თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2017, 09:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3057,
კომენტარები: 20
მოურინიოს ვერდიქტი "ჩელსისთან" მარცხზე
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო ამაყობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების თამაშით ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში, რომელიც 10-კაციანმა "წითლებმა" 1-0 წააგეს.

შეხვედრის 35-ე წუთზე ანდერ ერერა ორი ყვითელი ბარათის გამო მაიკლ ოლივერმა მოედნიდან გააძევა, რის შემდეგაც "ჩელსიმ" უპირობო უპირატესობა მოიპოვა და მეორე ტაიმში ნ'გოლო კანტემ შეხვედრის ერთადერთი ბურთი გაიტანა.

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" მწვრთნელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

საამაყო ფეხბურთელები


"მინდა გითხრათ, რომ მართლაც ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებით. ხუთშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ცოტა დასვენება მჭირდება, რათა გუნდი მაქსიმალურად კარგად მოვამზადო ამ შეხვედრისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია."

რეაქცია წითელ ბარათზე

"ყველა სხვადასხვა პერსპექტივით განსჯის, ყველა სხვადასხვანაირად მიუდგება, მაგრამ წითელ ბარათამდე ყველა ვუყურებდით თამაშს, არა? წითელი ბარათის შემდეგ ამ ორი ყვითელი ბარათის მიცემისას მიღებულ გადაწყვეტილებათა შედარება შეიძლება, ამ შემთხვევაში, მეორე ყვითელი ბარათის შედარება იმათთან, რომლებიც არ უჩვენეს. მაგრამ არ მინდა ამ მიმართულებით განსჯა. მიმდინარე სეზონში მაიკლ ოლივერი ფანტასტიკურად მუშაობს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ცოტა არ უმართებს. ოთხ მატჩში სამი პენალტი დაგვინიშნა და ერთი წითელი ბარათი მოგვცა მატჩის ადრე ნაწილში. ამის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ ხუთშაბათის მატჩში გამოსწორებას ვეცდები, რაც მომდევნო შეხვედრაა და რომლისთვისაც დასვენება გვჭირდება."

11-11-ზე ტაქტიკა ამართლებდა

"თამაშს სრულად ვაკონტროლებდი, სანამ წითელი ბარათი იქნებოდა. ისინი თავიანთ თამაშს ვერ პოულობდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი კონტრშეტევაზე თამაშობენ და როცა გუნდი ხაზებს შორის სივრცეებს ავსება, როცა ფულ-ბექები ბლოკავენ, იმდენად კარგი უნარები არ აქვთ, რომ სახიფათონი იყვნენ. მეორე ტაიმი, 10-კაცით დარჩენილებმა, წინ წაწეული ორი მოთამაშით დავიწყეთ და მათ ჩვენს შემტევ ფეხბურთში დიდი როლი უნდა ეთამაშათ, ისევე, როგორც სამ ცენტრალურ მცველზე აგებული დაცვის თამაშში. ასპილიკუეტა წინ მიიწევდა და უკან დახევას გვაიძულებდა, მაგრამ ამ მომენტებშიც კი ბრწყინვალედ გავართვით თავი. ორი ძალიან კარგი შანსი გვქონდა, მარკუსისა ყველაზე კარგი მომენტი იყო. მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით ამაზე მეტად ამაყი ვერ ვიქნები."

ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
14 მარტი 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მოდით ვთქვათ,რომ მატჩამდე ყველამ ვიცოდით,რომ ვერ მოვიგებდით.წელს ჩელსში ინგლისში საუკეთესო ფორმაშია და ეს უნდა ვაღიაროთ.მე ვიცოდი,რომ ვერ მოვიგებდით,თუნდაც იმიტომ,რომ მარსიალი და ზლატანი არ გვყავდა.გუნდი ახლა ლაგდება და თითოეული ფიგურის ამოვარდნა რაღაც ხარვეზებს იწვევს,ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.
ამ ყველაფერს კარგი მხარეც აქვს.ამიერიდან აღარ გვექნება დატვირთული გრაფიკი.ევროპა ლიგას მიაწვნენ და ოთხეულისთვის იბრძოლონ.უკვე პერსპექტივა რეალურია.ინგლისის ორი თასიდან ერთი უკვე ჩვენია და მეორე ჭირსაც წაუღია ამჟამად.
გუნდის მთავარი მიზანი წელს ოთხეულში შესვლა და ევროპა ლიგის მოგებაა.(მინიმუმ ერთ-ერთი მაინც,რათა ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ)
Glory Gloryy Man United love am
1
№2
ავტორი: gaga1987
14 მარტი 2017 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მთავარია ლიგაზე გავიდეთ.ევროპის ლიგასა თუ მოვიგებთ თლად კარგი.გუშინდელზე რაუნდა ვთქვათ, ვერაფერს განსაკუთრებუს.რომ არგაედოთ შეიძლებოდა დამატებითში გადაყვანა და რაიცი რამოხდებოდა მაგრამ ერერამ იყოჩაღა. :)))))))))))))))
0
№3
ავტორი: giorgi_mg
14 მარტი 2017 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისე 3-4-3 ტაქტიკა კიდევ უნდა ცადოს, სულაც არაა ცუდი უბრალოდ დარმინის მაგივრად როხო ან ბლინდი და წინ იბრა მარსიალი მიკი ძალიან მაინტერესებს ეს ტაქტიკა როგორ იმუშავებს ეპლში, პერსპექტიულად მეჩვენება)) რადგა სმოლინგი ჯონსი და ბაილი ერთად მე გაუვალ დაცვად მიმაჩნია
ბაი-სმოლინგი-ჯონსი აი ესე ცენტრში
0
№4
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2017 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Martla yvelaferi Kargad iyo gagdebamde da saertod ar rcheboda shtabechdileba ro sheidzleba wagvego es tamashi ((((ra witeli mogvca mag nabozarma kacma
0
№5
ავტორი: krekera
14 მარტი 2017 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მაარსიალი რატო არ იყო?
პოგბა უკვე მაგრად მგრუზაავს იმენა ძაან ჩაქიმული და ჩაჩმორებულია ტიპი, ვერ პოულობს ტავის თამაშს, ამ დონის რომ ხარ და პრეტენზია გაქვს რაგაცაზე ნებისმიერ პოზიციაზე რაგაც შენი კვალი უნდა დატოვო ჩემი აზრით რაა@@
0
№6
ავტორი: DRJBECKHAM
14 მარტი 2017 11:03
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ალბათ ყველა წაგებას ელოდებოდა ჩემსავით შემადგენლობიდან გამომდინარე, უბრალოდ ერერა ესეთ რაღაცას პირველად არ აკეთებს და ცოტა უნდა დაჭკვიანდეს. დაწყება მომეწონა ძალიან პრესინგმა გაამართლა და პოგბამ თავიდან შეჭამა რასაც ქვია კანტე, უბრალოდ 10 კაცით დარჩენილები ყველა თავს ვიცავდით. კნტე კიდე თავში ავარდნილი მწვრთნელი მგონია და მინდა რო მმავალ წელს მაგრად გაუჭიურდეს და მიხვდეს რაც არის რეალური პრემიერ ლიგა.
0
№7
ავტორი: dachi_mu
14 მარტი 2017 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sagangasho araferia,piriqit mixaria ro mou bevr taqtikaze amushavebs gunds,dzaan kargia,gundi gaizrdeba ..momavi wlidan chelsi chagvidgeba dacvashi :) ra problemaa..
0
№8
ავტორი: dybbuk
14 მარტი 2017 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
მაიკლ ოლივერის თემას აღარ შევეხები, ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს, დიდად არც გამიტყდა, იმიტო რომ წინ დიდი მისია აქვს გუნდს, მოხვდეს ლიგაზე ან ოთხეულით ან ევროპა ლიგის მოგებით, აზარმა რაც სმოლინგს გაუკეთა უნამუსო ვიყო მაგრად შემრხცვა, დარმიანი პირველი კანდიდატია გაშვების ამ ზაფხულში, დეხეა ბრავო როგორც ყოველთვის და უღრმესი მადლობა იმ გულშემატკივარს ვინც ლონდონში გაყვა გუნდს, არცერთს არ ვიცნობ მაგრამ მიყვარს ეგ ხალხი, მთელი თამაში და თამაშის მერეც არ გაჩერებულან მიუხედავად შედეგისა. ერთი ის მაინტერესებს, იბრას რო გადაყვა წითელი ბარათი თასზე ანუ ერერა ეხა პრემიერლიგაში არ იქნება?
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
14 მარტი 2017 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რეშფორდს უნდა გაეტანაა
0
№10
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2017 11:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრესინგი მევასა, ცუდად არ დაგვიწყია მარა როგორც კი შეტევაზე გადმოვიდნენ ძაან დაგვჩაგრეს. საერთო ჯამში ლოგიკური შედეგი იყო რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top