თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2017, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 16
მოურინიოს ვერდიქტი "როსტოვთან" გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის მატჩის მოგების შესახებ ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "როსტოვთან" მატჩში გამოჩენილი თავდადების გამო შეაქო.

"წითლებმა" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა ხუან მატას გოლის წყალობით 1-0 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი 2-1 იმარჯვეს და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მატჩის შემდეგ მოურინიომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა...

მატჩის ანალიზი

"პირველ ტაიმში მხნედ გამოვიყურებოდით, მკვდრები არ ვიყავით და მართლაც ვდომინირებდით, შანსებსაც ვქმნიდით, მეტოქეს კი ცენტრალური ხაზის არ გადაუკვეთავს და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა დუელის ბედის გადასაწყვეტად. მაგრამ ისინი ცალსახად ცდილობდნენ, თამაში იმ პერიოდამდე გაეწელათ, როცა ლოგიკურად ფიზიკური პრობლემები უნდა შეგვქმნოდა. ჩვენი მხრიდანაც არაფერი იყო გადაწყვეტილი და არც მათი მხრიდან, ბოლო ნაწილში კი პრობლემები შეგვექმნა, ტრავმები გვქონდა, ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა."

ფიზიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

"დამატებითი დროის დანიშვნისა მეშინოდა, ზოგიერთი ფეხბურთელი კი უკვე პრობლემებს განიცდიდა. ვიცი, რომ შემეძლო რეშფორდის შეყვანა, მაგრამ ამავდროულად ვშიშობდი, რადგან როხო, როგორც მინიმუმ, პრობლემებს განიცდიდა. რთული მატჩი იყო. ბევრი მტერი გვყავს. როგორც წესი, მტერი მხოლოდ "როსტოვი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ სხვა მტრებიც გვყავს. რთულია ორშაბათს საღამოს 10 კაცით თამაში, რთულია ახლა თამაში და რთულია კვირას 4 საათზე თამაში, ასე რომ, ბევრი მტერი გვყავს. ბიჭები ფანტასტიკურები იყვნენ. წარმომიდენია, რომ ზოგიერთი იტყვის, უკეთ უნდა გვეთამაშა, შეგვეძლო კიდეც გვეთამაშა, მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ამ მეტოქესთან ამდენი პრობლემა არ უნდა შეგვქმნოდა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ბევრი რამეა ჩვენ წინააღმდეგ მომართული და ჩვენ ყველაფერ ამას ვებრძვით. ბიჭები ფანტასტიკურად გამოიყურებიან და სავარაუდოდ, კვირას მატჩს წავაგებთ, მაგრამ მაინც მაქსიმუმს გავაკეთებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
17 მარტი 2017 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭებოო მოუუმ მაგარი ერთინი ვიციოო მიდლსბრო ჯერა მაგრად :DDDDDDD
0
№12
ავტორი: kobinio
17 მარტი 2017 13:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგებია რო რთული გრაფიკი აქ გუნდს მარა მეტისმეტია ამდენი წუწუნი, აბა როგორ უნდა ვერ გავიგე, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც უნდათ და თან კვირაში ერთი თამაშის ჩატარება, მაშინ გამოვარდეს ევროპა ლიგიდან, ოთხეულშიც ან შევალთ ან არა და ვიყოთ ასე მარად... კი რთული გრაფიკია მარა ეს არ ამართლებს არაფერს... კვირას თუ წააგეს გუდბაი ოთხეულს :/

საჭიროა ეგ წუწუნი რადგან გაიგოს ყველამ რომ FA ცუდად მუშაობს, რომ არ იწუწუნოს უარეს იზავენ დარწმუნებული ვარ

მაურინიოს სჯიან
ეს ყველაფერი მისწონააღმდეგაა.სერ ალექსს ისეთი ავტორიტეტი ქონდა ასე ბერ გაუბედავდნენ
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
17 მარტი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხიტრია მოუ მოგებას რო ეუბნება სასტავს ვერ იგებენ ეხა ახალი ხერრხი წააგებტო
0
№14
ავტორი: giorgi_mg
17 მარტი 2017 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: kobinio
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგებია რო რთული გრაფიკი აქ გუნდს მარა მეტისმეტია ამდენი წუწუნი, აბა როგორ უნდა ვერ გავიგე, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც უნდათ და თან კვირაში ერთი თამაშის ჩატარება, მაშინ გამოვარდეს ევროპა ლიგიდან, ოთხეულშიც ან შევალთ ან არა და ვიყოთ ასე მარად... კი რთული გრაფიკია მარა ეს არ ამართლებს არაფერს... კვირას თუ წააგეს გუდბაი ოთხეულს :/

საჭიროა ეგ წუწუნი რადგან გაიგოს ყველამ რომ FA ცუდად მუშაობს, რომ არ იწუწუნოს უარეს იზავენ დარწმუნებული ვარ

მაურინიოს სჯიან
ეს ყველაფერი მისწონააღმდეგაა.სერ ალექსს ისეთი ავტორიტეტი ქონდა ასე ბერ გაუბედავდნენ

ალექსას შემთხვევაში გეთანხმები, ნუ უშედეგოდაც არ დარჩება ხო ხვდებით ამის წუწუნი, რო ეცოდინებათ რომ უპასუხოდ არ დარჩებათ თავიანთი ქმედებები ცოტა იქნებ სხვა თვალით გამოიხედონ
0
№15
ავტორი: K1llsw1tch
17 მარტი 2017 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
"და სავარაუდოდ, კვირას მატჩს წავაგებთ, მაგრამ მაინც მაქსიმუმს გავაკეთებთ" - ატრაკებ მოუ areyoukiddingme
0
№16
ავტორი: kaxeti
17 მარტი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
იჰიუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top