თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 14:57
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2270,
კომენტარები: 18
"იუნაიტედი" ახლო მომავალში.
გთავაზობთ საინტერესო სტატიას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტრანსფერები უნდა განხორციელდეს გუნდში მომავალი სეზონისათვის, რა შედეგებს მიაღწევს გუნდი სეზონის დასასრულს და სხვა.
მოგეხსენებათ რომ 13 მარტს "იუნაიტედი", ინგლისის თასის გათამაშებას ჩამოსცილდა, ვინაიდან ისინი ლონდონურ "ჩელსისთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. ეს კი იმას ნიშნავს რომ გუნდი ამჟამად მხოლოდ ორ ტურნირზე აგრძელებს ასპარეზობას, პრემიერ ლიგაში და "ევროპა ლიგაზე".

მოდით რეალურად შევაფასოთ ის, თუ როგორ დაამთავრებს გუნდი სეზონს. მანჩესტერელები ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში 49 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ და მეოთხე ადგილოსან ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩებიან. "იუნაიტედს" მრავალჯერ ჰქონდა იმის შანსი რომ ოთხეულში შესულიყო, თუმცა მათ თავიანთი ქულები უაზრო ფრეების გამო გაანიავეს, ასეთი მრავალი შეხვედრა შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად მატჩი "არსენალთან", "ბორმუთთან", "სტოკთან", "ბარნლისთან", "ევერტონთან" და ასე შემდეგ. გუნდი ვერ შეძლებს ოთხეულში შესვლას თუ ჟოზე მოურინიომ რაიმე ცვლილებები არ განახორციელა გუნდში იმისთვის, რომ უაზროდ ქულები არ დაიკარგოს. წინ გუნდს პრემიერ ლიგის ეგიდით კიდევ 12 მატჩი აქვს ჩასატარებელი და შეუძლებელი არაფერია, თუმცა იმას დანამდვილებით ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში შეძლებს სეზონის დასრულებას. გარდა ამისა გუნდი ასპარეზობს "ევროპა ლიგაზე" სადაც ისინი 1/16 ფინალში რუსულ "როსტოვს" დაუპირისპირდნენ და მათ სტუმრად მატჩი ანგარიშით 1-1 დაასრულეს. "იუნაიტედი" დიდი ალბათობით შეძლებს "როსტოვის" ბარიერის გადალახვას, ამას დავუმატოთ ისიც რომ გუნდს გასვლის გოლის უპირატესობა ექნება "ოლდ ტრაფორდზე". მაგრამ "როსტოვის" შემდეგ გუნდს კიდევ რამდენიმე ბარიერის გადალახვა მოუწევს იმისთვის, რომ მათ ფინალში თამაში შეძლონ. შეიძლება ვთქვათ რომ ამჟამად "ევროპა ლიგაზე" მრავალი კარგი გუნდი თამაშობს, საკმარისად კარგი იმისთვის რომ "იუნაიტედი" ტურნირის მიმდინარეობას ჩამოაცილონ, თუ რათქმაუნდა გავითვალისწინებთ გუნდის ამჟამანდელ მდგომარეობას. გუნდისთვის ევროპაში მთავარი კონკურენენტი ალბათ ამჟამად ფრანგული "ლიონია" რომელიც ამჟამად მშვენიერ ფორმაშია ჩამდგარი და სტაბილურად აგრძელებენ დადებითი რეზულტატის ჩვენებას. ნებისმიერ შემთხვევაში გუნდისთვის მიზანი ერთია. მოხვდნენ მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე", ამ მიზნის შესასრულებლად კი ორი გზა არსებობს, "ევროპა ლიგა" და პრემიერ ლიგა. მიუხედავად ყველაფრისა ალბად მაინც ჟოზე მოახერხებს გუნდის "ჩემპიონთა ლიგაზე" გაყვანას.

კარგით, სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. გუნდში ტრანსფერებია საჭირო. მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს გუნდში. ჯერ გუნდიდან წასასვლელ მოთამაშეებზე ვისაუბროთ. როცა გუნდიდან წასასვლელ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ რათქმაუნდა პირველი მარუან ფელაინი გვახსენდება. ეს მოთამაშე გუნდში ალბათ ყველაზე არასტაბილური მოთამაშეა, მის გუნდში ყოფნას ორი მხარე აქვს, კარგიც და ცუდიც. კარგი ის არის რომ როცა გუნდს ცუდ პირობებში უწევს თამაში და ტექნიკური მხარის გამოვლენა რთულია (როგორიც გასულ კვირას "როსტოვთან" მატჩში იყო.) ამ დროს საჭიროა ბურთის ჩაწოდება საჯარიმოში, ფიზიკური ორთაბრძოლები და სხვა მსგავსი შესაძლებლობი, ამისათვის კი ფელაინი ნამდვილად კარგი ვარიანტია. თუმცა ცუდი მხარე ის აქვს რომ ფელაინი თავის შესაძლებლობებს ვერ იყენებს, ის მოედანზე არასტაბილურად თამაშობს და ხანდახან მის გამო გუნდს პირიქით უჭირს ცენტრში თამაში. ასე რომ ფელაინზე იმედების დამყარება ნამდვილად არ იქნება სწორი. ამასთან ერთად ემატება ისიც რომ გუნდს ახალგაზრდა ფოსუ-მენსა ჰყავს ამავე პოზიციაზე, რომელიც სათამაშო პრაქტიკას საერთოდ ვერ ღებულობს, ასევე ვეტერანი მაიკლ კერიკი რომლის გუნდში ყოფნაც აუცილებელია და მასაც სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. მაგრამ საბოლოოდ ალბათ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ რომ ფელაინი გუნდიდან უნდა წავიდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის მოთამაშე, ალბათ ყველა დამეთანხმებით. კარგით, ახლა სხვა მოთამაშეებზე ვისაუბროთ. გუნდში გვყავს ახალგაზრდა ფოსუ-მენსა, რომელსაც საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის სათამაშო პრაქტიკას გუნდში საერთოდ ვერ ღებულობს, ამიტომ თუკი მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, მაშინ ჟოზემ ის გუნდიდან უნდა გაანათხოვროს, ალბათ მეთანხმებით. გუნდში გვყავს ასევე ეშლი იანგი. ამ მოთამაშის გაყიდვას მრავალი "იუნაიტედის" ქომაგი ითხოვს, თუმცა მე განსხვავებული აზრი მაქვს. ჩემი აზრით ის საუკეთესო მოთამაშეა ეგრედწოდებული "შავი სამუშაოს" შესასრულებლად, ის მუდამ ბოლომდე იხარჯება სტადიონზე და ამავდროულად მრავალ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ალბათ გახსოვთ საიდან დაიწყო მისი მოედანზე თამაში, ის თავდაპირველად მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა სერ ალექსის მწვრთნელობის პერიოდში, თუმცა დროთა განვმალობაში მისი როლი შეიცვალა და ამჟამად ის მარჯვენა ან მარცხენა მცველად თამაშობს ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი აზრით არ არის გუნდიდან გასაშვები ეშლი იანგი, გაჭირვების დროს ის გუნდს ვფიქრობ გამოადგება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მას გუნდის დატოვება ჯერჯერობით არ სურს. კარგით ახლა ყველაზე რთულ საკითხს მინდა შევეხო. უეინ რუნი. 4-5 წლის წინ რომ ჩვენ რუნის გაშვება არგაშვების საკითხზე გვესაუბრა, ალბათ ნებისმიერი ფეხბურთისმცოდნე ადამიანი მწარედ დაგვცინებდა, თუმცა დღეს ეს ნამდვილად ხდება. არ ვიცი ამაზე რა ვთქვა, შეიძლება ჩემი აზრი თქვენთვის არასწორი იყოს, თუმცა ვალდებული ვარ ჩემი აზრი გამოვთქვა. ვფიქრობ ის გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, არ აქვს მნიშვნელობა გუნდი როგორ თამაშობს, მე როგორც "იუნაიტედის" ქომაგი ვფიქრობ რომ ყველა სხვა "იუნაიტედის" ქომაგს აქვს იმედი რომ რუნი შეძლებს გარდატეხის შეტანას თამაშში. ის უნიკალური მოთამაშეა, არ გედავებით იმაში რომ მან ამ წლების განვმალობათი ბევრი მონაცემი დაკარგა, სისწრაფე, სიზუსტე, დრიბლინგი... მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე "კლასი არ იკარგება". თუკი რუნი ჟოზეს გეგმებში არ შედის, მაინც ვფიქრობ რომ ის გუნდში უნდა ირიცხებოდეს, უკანასკნელი შემთხვევა რომ განვიხილოთ ვფიქრობ რომ ის დაბალი დონის მატჩებში მაინც უნდა იყოს მოედანზე. ასე რომ რუნი არ უნდა გაიყიდოს, მან კარიერა "იუნაიტედში" უნდა დაასრულოს. ახლა კი მცველებზე ვისაუბროთ. დაცვის ხაზი საკმაოდ საინტერესო გვყავს. თითქოს სახელებით არ არიან გამორჩეულნი მაგრამ რეალურად ჩვენი დაცვა საკმაოდ კარგად თამაშობს, ჩვენ სტასტიკის მიხედვითაც გამოვირჩევით იმით რომ ცოტა გოლს ვუშვებთ. ჩვენი მცველები: ერიკ ბაიი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ეშლი იანგი და ლუკ შოუ. ამ ფეხბურთელებიდან მე გასაყიდად ვერცერთს ვერ ვიმეტებ. თუკი ჩვენ მცველის დამატებას არ ვაპირებთ, მაშინ ამ ფეხბურთელებიდან გუნდში ყველა უნდა დარჩეს.

ახლა კი დროა ვისაუბროთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც შესაძლოა "იუნაიტედს" შეუერთდნენ. ყველაზე ხშირად პრესა ანტუან გრიზმანსე საუბრობს, რომლის კარიერაც შესაძლოა "იუნაიტედში" გაგრძელდეს. მე პირადად არ მიმაჩნია სწორად ეს ტრანსფერი, ვფიქრობ გუნდს მის პოზიციაზე საკმარისად კარგი მოთამაშეები ჰყავს, ასე რომ ანტუან გრიზმანის მოსვლა არ იქნება გამართლებული, ამას ისიც დავუმატოთ რომ ის მთელი მისი კარიერის განვმალობაში ესპანეთში თამაშობს და სრულიად ადაპტირებულია ესპანურ ფეხბურთზე, არ მგონია რომ იგი ინგლისურ ფეხბურთს მარტივად შეეგუება. შემდეგი მოთამაშე რომელიც შესაძლოა "გაეშმაკდეს" დავიდ ალაბაა. ავსტრიელი მცველი ამჟამად "ბაიერნის" ღირსებას იცავს. იგი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, მგონი ეს ნამდვილად კარგი ტრანსფერი იქნება გუნდისთვის, ამასთან ერთად ისიც გავითვალისწინოთ რომ ლუკ შოუს ჟოზე მოურუნიო ხშირ შემთხვევაში არ აყენებს სასტარტო შემადგენლობაში, თანაც ლუკ შოუ ცუდ ფორმაშია და რთულია იგი სასტართო შემადგენლობის მოთამაშედ დაასახელო, ასე რომ დავიდ ალაბას გუნდში გაწევრიანება ცუდი ნამდვილად არ იქნება. იგი კარგად ერთვება შეტევებშიც, არის სწრაფი, ტექნიკური და ამასთან ერთად სტანდარტულების კარგი შემსრულებელია. შემდეგი მოთამაშე: ვიქტორ ლინდელეფი. არმგონია ეს კარგი ტრანსფერი გამოდგეს, არმგონია რომ მან გუნდში გაამართლოს. ამაზე მეტ საუბარს არ ვაპირებ.

ახლა კი მოდით იმ მოთამაშე ვისაუბროთ, რომელიც გუნდს შემდეგ სეზონში დაუბრუნდება. ადნან იანუზაი. უდიდესი ტალანტით დაჯილდოვებული ბიჭი. მაგრამ მან მისი კარიერა არასწორი გზით წაიყვანა. ვფიქრობ ჟოზემ მას უნდა მისცეს შანსი რომ თავი გამოიჩინოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია. ალბათ თქვენს დაიღალეთ. იმედი მაქვს "იუნაიტედის" თავკაცი ჟოზე მოუირინიო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ამასთან ერთად გუნდი მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებს. წარმატებები "წითელო ეშმაკებო"!
ბლოგი
18 კომენტარი
№1
ავტორი: დავითი
15 მარტი 2017 16:36
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ყურადღებით წავიკითხე მთლიანი სტატია და ავტორს ვეთანხმები გრიზმანზეც და ლინდელეფზეც, 1 რაღაცას დავამატებ: ცენტრ–ფორვარდი.... კეინის ან ლუკაკუს დონის შემსრულებელი, იბრა წავა და გუნდი რეშფორდის ამარა რჩება, რაც მივიღეთ მხოლოდ რეშფორდით თავდასხმაში ყველამ ნახეთ ჩელსთან. ის არაა ნომინალური თავდამსხმელი, ის ვინგერია. 1 მაღალი დონის ცენტრ–ფორვარდი გვინდა უეჭველი, რომელიც გოლებს გაიტანს (თუნდაც სანჩესი, რომლის წასვლა არსენალიდან ყოველდღე რეალური ხდება, ფეხბურთელი რომელმაც იცის პრემიერლიგა). ავტორს მადლობა საინტერესო სტატიისთვის
0
№2
ავტორი: SAF
15 მარტი 2017 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მოგვწონს თუ არა სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით წავლენ რუნი დარმიანი ბლინდი კერიკი ფელაინი შვაინა იანგი და აუცილებლად დაგვჭირდება ორი ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველი, ერთი ფლანგებზე მოთამაშე მცველი(შეიძლება დარმიანი დარჩეს მაგრამ არ მინდა) და კარგი ფლეიმეიქერი თამაშს თავის თავზე რომ აიღებს შეტევა რომ დასჭირდება გუნდს + ცენტრალურ მცველს თუ შევიძენთ არ იქნება ურიგო.... მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაა საჭირო სქოულზის წასვლის შემდეგ ჩვენ მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველი არ გვყოლია.....

ჰო კიდევ, იანუზაი და პერეირა იმედია სამუდამოდ მოცილდებიან ამ გუნდს მაგათი მარადმწვანე ***** ვერასოდეს გახდებიან ეგენი მანიუს დონის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2017 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ტრანსფერებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს თუმცა ერთ რამეს ვიტყვი. ჩემი აზრით დაცვა ჯერ კიდევ გასაძლიერებელია, არ გვყავს ტექნიკური მცველი ცენტრალური დაცვის ზონაში, კი ბაიი კარგი ფეხბურთელია მარა მარტო ბაიი არ კმარა, არც სმოლინგი არც ჯონსი და არც როხო არ არიან ბოლომდე სანდოები. სმოლინგის მინუსი მოქნილობა, ტექნიკა და სისწრაფეა რაც ყველაზე კარგად ჩანს, აზარის, სანჩესის, ვილიანის, პედროს და მსგავსი სტილის ფებურთელებთან, პრაქტიკულად უძლურია ამ ფეხბურთელებთან თამაშის დროს, ლუკაკუს სტილის ფეხბურთელებთან ბევრად უფრო კარგია. ამიტოა რო რაღაც ელემენტარულ ეპიზოდში შეიძლება ტექნიკა არ ეყოს და უბრალოდ კუთხურზე მოიგერიოს და მერე იმ კუთხულს გოლი მოყვეს, ამისგან დაზღვეული არავინაა მარა სისტემატიურ ხასიათს როცა იღებს ეს ყველაფერი მერე უკვე კლასის ნაკლებობა იგრძნობა, ჯონსი არი და ქაჯია და დაახლოებით სმოლინგის სტილია, ცოტა უკეთესი ტექნიკის და მოქნილობის მხრივ, იგივე შეიძლება იტქვას როხოზეც. პირველ რიგში ეს მხვდება თავლში თორე მარჯვენა ვინგერი და ერთი ტიპიური ცხრიანი რო ჭირდება გუნდს ფაქტია, იბრა არაა მომავლის პერსპექტივა. ძაან სწორი და მნიშვნელოვანი ტრანსფერებია გასაკეთებელი ჯერ კიდევ. განსაკუთრებით დაცვის ხაზში
0
№4
ავტორი: nugo-nugo
15 მარტი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
გრიზმანი ძალიან სადავო საკითხია.კი მაღალი დონის ფეხბურთელია ბევრს სურს მისი ხილმა თავიანთ გუდში მაგრამ არის კი საჭირო ის?როცა გვყავს სამომავლოდ მარსიალი და რაშფორდი და ასევე იბრაჰიმოვიჩი.თუმცა იბრა მაქსიმუმ კიდევ 1 წლით დარჩეს.მაგრამ თუ გავუითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას ზაფხულში თავდამსხმელი მგონი მაინც გვჭირდება,მაგრამ გრიზმაინი? მე ვფიქრობ ყველაზე კარგი ვარიანიტ ჰარი კეინია!და რატომ მთელი მისი კარიერა პრემიერ ლიგაში გაატარა.სხვა ლიგაში არ ყოფილა,არის ახალგზარდა და აქვს დიდი მომავალი.და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინგლისელი.სამომავლოდ კი კეინი რაშფორდი მარსიალი შესანიშნავი ტრიო იქნება love რაც შეეხება ნახევ დაცვას ჩვენ გვჭირდება პოგბასთვის კარგი მეწყვილე.ფელაინი უნდა წავიდეს.მენზაზეც ვეთანხმები ავტორს იჯარით წასვლა კარგი იქნება. კერიკი ასაკშია და შეიძლება სულაც ეს მისი ბოლო სეზონი იყო.ერერა ჩემი აზრით არაა ძირითადის ფეხბურთელი.ძალიან უყვარს გუნდი მაგრამ მხოლოდ გუნდის სიყვარული არაა საკმარისი.ჩემი აზრით ზაფხულში კარგი ვარიანიტ იქნება ვერატი ან იოზილი .დაცვას რაც შეეხება არ გვაქვს ცუდად საქმე და თუ არავის დაიმატებს ჟოზე არ გამიკვირდება.
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
15 მარტი 2017 17:15
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
იდეალურს ამბობ ძმაო, პროსტა ტრანსფერები შორი თემაა, ჩემთვის არც ერერა არ არის იმ დონის რო იუნაიტედშI იდგეს და თან ჩამშლელი ნახევარმცველი პოზიციაზე. მოსაყვანია ალაბა დასაბალანსებელია გუნდი !
1
№6
ავტორი: kobinio
15 მარტი 2017 17:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: დავითი
ყურადღებით წავიკითხე მთლიანი სტატია და ავტორს ვეთანხმები გრიზმანზეც და ლინდელეფზეც, 1 რაღაცას დავამატებ: ცენტრ–ფორვარდი.... კეინის ან ლუკაკუს დონის შემსრულებელი, იბრა წავა და გუნდი რეშფორდის ამარა რჩება, რაც მივიღეთ მხოლოდ რეშფორდით თავდასხმაში ყველამ ნახეთ ჩელსთან. ის არაა ნომინალური თავდამსხმელი, ის ვინგერია. 1 მაღალი დონის ცენტრ–ფორვარდი გვინდა უეჭველი, რომელიც გოლებს გაიტანს (თუნდაც სანჩესი, რომლის წასვლა არსენალიდან ყოველდღე რეალური ხდება, ფეხბურთელი რომელმაც იცის პრემიერლიგა). ავტორს მადლობა საინტერესო სტატიისთვის

Orive scor akcentebs aketebt imedia gagvimartlebs satranspero bazarze
Virishvili beili ar gadmodis torw eg ramdeni clis ocnebas amixdenda vinicis ))

ისე ობამეიანგზე რა აზრის ხართ ძმებო?
წასვლა უნდა დორტმუნდიდან და არამგონია ცუდი იყოს ეგ ბიჭი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
15 მარტი 2017 17:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეგობრებო, ბლოგი დიდი ხანია დავამატეტ საიტზე, თუმცა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მსგავსი სიახლეები წეროს winked

იანუზაის იმედი დიდი ხანია აღარ მაქვს, პერეირას დაბრუნება შეიძლება და უნდა დააბრუნონ კიდეც.
0
№8
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2017 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Sagol avtor Saintereso statiaa...chemi azrit mainc tavdamsxmeli gvchirdeba
0
№9
ავტორი: Temo-Mu
15 მარტი 2017 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ყველაფერში გეთანხმები გარდა ფელაინის საკითხისა, რატომ? იმიტომ რომ თუ ეშლი იანგი არის გამოსადეგარი და ე.გ ,,შავ სამუშაოს ასრულებს'' რატომ არა ფელაინი, კი ვიცი ნელია, სწრაფად ვერ რეაგირებს და კიდევ შეიძლება გამახსენო ევერტონთან აკიდებული პენალი, მაგრამ ჯერ ერთი რომ პენალი ყველას აუკიდია და თუნდაც ბოლო წამებზე(ყველას თუ არა უმეტესობას კი) მაგრამ ამით არაფერი დაქცეულა და არ გაუშვიათ იმ გუნდიდა, მერე მეორე აი რომ ახსენე როსტოვთან თამაშში წაგვადგაო კიდევ იქნება ეგეთი თამაშები და ვერ გამოვიყენებთ? რატომაც ვერა, მშვენივრად იცის მოუმ რა უნდა ქნას; მე-3 ის რომ ინგლისში დიდი ხანია თამაშობს და იცის რა ტემპია ვის როგორ უნდა ეთამაშო და ასე შემდეგ და მერე კიდე ყოველთვის როდესაც ვხედავ აი ცვლილებიდან რომ შემოდის ან საერთოდ თამაშს რომ იწყებს ძალიან დამაიდებლად გამოიყურება და ცდილობს რომ გუნდს დაეხმაროს, ან კიდევ ის ფაქტი გოლი რომ გაიტანა და მოუს რომ შემოეხვია , უყვარს გუნდი მწვრთნელი და მისი თანაგუნდელები და ყველაფერს რასაც აკეთებს გულით აკეთებს, არ გეგონოთ რომ მე ფელაინის ვამხნევებ მაგრამ ყოველთვის საჭიროა ერთი ისეთი რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შეუძლია სხვადასხვა მომენტებში თამაში(თან ჩვენ რამდენი გვყავს ასეთი, იბრა, ფელაინი, ბაიი და ა.შ)
არვიცი ეს ჩემი აზრია შეიძლება თქვენ სხვა გაქვთ მაგრამ მაინც დაფიქრდით. ჩემი აზრით საჭიროა და არ უნდა წავიდეს და თანაც მე როგორც ვიცი მოუ ენდობა( ბევრჯერ უთქვამს რომ უნდა ვენდო და უნდა შEიყვაროს გულშემატკივრებაო).

ყველაფერში გეთანხმები გარდა ფელაინის საკითხისა, რატომ? იმიტომ რომ თუ ეშლი იანგი არის გამოსადეგარი და ე.გ ,,შავ სამუშაოს ასრულებს'' რატომ არა ფელაინი, კი ვიცი ნელია, სწრაფად ვერ რეაგირებს და კიდევ შეიძლება გამახსენო ევერტონთან აკიდებული პენალი, მაგრამ ჯერ ერთი რომ პენალი ყველას აუკიდია და თუნდაც ბოლო წამებზე(ყველას თუ არა უმეტესობას კი) მაგრამ ამით არაფერი დაქცეულა და არ გაუშვიათ იმ გუნდიდა, მერე მეორე აი რომ ახსენე როსტოვთან თამაშში წაგვადგაო კიდევ იქნება ეგეთი თამაშები და ვერ გამოვიყენებთ? რატომაც ვერა, მშვენივრად იცის მოუმ რა უნდა ქნას; მე-3 ის რომ ინგლისში დიდი ხანია თამაშობს და იცის რა ტემპია ვის როგორ უნდა ეთამაშო და ასე შემდეგ და მერე კიდე ყოველთვის როდესაც ვხედავ აი ცვლილებიდან რომ შემოდის ან საერთოდ თამაშს რომ იწყებს ძალიან დამაიდებლად გამოიყურება და ცდილობს რომ გუნდს დაეხმაროს, ან კიდევ ის ფაქტი გოლი რომ გაიტანა და მოუს რომ შემოეხვია , უყვარს გუნდი მწვრთნელი და მისი თანაგუნდელები და ყველაფერს რასაც აკეთებს გულით აკეთებს, არ გეგონოთ რომ მე ფელაინის ვამხნევებ მაგრამ ყოველთვის საჭიროა ერთი ისეთი რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შეუძლია სხვადასხვა მომენტებში თამაში(თან ჩვენ რამდენი გვყავს ასეთი, იბრა, ფელაინი, ბაიი და ა.შ)
არვიცი ეს ჩემი აზრია შეიძლება თქვენ სხვა გაქვთ მაგრამ მაინც დაფიქრდით. ჩემი აზრით საჭიროა და არ უნდა წავიდეს და თანაც მე როგორც ვიცი მოუ ენდობა( ბევრჯერ უთქვამს რომ უნდა ვენდო და უნდა შEიყვაროს გულშემატკივრებაო).
0
№10
ავტორი: kashmara
15 მარტი 2017 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Chemi azric tu ganyeresebs mosawvania tomoti bakaioko da centraluti naxevardacvis tema daxureba ererastan da pogbatsan ertad dzan didi dzala iqmeba

Chemi azric tu ganyeresebs mosawvania tomoti bakaioko da centraluti naxevardacvis tema daxureba ererastan da pogbatsan ertad dzan didi dzala iqmeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top