თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2017, 12:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 13
ბაიი: "გულშემატკივრები მე-12 მოთამაშე იქნებიან"
ერიკ ბაიის "ოლდ ტრაფორდზე" მხარდაჭერის იმედი აქვს.
ბაიი:
ერიკ ბაიიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მე-12 მოთამაშედ ყოფნისკენ მოუწოდა, როცა "ოლდ ტრაფორდს" "როსტოვი" ეწვევა ევროპა ლიგის მატჩისთვის.

"წითლებმა" 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი რუსეთში ფრედ 1-1 დაასრულეს და მასში კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი მონაწილეობას არ იღებდა, რადგანაც "სენტ-ეტიენთან" მატჩში წითელი ბარათის მიღების მიზეზით დისკვალიფიცირებული იყო.

გუნდს ორშაბათს ინგლისის თასის ეგიდით "ჩელსისთან" გამართულ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა გუნდს მარცხისგან თავის არიდებაში ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, წარმატების მიღწევა შეუძლია ევროპა ლიგაზე, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლას იმედოვნებს.

2015/16 წლების სეზონში ბაიი "ვილიარეალთან" ერთად ტურნირის ნახევარფინალისტი იყო, ამჯერად კი ჩემპიონობას ეცდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

"ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები მე-12 მოთამაშესავით არიან. ისინი ყოველთვის ყველაფერს გვაძლევენ, სანამ ჩვენთან ერთად ყოფნა შეუძლიათ. კარგია, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი ჩვენს სტადიონზე გადაწყდება, სადაც მაქსიმუმს გავაკეთებთ საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად და გულშემატკივართა გასაბედნიერებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მომდევნო ეტაპზე გასვლა და ასე შემდეგ, როცა მატჩის დღე ახლოვდება, კარგად დაწყებისთვის მზად ვართ.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის მაღალ მიზანს ვისახავთ. გასულ წელს ნახევარფინალში ვიყავი, მაგრამ ეს არ კმარა. თასი არ მოგვიგია და არც ფინალში გავსულვართ, ასე რომ, ჩემთვის ახლა ბოლომდე მისვლის საკითხი დგას. ადრეც ვთქვი, რომ ამ ტურნირზე მთელი რიგი სიურპრიზები გვხვდება, ამიტომაც პირველ ყოვლისა, "როსტოვზე" უნდა ვიფიქროთ და მერე უფრო შორეულ მიზნებზეც",
- განაცხადა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
16 მარტი 2017 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძალიან კარგი მცველია, მაგრამ ბოლო თამაშები ცოტა არეული იყო. მცველებზე ბევრია დამოკიდებული და ყურადღებით თამაში მართებთ.
0
№2
ავტორი: gaga1987
16 მარტი 2017 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მანჩესტერში გულშემატკივრობა არასდროს გეკლდათ და არმოგაკლდებათ, მთავარია თქვენ მოინდომეთ.
0
№3
ავტორი: I L C
16 მარტი 2017 12:43
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რა 12 მოთამაშე ბიჭო 9 კაცით უნდა უგებდეთ მაგათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: shotkin
16 მარტი 2017 12:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ზოგადად სამომავლოდ ვფიქრობ რომ ბაილი ერთადერთია ვინც სასტავის ცენტრალური მცველი უნდა იყოს თუ ესე გააგრძელა პროგრესი, აი როხო კი გააუმჯობესა მოუმ მარა არამგონია სასტარტოს კაცი გახდეს და მანიუს პირველი იმედი ცენტრში და იდეალური იქნება ეგ ზამენიდან და რაც შეეხება სმოლინგს უბრალოდ ტიპი 6 წელია აქაა და ძაან აი ძაან ნელ ნელა ვითარდებოდა და წელს აზარმა ისე ათრია რამდენიც შეხვდა რო ფარდა ახადა მაგის ვითომ მცველობას, ამასაც თავი როდავანებოთ აი ტიპი 28 წლისაა ამასაკში უკვე ჩამოყალიბებული უმაღლესი დონის მცველებად გვევლიანება ბავერი და სმოლინგს როვუყურებ ჯერკიდევ ბოლომდე არშემდგარი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს და ნაღდად ვერ დაველოდები და არ მინდა 35 წლის ასაკში შედგეს და მანამდე გუნდმა მაგის სისუსტით იზარალოს, ასე რომ სმოლინგიც იდეალური იქნება ზამენიდან და ბაილის ვინმე ახალი უნდა შეუწყვილონ აუცილებლად და წელს იმედია კარგ ცენტრალურ მცველს კარც ცენტრალურ ნახევარმცველს და მინიმუმ 1 კარგ ვინგერს ვიყიდით
0
№5
ავტორი: I L C
16 მარტი 2017 12:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: shotkin
იქნება ეგ ზამენიდან და რაც შეეხება სმოლინგს უბრალოდ ტიპი 6 წელია აქაა და ძაან აი ძაან ნელ ნელა ვითარდებოდა და წელს აზარმა ისე ათრია რამდენიც შეხვდა რო ფარდა ახადა მაგის ვითომ მცველობას, ამასაც თავი როდავანებოთ აი ტიპი 28 წლისაა ამასაკში უკვე ჩამოყალიბებული უმაღლესი დონის მცველებად გვევლიანება ბავერი და სმოლინგს როვუყურებ ჯერკიდევ ბოლომდე არშემდგარი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს და ნაღდად ვერ დაველოდები და არ მინდა 35 წლის ასაკში შედგეს და მანამდე გუნდმა მაგის სისუსტით იზარალოს, ასე რომ სმოლინგიც იდეალური იქნება ზამენიდან და ბაილის ვინმე ახალი უნდა შეუწყვილონ აუცილებლად და წელს იმედია კარგ ცენტრალურ მცველს კარც ცენტრალურ ნახევარმცველს

ბაიი ბაზარი არაა თან ახალგაზრდაა და უნდა ჩადგეს ძირითადში.. როხოც კარგად თამაშობს და ყოველშემთხვევაში საიმედოა.. სმოლინგი არის **ე როჟაზე არ ეტყობა რაცაა ?? მართლა ამდენი ხანია მანჩესტერშია და მასტმა ბურთის ამორტყმაზე მეტი ვერაფერი დაამუღამა..ნერვები მეშლება სმოლინგზე .. ეს ფელაინი და იანგი კიდე გაყიდონ მოაშორონ რა უნდათ გუნდში. დარმიანი კიდე
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: shotkin
16 მარტი 2017 13:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: I L C

ადრე ვამბობდი ხოლმე მაგას რო სმოლინგს ჰაბიტუსზე ეტყობა რაცაა )))) და არ შევმცდარვარ , აქ ზოგი ქებას არ აკლებს მარა მე პირადად მაგ ადამიანში ვერაფერს ვერ ვხედავ განსაკუთრებულს , ტიპს არადა მაგარი მონაცემები აქვს , სიმაღლე, ჯანი, რივოკი მარა პიროვნულად ბოთე როხარ და ინტელექტიც არ გაქ საფებურთო ეგ უნდარები უკვე ფუჭია. ამდენი ხანია უმარლეს დონეზე ათამაშებენ და ტიპს სახეზე როშეხედავ ისევ დაბნეულია ხოლმე ხშირად და რავი ზამენაზე ეგდოს ცუდი არიქნება მარა სასტავის კაცად როცა ვიდა ფერდოს მივეჩვიე ამ სმოლინგისნაირი ბოთეების ყურება არ შემიძლია , ბაილის ეტყობა რო ხასიათი აქვს , სერიოზულია გადაყვეტილებებს თამამად იღებს და თავის პლიუსები იცის და იყენებს , ჯერ კიდე ახალგაზრდაა და მოურინიო (თან დაცვის მოყვარული კაცი)მაგრად განავითარებს და რაღაც ვიდიჩის მსგავსს მივიღებთ ბოლოს გაუვალ კლდეს აგრესიულს და მოაზორვნეს
0
№7
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2017 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
თქვენ რას იზავთ თერტმეტი კაცი თორე გულშემატკივარი სულ თქვენ გვერძეა love am
0
№8
ავტორი: I L C
16 მარტი 2017 13:23

სმოლინგის თამაში ერთხელ მომეწონა მარტო 2012-ში ფა ქაფზე სიტისთან 2-3 რომ მოვიგეთ მაშინ..დაჟე ვიძახოდი დიდი მომავალი ექნებათქო მარა.....

ვიდიჩისნაირს რამდენად მივიღებთ არ ვიცი მაგრამ საიმედო ცენტრალური მცველი დადგება ბაილისგან და როხოსიც მჯერა სხვათაშორის ცენტრში კარგია ძაან გაბედულია და თავისი ასეთი თამაშით არცროდის არ აუკიდია პენალი სუფთა თამაშის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: SANDROGRIGA
16 მარტი 2017 13:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბაიი ძაან კაი შენაძენი გამოდგა, ბოლო თამაშები ცოტა ჩააგდო მარა მთლიანობაში მშვენიერი ტრანსფერია
0
№10
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2017 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეს ძალინა მაგარი გვყავს რაა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top