ოდესმე ამას ვიტყოდი, მაგრამ ფელაინსაც არაუშავს ამ ბოლო პერიოდში. საინტერესოა მიდლსბროსთან რა შემადგენლობა გვეყოლება.
0
№3
ავტორი: krekera
17 მარტი 2017 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
კვირას თამაშს წავაგებთ ეს რა თემა გააძრო)))) სულ გამო... ეეს??????

მართლა არ გამიგია ასეთი რაგაცა :D
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2017 10:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასაგებია რო რთული გრაფიკი აქ გუნდს მარა მეტისმეტია ამდენი წუწუნი, აბა როგორ უნდა ვერ გავიგე, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც უნდათ და თან კვირაში ერთი თამაშის ჩატარება, მაშინ გამოვარდეს ევროპა ლიგიდან, ოთხეულშიც ან შევალთ ან არა და ვიყოთ ასე მარად... კი რთული გრაფიკია მარა ეს არ ამართლებს არაფერს... კვირას თუ წააგეს გუდბაი ოთხეულს :/
0
№5
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzaan gadaigala gundiii (((
0
№6
ავტორი: tyeshela1
17 მარტი 2017 10:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
თუ მაინც წავაგებთ, ცადოს და გადაახალისოს შემადგენლობები, ტუანზებე, ბასტი შოუ დააყენოს ძირითადში
0
№7
ავტორი: jokero89
17 მარტი 2017 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ra kacia wavagebto
0
№8
ავტორი: shotkin
17 მარტი 2017 10:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რა გწირთ ხალხო რატო წავაგებთ რა დასკკვნები გამოგაქვთ, რაც ლაპარაკა სწორია მართლა მტრები გვყავს და ეს მტერი კონკრეტულად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაა ანუ "ფა" გრაფიკს სასწაულად გვიდგენენ და ჯერ სად ვართ სიტისთან და საუთჰემპტონთან მატჩს აი დააკვირდით რა დროს ჩააკვეხებენ, მერე როხო ხო დასასჯელი ყავთ, იმდენს გაწელავენ დროს რო თუ 2-3 თამაშიანის მიცემას გეგმავენ მაინდამაინც იქამდე გაიყვანენ დროს და მერე გამოაცხადებენ რო ჩელსისთან იგრას დაამთხვიონ აი ნახეთ თუ არა დაიმახსოვრეთ და ეს დეტალები ჯამში არაა დიდი წინააღმდეგობა და პრობლემა>?? მსაჯებს ეგენი ავალებენ სასწაულების გაკეთებას ჩვენთან, გრაფიქით ეგენი გვახრჩობენ,ყველანაირად ზღუდავდნენ ტრენერსაც ჯარიმებით და ა.შ იქეთ ცალკჯე ინგლისის იდიოტური პრესა და ჯამსი ძაან დიდი წნეხია და ზეწოლა პირიქით საღოლ მოუს , წუწუნი არაა ეს ეს არის ხმის ამოღება აბა ჩუმად ხოარიქნება გადაუარეს გუნდს გარეშე ზალებმა და მაინც საღოლ მანცესტერს აქმდე რო მოვიდა მიდის და 2 ტიტული დადო და კიდე იბრძვის მესამისთვის მაინც საღოლ.
1
№9
ავტორი: gaga1987
17 მარტი 2017 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კაი კაცი ხარ მოუ fellow
0
№10
ავტორი: giorgi_mg
17 მარტი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგებია რო რთული გრაფიკი აქ გუნდს მარა მეტისმეტია ამდენი წუწუნი, აბა როგორ უნდა ვერ გავიგე, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც უნდათ და თან კვირაში ერთი თამაშის ჩატარება, მაშინ გამოვარდეს ევროპა ლიგიდან, ოთხეულშიც ან შევალთ ან არა და ვიყოთ ასე მარად... კი რთული გრაფიკია მარა ეს არ ამართლებს არაფერს... კვირას თუ წააგეს გუდბაი ოთხეულს :/

საჭიროა ეგ წუწუნი რადგან გაიგოს ყველამ რომ FA ცუდად მუშაობს, რომ არ იწუწუნოს უარეს იზავენ დარწმუნებული ვარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top