თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 22:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 17
მოურინიო: "პოგბა მეტ პატივისცემას იმსახურებს"
ჟოზემ ფრანგი კვლავ დაიცვა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პოლ პოგბა საფეხბურთო ექსპერტებისგან უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვინაიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველივე სრულ სეზონში გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა აქვს.

ფრანგის სატრანსფერო ღირებულება თავისთავად უწყობს ხელს მედიის მხრიდან მის მიმართ ყურადღების გამოჩენას, მაგრამ ოთხშაბათს გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ ყველას განუცხადა, რომ კლუბში ნახევარმცველით კმაყოფილები არიან. მწვრთნელის აზრით, მოთამაშე, რომელსაც დღეს 24 წელი შეუსრულდა, კრიტიკას ყურადღებას არ უნდა აქცევდეს, რადგანაც შურს აქვს ადგილი.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მსოფლიო ფასეულობებს კარგავს და ეს ყველამ ვიცით, შური კი გარკვეულ დონეს აღწევს.

ასე თუ განვითარდება მოვლენები, მომდევნო თაობის გამო ვშიშობ. შური კი ყველგან არის.

პოლის ბრალი არ არის, რომ 10-ჯერ მეტ თანხას იღებს იმასთან შედარებით, რასაც წარსულში მოასპარეზე ზოგიერთი დიდი ფეხბურთელი იღებდა. მისი ბრალი არ არის, რომ ამ ექსპერტებიდან რომელიმეს ცხოვრებაში უჭირს და ყველა პუნტი სჭირდება გადარჩენისთვის, პოლი კი მულტი-მილონერია. მისი ბრალი არაა.

ვფიქრობ, პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, მისი ოჯახიც იმსახურებს პატივისცემას. იმ ოჯახის შვილია, სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს, სადაც სამი ვაჟია და დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ბევრს ჭამდნენ, რადგან გიგანტები არიან. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ დედამისი და მამამისი წლების განმავლობაში შრომობდნენ.

ის არის ბავშვი, რომელიც მანჩესტერში თინეიჯერულ ასაკში ჩამოვიდა, თავისი კარიერისთვის იბრძოლა, არ შეუშინდა ქალაქის გამოცვლას და სხვა ქვეყანაში ჩასვლას და არც უკეთესი პირობების ძეიება დაუწყია. ბავშვი, რომელმაც მსოფლიო მწვერვალს თავისი შრომით მიაღწია, მისთვის ტყუილად არავის არაფერი მიუცია.

პოლით ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბიც ბედნიერია პოლით და კარგია, რომ მისი პიროვნებიდან გამომდინარე არ აქვს ყურადღებას კრიტიკას და ხალხის ნათქვამს",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
16 მარტი 2017 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
სიტის და გუარდიოლას გაედოთ ბუდასავით :)) გუარდიოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ დიდი მწვრთნელია :D
0
№12
ავტორი: gela-manutd
16 მარტი 2017 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
პოგბას კრიტიკოსი ნაგდად არ ვარ და და ეს და იბრა რო არ ყოფილიყვნენ ვაბშე ბარდაგი იქნებოდა მარა პოგბა რასაც აკეთებს და რასაც ეხლა თამაშობს ეს პოგბას მინიმუმია ამას ყველა მიხვდება და ცოტა მეტი რო აიღოს თავის თავზე ცუდი არ იქნება
0
№13
ავტორი: stepno
16 მარტი 2017 03:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sity good bya :-DDDDDD polzee kidee raundaa vtqvaaa udzlieresiaaaa dzaliaan magariaaaa
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
16 მარტი 2017 10:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
პოგბაც თავის გასაკეთებელს გააკეთებს სულ მალე.ცოტა უიღბლობა ცოტა არასწორი პოზიცია მისი შექმნილი საგოლე პასების არ გამოყენება სხვებისმიერ და ეს ერთიანობაში ქმნის ამ სურათს რაც გვაქ.პოგბას სჭირდება მოდრიჩის ან ვერატის სტილის ბურთის დამჭერი დაცვითი სტილის ფეხბურთელი რომ თვითონ თავდასხმის უკან ითამაშოს.აი მაშინ ნახავთ პოგბას.მოუ კიდე მწვრთნელი კი არა მაგარი ფსიქოლოგიცაა სულ იცავს თავის ფეხბურთელებს
0
№15
ავტორი: temo-scholes
16 მარტი 2017 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
აი კიდე ერთხელ დამტკიცდა თუ რატომ იყო უკეთესი მოუს მოსვლა და არა პეპიტას...:)) city go home... :D

wels rac ar unda moxdes me mous mainc magrad mjera..<3
0
№16
ავტორი: giorgi_mg
16 მარტი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვეთანხმები მოუს! ჩვენი მომავალი კაპიტანი! დეხეას მერე
0
№17
ავტორი: nugo-nugo
16 მარტი 2017 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ტვინი მოტყნეს უკვე პოგბას კრიტიკით,ყველამ თავის სირ გუნდს მიხედოს,ზოგი კანტეს ადარებს და ვერ ვხვდები სხავდასხვა პოზიციის ხალსხ რატო ადარებენ.ასეთი გაუნათლებლები რატო არიან.ყველას უნდოდა ტავს გუნდში და ახლა აგინებენ.არადა დღეს დღეობით ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.შემდეგ წელს კი უკეთესს ველით ყველა მისგან იმიტომ რომ მას კიდევ ბევრი სეუძლია ეს არაფერია იმასთან რაც მას შეუძლია,მთავარია პროგრესი განაგრძოს,ჯერ 24 წლისაა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top