თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2017, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2081,
კომენტარები: 14
ერერამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ანდერ ერერა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ორ მატჩს გამოტოვებს.
ერერამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო ორ მატჩს, "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ, ანდერ ერერას გარეშე ჩაატარებს.

ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში მიიღო ორი ყვითელი ბარათი და 35-ე წუთზე მოედანი დატოვა.

თავის მხრივ, აღნიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელსაც "ბორნმუთთან" მატჩში ტაირონ მინგზის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელთაგან პირველი უკვე მოიხადა.

ჩვეულებრივ, როცა ფეხბურთელი ორ ყვითელ ბარათს იღებს, ის მხოლოდ ერთ მომდევნო მატჩს ტოვებს, მაგრამ ერერას შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ მან მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მიიღო ორი ყვითელი ბარათი ერთ მატჩში, რაც წესების თანახმად, ავტომატურად ორი მატჩის გამოტოვებას გულისხმობს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2017 19:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გასაგდები იყო თუარა ეგ სხვა საქმეა მარა ზოგაგად ძაან ზედმეტი მოდის ხოლმე ერერას, ყველა თამაშში იღებს ყვითელს და ცოტა კამათსაც უნდა დაანებოს თავი. კარგია რო გულით თამაშობს და ბოლომდე იბრძვის მარა სადაც საჭირო არაა იქ არ უნდა დაიწყო როი კინობა
0
№2
ავტორი: dybbuk
14 მარტი 2017 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
მაგარი უაზრო წესებია, რა შუაშია საერთოდ სულ სხვადასხვა ტურნირია, მოკლედ ლოგიკას ხნავენ ინგლისში და მერე მაგიტომაც იმკიან საშინელ შედეგებს ევროპაში, ბოქსინგ დეის-იო, არანიირი შეღავათები თარიღებში როცა გუნდებს ევროპა ლიგა ან ლიგა აქვთ სათამაშო, 2 თასი და კაროჩე რაა, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს მხოლოდ ამ წესებით ჩემიაზრით.
0
№3
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ციტატა: dybbuk
მაგარი უაზრო წესებია, რა შუაშია საერთოდ სულ სხვადასხვა ტურნირია, მოკლედ ლოგიკას ხნავენ ინგლისში და მერე მაგიტომაც იმკიან საშინელ შედეგებს ევროპაში, ბოქსინგ დეის-იო, არანიირი შეღავათები თარიღებში როცა გუნდებს ევროპა ლიგა ან ლიგა აქვთ სათამაშო, 2 თასი და კაროჩე რაა, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს მხოლოდ ამ წესებით ჩემიაზრით.

100% xar
0
№4
ავტორი: Mixito
14 მარტი 2017 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგდები იყო თუარა ეგ სხვა საქმეა მარა ზოგაგად ძაან ზედმეტი მოდის ხოლმე ერერას, ყველა თამაშში იღებს ყვითელს და ცოტა კამათსაც უნდა დაანებოს თავი. კარგია რო გულით თამაშობს და ბოლომდე იბრძვის მარა სადაც საჭირო არაა იქ არ უნდა დაიწყო როი კინობა

100 %
0
№5
ავტორი: ROI
14 მარტი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ოოო ერერა რააააა
0
№6
ავტორი: LASHQARA
14 მარტი 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
პირველ ეპიზოდში არ იყო ყვითელი მისაცემი დანარჩენი რა უნდა ვთქვა რა სროკებს არიგებენ, წესები შეცვალეს, ან ის რა არი ხელზე რო ხვდებათ ხოლმე და პენლებს არ დებენ აქ რა შუაშია მაგრამ ხელს უკვე ბევრი მსაჯი ატარებს am
0
№7
ავტორი: shotkin
14 მარტი 2017 21:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ძაამ გამკაცრებული წეისა ინგლისში სხვაგან არსად არარის ეგ რო 2 ბარათის გამო 1 თამაშში ესეთი შტრაფი იყოს
0
№8
ავტორი: kobinio
14 მარტი 2017 22:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგდები იყო თუარა ეგ სხვა საქმეა მარა ზოგაგად ძაან ზედმეტი მოდის ხოლმე ერერას, ყველა თამაშში იღებს ყვითელს და ცოტა კამათსაც უნდა დაანებოს თავი. კარგია რო გულით თამაშობს და ბოლომდე იბრძვის მარა სადაც საჭირო არაა იქ არ უნდა დაიწყო როი კინობა

უაზრო და გადამეტებულია მისო გაუაზრებელი ქმედებები და ხშირშემთხვევაში და ამ თამაშში ფაქტია რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ბავშვის ქმედებამ...ბავშვია ისეთ დროს ღალატობს გუნდს.ჩემი აზრით მწვრთნელმა სამაგალუთოთ უნდა დასაჯოს ასე არ ივარგებს გაგძელება.
მაგისარყოფნამ იქნება შვაინის შანსი მისცეს
0
№9
ავტორი: gache1991
14 მარტი 2017 23:15
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არცერთი ეკუთვნოდა და არც მეორე ბარათი არც დისკვალიფიკაცია მითუმეტეს ორ თამაშიანი,აზარს რო მიეღო ხო მოუხსნიდნენ..არაუშავს კერიკს დააყენებს და ეგ არი
0
№10
ავტორი: shotkin
14 მარტი 2017 23:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კიდევ ერტი მიზეზი იმსა რატო უნდა ვიყიდოთ ერერას გარდა მაგარი ჩამშლელი, ძაან ემოციურია ესპანელი და ეგრეც არ შეიზლება ნუ მის ხასიათს რო ვერავინ შეცვლის მაგიტო და ისედაც გვინდა მაღალი დონის ჩამშლელი ყველა თამაშს ერერა ვერ ითამაშებს თუნდაც ამის გამო რაც გააკეთა თვითონაც ბავშვირად მოიქცა 2 ჯერ არაფრსი გამო 2 ყვითელი? ცოტა მეტი ტვინი უნდა იქონიოს კაცმა ჭკვიანი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განვიცდით მაგრამ კიდევ რამდენიმე არ გავწყენდა მითუმეტეს ცენტრალურ ზონაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top