თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 14:57
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 18
"იუნაიტედი" ახლო მომავალში.
გთავაზობთ საინტერესო სტატიას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტრანსფერები უნდა განხორციელდეს გუნდში მომავალი სეზონისათვის, რა შედეგებს მიაღწევს გუნდი სეზონის დასასრულს და სხვა.
მოგეხსენებათ რომ 13 მარტს "იუნაიტედი", ინგლისის თასის გათამაშებას ჩამოსცილდა, ვინაიდან ისინი ლონდონურ "ჩელსისთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. ეს კი იმას ნიშნავს რომ გუნდი ამჟამად მხოლოდ ორ ტურნირზე აგრძელებს ასპარეზობას, პრემიერ ლიგაში და "ევროპა ლიგაზე".

მოდით რეალურად შევაფასოთ ის, თუ როგორ დაამთავრებს გუნდი სეზონს. მანჩესტერელები ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში 49 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ და მეოთხე ადგილოსან ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩებიან. "იუნაიტედს" მრავალჯერ ჰქონდა იმის შანსი რომ ოთხეულში შესულიყო, თუმცა მათ თავიანთი ქულები უაზრო ფრეების გამო გაანიავეს, ასეთი მრავალი შეხვედრა შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად მატჩი "არსენალთან", "ბორმუთთან", "სტოკთან", "ბარნლისთან", "ევერტონთან" და ასე შემდეგ. გუნდი ვერ შეძლებს ოთხეულში შესვლას თუ ჟოზე მოურინიომ რაიმე ცვლილებები არ განახორციელა გუნდში იმისთვის, რომ უაზროდ ქულები არ დაიკარგოს. წინ გუნდს პრემიერ ლიგის ეგიდით კიდევ 12 მატჩი აქვს ჩასატარებელი და შეუძლებელი არაფერია, თუმცა იმას დანამდვილებით ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში შეძლებს სეზონის დასრულებას. გარდა ამისა გუნდი ასპარეზობს "ევროპა ლიგაზე" სადაც ისინი 1/16 ფინალში რუსულ "როსტოვს" დაუპირისპირდნენ და მათ სტუმრად მატჩი ანგარიშით 1-1 დაასრულეს. "იუნაიტედი" დიდი ალბათობით შეძლებს "როსტოვის" ბარიერის გადალახვას, ამას დავუმატოთ ისიც რომ გუნდს გასვლის გოლის უპირატესობა ექნება "ოლდ ტრაფორდზე". მაგრამ "როსტოვის" შემდეგ გუნდს კიდევ რამდენიმე ბარიერის გადალახვა მოუწევს იმისთვის, რომ მათ ფინალში თამაში შეძლონ. შეიძლება ვთქვათ რომ ამჟამად "ევროპა ლიგაზე" მრავალი კარგი გუნდი თამაშობს, საკმარისად კარგი იმისთვის რომ "იუნაიტედი" ტურნირის მიმდინარეობას ჩამოაცილონ, თუ რათქმაუნდა გავითვალისწინებთ გუნდის ამჟამანდელ მდგომარეობას. გუნდისთვის ევროპაში მთავარი კონკურენენტი ალბათ ამჟამად ფრანგული "ლიონია" რომელიც ამჟამად მშვენიერ ფორმაშია ჩამდგარი და სტაბილურად აგრძელებენ დადებითი რეზულტატის ჩვენებას. ნებისმიერ შემთხვევაში გუნდისთვის მიზანი ერთია. მოხვდნენ მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე", ამ მიზნის შესასრულებლად კი ორი გზა არსებობს, "ევროპა ლიგა" და პრემიერ ლიგა. მიუხედავად ყველაფრისა ალბად მაინც ჟოზე მოახერხებს გუნდის "ჩემპიონთა ლიგაზე" გაყვანას.

კარგით, სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. გუნდში ტრანსფერებია საჭირო. მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს გუნდში. ჯერ გუნდიდან წასასვლელ მოთამაშეებზე ვისაუბროთ. როცა გუნდიდან წასასვლელ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ რათქმაუნდა პირველი მარუან ფელაინი გვახსენდება. ეს მოთამაშე გუნდში ალბათ ყველაზე არასტაბილური მოთამაშეა, მის გუნდში ყოფნას ორი მხარე აქვს, კარგიც და ცუდიც. კარგი ის არის რომ როცა გუნდს ცუდ პირობებში უწევს თამაში და ტექნიკური მხარის გამოვლენა რთულია (როგორიც გასულ კვირას "როსტოვთან" მატჩში იყო.) ამ დროს საჭიროა ბურთის ჩაწოდება საჯარიმოში, ფიზიკური ორთაბრძოლები და სხვა მსგავსი შესაძლებლობი, ამისათვის კი ფელაინი ნამდვილად კარგი ვარიანტია. თუმცა ცუდი მხარე ის აქვს რომ ფელაინი თავის შესაძლებლობებს ვერ იყენებს, ის მოედანზე არასტაბილურად თამაშობს და ხანდახან მის გამო გუნდს პირიქით უჭირს ცენტრში თამაში. ასე რომ ფელაინზე იმედების დამყარება ნამდვილად არ იქნება სწორი. ამასთან ერთად ემატება ისიც რომ გუნდს ახალგაზრდა ფოსუ-მენსა ჰყავს ამავე პოზიციაზე, რომელიც სათამაშო პრაქტიკას საერთოდ ვერ ღებულობს, ასევე ვეტერანი მაიკლ კერიკი რომლის გუნდში ყოფნაც აუცილებელია და მასაც სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. მაგრამ საბოლოოდ ალბათ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ რომ ფელაინი გუნდიდან უნდა წავიდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის მოთამაშე, ალბათ ყველა დამეთანხმებით. კარგით, ახლა სხვა მოთამაშეებზე ვისაუბროთ. გუნდში გვყავს ახალგაზრდა ფოსუ-მენსა, რომელსაც საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის სათამაშო პრაქტიკას გუნდში საერთოდ ვერ ღებულობს, ამიტომ თუკი მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, მაშინ ჟოზემ ის გუნდიდან უნდა გაანათხოვროს, ალბათ მეთანხმებით. გუნდში გვყავს ასევე ეშლი იანგი. ამ მოთამაშის გაყიდვას მრავალი "იუნაიტედის" ქომაგი ითხოვს, თუმცა მე განსხვავებული აზრი მაქვს. ჩემი აზრით ის საუკეთესო მოთამაშეა ეგრედწოდებული "შავი სამუშაოს" შესასრულებლად, ის მუდამ ბოლომდე იხარჯება სტადიონზე და ამავდროულად მრავალ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ალბათ გახსოვთ საიდან დაიწყო მისი მოედანზე თამაში, ის თავდაპირველად მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა სერ ალექსის მწვრთნელობის პერიოდში, თუმცა დროთა განვმალობაში მისი როლი შეიცვალა და ამჟამად ის მარჯვენა ან მარცხენა მცველად თამაშობს ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი აზრით არ არის გუნდიდან გასაშვები ეშლი იანგი, გაჭირვების დროს ის გუნდს ვფიქრობ გამოადგება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მას გუნდის დატოვება ჯერჯერობით არ სურს. კარგით ახლა ყველაზე რთულ საკითხს მინდა შევეხო. უეინ რუნი. 4-5 წლის წინ რომ ჩვენ რუნის გაშვება არგაშვების საკითხზე გვესაუბრა, ალბათ ნებისმიერი ფეხბურთისმცოდნე ადამიანი მწარედ დაგვცინებდა, თუმცა დღეს ეს ნამდვილად ხდება. არ ვიცი ამაზე რა ვთქვა, შეიძლება ჩემი აზრი თქვენთვის არასწორი იყოს, თუმცა ვალდებული ვარ ჩემი აზრი გამოვთქვა. ვფიქრობ ის გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, არ აქვს მნიშვნელობა გუნდი როგორ თამაშობს, მე როგორც "იუნაიტედის" ქომაგი ვფიქრობ რომ ყველა სხვა "იუნაიტედის" ქომაგს აქვს იმედი რომ რუნი შეძლებს გარდატეხის შეტანას თამაშში. ის უნიკალური მოთამაშეა, არ გედავებით იმაში რომ მან ამ წლების განვმალობათი ბევრი მონაცემი დაკარგა, სისწრაფე, სიზუსტე, დრიბლინგი... მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე "კლასი არ იკარგება". თუკი რუნი ჟოზეს გეგმებში არ შედის, მაინც ვფიქრობ რომ ის გუნდში უნდა ირიცხებოდეს, უკანასკნელი შემთხვევა რომ განვიხილოთ ვფიქრობ რომ ის დაბალი დონის მატჩებში მაინც უნდა იყოს მოედანზე. ასე რომ რუნი არ უნდა გაიყიდოს, მან კარიერა "იუნაიტედში" უნდა დაასრულოს. ახლა კი მცველებზე ვისაუბროთ. დაცვის ხაზი საკმაოდ საინტერესო გვყავს. თითქოს სახელებით არ არიან გამორჩეულნი მაგრამ რეალურად ჩვენი დაცვა საკმაოდ კარგად თამაშობს, ჩვენ სტასტიკის მიხედვითაც გამოვირჩევით იმით რომ ცოტა გოლს ვუშვებთ. ჩვენი მცველები: ერიკ ბაიი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ეშლი იანგი და ლუკ შოუ. ამ ფეხბურთელებიდან მე გასაყიდად ვერცერთს ვერ ვიმეტებ. თუკი ჩვენ მცველის დამატებას არ ვაპირებთ, მაშინ ამ ფეხბურთელებიდან გუნდში ყველა უნდა დარჩეს.

ახლა კი დროა ვისაუბროთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც შესაძლოა "იუნაიტედს" შეუერთდნენ. ყველაზე ხშირად პრესა ანტუან გრიზმანსე საუბრობს, რომლის კარიერაც შესაძლოა "იუნაიტედში" გაგრძელდეს. მე პირადად არ მიმაჩნია სწორად ეს ტრანსფერი, ვფიქრობ გუნდს მის პოზიციაზე საკმარისად კარგი მოთამაშეები ჰყავს, ასე რომ ანტუან გრიზმანის მოსვლა არ იქნება გამართლებული, ამას ისიც დავუმატოთ რომ ის მთელი მისი კარიერის განვმალობაში ესპანეთში თამაშობს და სრულიად ადაპტირებულია ესპანურ ფეხბურთზე, არ მგონია რომ იგი ინგლისურ ფეხბურთს მარტივად შეეგუება. შემდეგი მოთამაშე რომელიც შესაძლოა "გაეშმაკდეს" დავიდ ალაბაა. ავსტრიელი მცველი ამჟამად "ბაიერნის" ღირსებას იცავს. იგი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, მგონი ეს ნამდვილად კარგი ტრანსფერი იქნება გუნდისთვის, ამასთან ერთად ისიც გავითვალისწინოთ რომ ლუკ შოუს ჟოზე მოურუნიო ხშირ შემთხვევაში არ აყენებს სასტარტო შემადგენლობაში, თანაც ლუკ შოუ ცუდ ფორმაშია და რთულია იგი სასტართო შემადგენლობის მოთამაშედ დაასახელო, ასე რომ დავიდ ალაბას გუნდში გაწევრიანება ცუდი ნამდვილად არ იქნება. იგი კარგად ერთვება შეტევებშიც, არის სწრაფი, ტექნიკური და ამასთან ერთად სტანდარტულების კარგი შემსრულებელია. შემდეგი მოთამაშე: ვიქტორ ლინდელეფი. არმგონია ეს კარგი ტრანსფერი გამოდგეს, არმგონია რომ მან გუნდში გაამართლოს. ამაზე მეტ საუბარს არ ვაპირებ.

ახლა კი მოდით იმ მოთამაშე ვისაუბროთ, რომელიც გუნდს შემდეგ სეზონში დაუბრუნდება. ადნან იანუზაი. უდიდესი ტალანტით დაჯილდოვებული ბიჭი. მაგრამ მან მისი კარიერა არასწორი გზით წაიყვანა. ვფიქრობ ჟოზემ მას უნდა მისცეს შანსი რომ თავი გამოიჩინოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია. ალბათ თქვენს დაიღალეთ. იმედი მაქვს "იუნაიტედის" თავკაცი ჟოზე მოუირინიო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ამასთან ერთად გუნდი მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებს. წარმატებები "წითელო ეშმაკებო"!
ბლოგი
18 კომენტარი
№11
ავტორი: Temo-Mu
15 მარტი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მე კიდე მგონია რომ ფელაინი არ უნდა გაუშვას საჭიროა თან მასეთები რამდენი გვყავს იბრა ფალაინი, ბაიი და არა მარტო თავებზე წაგვადგება არამედ იქ ბურთის დაჭერაზე პირველ ბურთებზე და უამრავ რაიმეზე. მოუს კომენტარები ადრე რომ გააკეთა თუ იცი რომ გულშემატკივრებმა უნდა შეიყვარონ ფელაინიო, აქიდან გამომდინარე მგონია რომ ფელაინის მოუ არ გაუშვებს და აგრეთვე მგონია რომ ფელაინის ენდობა მოუ.(მან არ გამოუცხადა მხარდაჭერა როცა პენალი აიკიდა და შემდგომ ფელაინიმ გოლით გადაუხადა მადლობა და კიდევაც შეაფრინდა აღნიშვნის დროს) am
0
№12
ავტორი: kashmara
15 მარტი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Da grizmani aucleblad marjvena mcvelad semedo marcxna mcvelad tu shou ver moixoda rouzi da dacvashi varani minda da chemi azrit sauketezo gundi gveyoleba tan suyvela axalgazda da dzan nichierebi.... da ra tqma unda dgexea unda darches tore yvelafris deda vatire

Da grizmani aucleblad marjvena mcvelad semedo marcxna mcvelad tu shou ver moixoda rouzi da dacvashi varani minda da chemi azrit sauketezo gundi gveyoleba tan suyvela axalgazda da dzan nichierebi.... da ra tqma unda dgexea unda darches tore yvelafris deda vatire
0
№13
ავტორი: stepno
15 მარტი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლუკაკუ ან კეინიი მეც სასწაულად მინდა ერთრთიი
0
№14
ავტორი: gela-manutd
15 მარტი 2017 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სგ ავტორ მაგარი სტატიაა
0
№15
ავტორი: giorgi_mg
15 მარტი 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბლინდი, კერიკი, ფონსუ გასაშვებია, მაგრამ ვის გაუშვებს მოუ ეგ მამა ზეციერმაც არ იცის მგონი
0
№16
ავტორი: pogba70
15 მარტი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კაი სტატია მადლობა ადმინს 3d_5 ფელაინზე მეტად გუნდიდან დარმიანია გასაშვები, წელს საერთოდ არაფერი გაუკეთებია!!! ზაფხულსში უეცჰველი უნდა მოვიყვანოთ ნახვარმცველი და ფორვარდი!! სანჩესი მინდა ძაან რო გადმოვიდეს სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება იბრა რომ წავა ან ლუკაკო!! გრიზმანი კლასნია მარა უფრო პრემიერლიგის შემტევი გვინდა ადაპტაცია რომარდაჩირდეს დიდხანს.
0
№17
ავტორი: SirAlexFerg
16 მარტი 2017 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
chemi azrit pirvel rigshi dacvis sakitxi unda mogvardes, am dacvit rom ligis doneze ver vitamashebt albat kvela xvdeba amas da bevri laparaki arc girs amaze, amitom vfiqrob ro kai varianti iqneba van dijki fizikurad dzlieria tavit kargad tamashobs da shetevebshic kargia standartulebze da burttanac shenobit aris, shemdeg centraluri naxevardacvaa gasadzlierebeli aq ramodenime kandidatia chemi azrit pirvel rigshi naingolans unda vechalichot aseve momwons dieric bakayokoc kargia da fabinioc, mara chemi azrit naingolani sauketeso variantia, nu gundshi ro gamokvetili wingeri ar gvkavs es xo kvelaze didi problemaa da am shemtxvevashi me comani momwons rogorc wingeri dzalian aseve willianic da nu carrasco ratqmaunda aqidan ert- erti mainc ro vikidot magari iqneba dzaan, da nu forwardi, ibra tu wavida mashin gamokvetili forwardi dagvchirdeba da am shemtxvevashi bevri varianti arsebobs dzaan imito ro wels chemi azrit bevri magali donis forwardi iqneba xel misawvdomi tanabrad momwons miuxedavad ganxvavebuli stilisa lukaku aubameyangi da kane nu griezmannis manchestershi xilva dzalian magrad minda da didi imedi maqvs ro vikidit magra griezmanni gamokvetili centr fowrwdi ar aris da premier ligashi cota gauchirdeba kidevac albat am poziciaze tamashi radgan inglisshi mogexsenebat meti fizikurobaa amistvis sachiro simagle da ase shemdeg nu griezmanni sauketeso variantia meore fowrardia poziciaze chemi azrit xolo cente forwardia poziciaze is samive chamotvlili fexburteli magrad momwons magram chemi azrit sauketeso varianti mainc aubameyangia chemi azrit es transferebi iqneba sauketeso chveni gundistvis am etapze ese vfiqrob ravici
0
№18
ავტორი: Gamkrelidze
16 მარტი 2017 18:56
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ყველას დიდი მადლობა შეფასებისთვის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top