"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო ორ მატჩს, "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ, ანდერ ერერას გარეშე ჩაატარებს.
ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში მიიღო ორი ყვითელი ბარათი და 35-ე წუთზე მოედანი დატოვა.
თავის მხრივ, აღნიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელსაც "ბორნმუთთან" მატჩში ტაირონ მინგზის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელთაგან პირველი უკვე მოიხადა.
ჩვეულებრივ, როცა ფეხბურთელი ორ ყვითელ ბარათს იღებს, ის მხოლოდ ერთ მომდევნო მატჩს ტოვებს, მაგრამ ერერას შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ მან მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მიიღო ორი ყვითელი ბარათი ერთ მატჩში, რაც წესების თანახმად, ავტომატურად ორი მატჩის გამოტოვებას გულისხმობს.