თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 22:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2147,
კომენტარები: 17
მოურინიო: "პოგბა მეტ პატივისცემას იმსახურებს"
ჟოზემ ფრანგი კვლავ დაიცვა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პოლ პოგბა საფეხბურთო ექსპერტებისგან უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვინაიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველივე სრულ სეზონში გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა აქვს.

ფრანგის სატრანსფერო ღირებულება თავისთავად უწყობს ხელს მედიის მხრიდან მის მიმართ ყურადღების გამოჩენას, მაგრამ ოთხშაბათს გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ ყველას განუცხადა, რომ კლუბში ნახევარმცველით კმაყოფილები არიან. მწვრთნელის აზრით, მოთამაშე, რომელსაც დღეს 24 წელი შეუსრულდა, კრიტიკას ყურადღებას არ უნდა აქცევდეს, რადგანაც შურს აქვს ადგილი.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მსოფლიო ფასეულობებს კარგავს და ეს ყველამ ვიცით, შური კი გარკვეულ დონეს აღწევს.

ასე თუ განვითარდება მოვლენები, მომდევნო თაობის გამო ვშიშობ. შური კი ყველგან არის.

პოლის ბრალი არ არის, რომ 10-ჯერ მეტ თანხას იღებს იმასთან შედარებით, რასაც წარსულში მოასპარეზე ზოგიერთი დიდი ფეხბურთელი იღებდა. მისი ბრალი არ არის, რომ ამ ექსპერტებიდან რომელიმეს ცხოვრებაში უჭირს და ყველა პუნტი სჭირდება გადარჩენისთვის, პოლი კი მულტი-მილონერია. მისი ბრალი არაა.

ვფიქრობ, პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, მისი ოჯახიც იმსახურებს პატივისცემას. იმ ოჯახის შვილია, სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს, სადაც სამი ვაჟია და დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ბევრს ჭამდნენ, რადგან გიგანტები არიან. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ დედამისი და მამამისი წლების განმავლობაში შრომობდნენ.

ის არის ბავშვი, რომელიც მანჩესტერში თინეიჯერულ ასაკში ჩამოვიდა, თავისი კარიერისთვის იბრძოლა, არ შეუშინდა ქალაქის გამოცვლას და სხვა ქვეყანაში ჩასვლას და არც უკეთესი პირობების ძეიება დაუწყია. ბავშვი, რომელმაც მსოფლიო მწვერვალს თავისი შრომით მიაღწია, მისთვის ტყუილად არავის არაფერი მიუცია.

პოლით ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბიც ბედნიერია პოლით და კარგია, რომ მისი პიროვნებიდან გამომდინარე არ აქვს ყურადღებას კრიტიკას და ხალხის ნათქვამს",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 მარტი 2017 22:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გვკიდია ყველას რამდენს იღებს და რამდენია მასში გადახდილი. პოგბა როა, საუკეთესოობაზე რომ იწევს მაგიტომ ითხოვს ხალხი მაქსიმუმს, აბა ქლევერლი რა ცენზურაც იყო ის ცენზურა დარჩა და თუ ეგრე აპირებს მაშინ არც არავინ გააკრიტიკებს. ზანგი იოზილი იჩითება და რავი მარტო სტატისტიკიტ რო აპრავებს ხალხი დიდად სასიამოვნო არაა. არასდროს მეხატებოდა გულზე და ბევრჯერ მითქვამს ეგ მარა დიდი პოტენციალი რომ აქვს ყყველა ხედავს, უბრალოდ გამოყენება უნდა ამას
3
№2
ავტორი: MEMPHIS 7
15 მარტი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჟოზეეე მიყვარხარ:d ძაან მაგრად ისაუბრეეე და რაც მთავარია სიმართლეა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2017 23:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კერ კიდე არ გვინახავს პოლის ნამდვილი თამაში...
0
№4
ავტორი: Phil Jones
15 მარტი 2017 23:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ასეა თუ ისეა მოურინიოს ყველაზე დიდი პლიუსი თავისი ფეხბურთელების დაცვაა, ოღონდ იმედია ფეხბურთელსებს სხვანაირად ელაპარაკება
0
№5
ავტორი: shotkin
15 მარტი 2017 23:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ის ხალხი ვინც შესცა პოგბას კრიტიკით აი მარტო მაგ ხალხმა წარმოიდგინეთ წელს პოგბა როარყოფილიყო რა იქნებოდა გუნდი ცენტრში ))) და გყოლოდათ ისევ შენეიდერლენი , პოგბა მარტო მაშინაა მაგარი როცა იბრას გაატანინებს ერთი გრძელი შორეული პასით ან გაიტანს თვითონ დალსე თუ არ წაუვიდა თამაში 23 წლის ბიჭს ესეიგი ფუუუ არვარგადა ეგეთი ნაროდი მოცილდით რა ეკრანებს ძაან მარტივი კუთხით რო განიხილავთ ფეხბურთს. ან ნუ წერთ მაინც სისულეეეებს ტეხავს
3
№6
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2017 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian male sauketeso iqnebaa ❤️
0
№7
ავტორი: dachi_mu
15 მარტი 2017 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou <3
0
№8
ავტორი: I L C
16 მარტი 2017 00:02
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
წელს იბრაჰიმოვიჩი და პოგბა რომ არ გვყოლოდა ჩათვალეთ ისევ ვან გაალის მანჩესტერი იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Mixito
16 მარტი 2017 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მოუ ლომი ხარ პოგბა ჩემთვის ერთერთი საუკეთესოა მევასება და მჯერა მისი ძნელია იტალიიდან პირდაპირ ინგლისში თამაში
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
16 მარტი 2017 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აი პოლის სტილისაა ბაკაიკოც ძაან მაგარიაა მაგრამ მონაკოდან მბატეე და ბერნარდო სილვა უნდა დავითრიოთ

პოლის მეწყვილედ მე მაინც ვერატი მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top