თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2017, 09:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3058,
კომენტარები: 20
მოურინიოს ვერდიქტი "ჩელსისთან" მარცხზე
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო ამაყობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების თამაშით ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში, რომელიც 10-კაციანმა "წითლებმა" 1-0 წააგეს.

შეხვედრის 35-ე წუთზე ანდერ ერერა ორი ყვითელი ბარათის გამო მაიკლ ოლივერმა მოედნიდან გააძევა, რის შემდეგაც "ჩელსიმ" უპირობო უპირატესობა მოიპოვა და მეორე ტაიმში ნ'გოლო კანტემ შეხვედრის ერთადერთი ბურთი გაიტანა.

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" მწვრთნელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

საამაყო ფეხბურთელები


"მინდა გითხრათ, რომ მართლაც ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებით. ხუთშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ცოტა დასვენება მჭირდება, რათა გუნდი მაქსიმალურად კარგად მოვამზადო ამ შეხვედრისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია."

რეაქცია წითელ ბარათზე

"ყველა სხვადასხვა პერსპექტივით განსჯის, ყველა სხვადასხვანაირად მიუდგება, მაგრამ წითელ ბარათამდე ყველა ვუყურებდით თამაშს, არა? წითელი ბარათის შემდეგ ამ ორი ყვითელი ბარათის მიცემისას მიღებულ გადაწყვეტილებათა შედარება შეიძლება, ამ შემთხვევაში, მეორე ყვითელი ბარათის შედარება იმათთან, რომლებიც არ უჩვენეს. მაგრამ არ მინდა ამ მიმართულებით განსჯა. მიმდინარე სეზონში მაიკლ ოლივერი ფანტასტიკურად მუშაობს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ცოტა არ უმართებს. ოთხ მატჩში სამი პენალტი დაგვინიშნა და ერთი წითელი ბარათი მოგვცა მატჩის ადრე ნაწილში. ამის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ ხუთშაბათის მატჩში გამოსწორებას ვეცდები, რაც მომდევნო შეხვედრაა და რომლისთვისაც დასვენება გვჭირდება."

11-11-ზე ტაქტიკა ამართლებდა

"თამაშს სრულად ვაკონტროლებდი, სანამ წითელი ბარათი იქნებოდა. ისინი თავიანთ თამაშს ვერ პოულობდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი კონტრშეტევაზე თამაშობენ და როცა გუნდი ხაზებს შორის სივრცეებს ავსება, როცა ფულ-ბექები ბლოკავენ, იმდენად კარგი უნარები არ აქვთ, რომ სახიფათონი იყვნენ. მეორე ტაიმი, 10-კაცით დარჩენილებმა, წინ წაწეული ორი მოთამაშით დავიწყეთ და მათ ჩვენს შემტევ ფეხბურთში დიდი როლი უნდა ეთამაშათ, ისევე, როგორც სამ ცენტრალურ მცველზე აგებული დაცვის თამაშში. ასპილიკუეტა წინ მიიწევდა და უკან დახევას გვაიძულებდა, მაგრამ ამ მომენტებშიც კი ბრწყინვალედ გავართვით თავი. ორი ძალიან კარგი შანსი გვქონდა, მარკუსისა ყველაზე კარგი მომენტი იყო. მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით ამაზე მეტად ამაყი ვერ ვიქნები."

ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2017 11:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოსალოდნელი იყო ეს ანგარიში, ერერას რაც შეეხება ცოტა უნდა დაწკვიანდეს, ხისტი თამაში სხვაარი და უხეშობა სხვა
0
№12
ავტორი: ROI
14 მარტი 2017 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ეხლა ამაზე საუბარი აგარ გვნდა უნდა გადავერტოდ მტლიანად ევროპალიგაზეეე:* და აუცილებლად უნდა მოვიგოტ ევროპა ლიგა:*
0
№13
14 მარტი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
არავითარი წითელი ბარათი არ იყო საჩვენებელი,შეეძლო გაეტარებინა ეს მომენტი მაგრამ მსაჯები დამატებითი მოთამაშები არიან მეტოქე გუნდის. recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№14
ავტორი: K1llsw1tch
14 მარტი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ერერა ძალიან უთავბოლოდ მოიქცა და ეს პირვლად არ ხდება ამ სეზონში, მონდომება არაფერია ცოტა კლასს თუ არ შეიძენ და ბავშვივით არ შეცდები. დე ხეას შეეძლო კანტეს დარტყმულის აღება, ამაზე ბევრად რთული ბურთები აუღია, მაგრამ რატომღაც პოზიციის არჩევაში შეცდა ძალიან უხეშად. რეშფორდის მომენტზე არც ვიტყვი არაფერს, 101%იანი სიზუსტით უნდა შეესრულებინა ეს ძალიან იშვიათი მომენტი და დიდი ალბათობით გადათამაშებას მივიღებდით. მოკლედ, ისევ და ისევ ჩვენმა შეცდომებმა წაგვაგებინა, ჩელსი წითელი ბარათის შემდეგაც ვერ ურტყამდა კარში ზუსტად, ყოველ 3 წუთში 30 მეტრიდან რახუნი კი არაფერს მოიტანს.
0
№15
ავტორი: nugo-nugo
14 მარტი 2017 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
არადა რა კარად დაიწყეთ იმედი მომეცა ბრძოლის მაგრამ წითელმა ბარათმა დაასრულა ყევლაფერი,ერერა ძაან უხეშობდა და ეტყობოდა რომ მაინც მიიღებდა წითელს.ნუ რაშფორდს ის უნდა გაეტანა,პოგბამ ჩააგდო თამაში,და შემადგენობაც ჩემი აზრით სუსტი იყო,კი დანაკლისი დიდი იყო მაგრამ დარმიანს და იანგს რა უნდოდათ ძირითAდში საერთოდ.უნდა ფელაინი ლინგარდი და მატა თავიდფანვე უნდა ყოფილიყვნენ,მერე კიდე რატო გაიყვანა მხიტარიანი როცა მას უკეთ შეეძლო გამწვავება ვიდრე იანგს,ან ჰა ჰა დარმიანი გაეყვანა იანგი უკან ჩამოეწია მხითო გვერდით და ცენბტრში პოგბასთან ფელაინი.ნუ მოკლედ ისედაც სუსტები ვიყავით და კიდევ უფრო სუსტი გუნდი გაიყავანა ჟოზემ,მეორე ტაიმშI ვაბშე დაგვაჯვეს თავზე ბურთი ფაქტიურად არ გვქონდა,მე დიდად არ მწყენია გამოვარდნა,ყველა ტასს ხო ვერ მოვიგებთ ზედმეტი ტამაშის ჩატარება აღა მოგვიწვეს,მაგრამ საწყები ისაა რო პრინციპულ მეტოქესთან დავმარცხიდით
0
№16
ავტორი: gela-manutd
14 მარტი 2017 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№17
ავტორი: qamari
14 მარტი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
პირადად მე ინგლისური ფეხბურთის და ინგლისური გულშემატკივარის გულშემატკივარი ვარ .ამ საიტიდან დამატებით ინფორმაციას ვიღებ რისთვისაც ყველას დიდი მადლობა .გულშემატკივრობაზე ტყუილად არ გავაკეთე აქცენტი აქ სამწუხაროდ უფრო უაზრო კრიტიკოსები არიან ( 50% )შეკრებილნი რომლებიც თავის ბანალურ აზრს თანაც შეურაცმყოფელს გამოთქვამენ .მე ბევრისთვის სამწუხაროდ იმ კადეგორიას მივეკუთნები რომლებიც წაგებულ გუნდს გამამხნევებელ სიმღერას უმღერის .მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ მანიუ ევროპა ლიგას აიღებს ,მაგრამ ის რომ მომავალ სეზონზე ჩემპ,. ლიგაზე ითამაშებს ამაზე ვისაც სურვილი ექნება დავენიძლავები.თანაც მაგ ჩელსის და მისნაირებს ნათრევი ფლოსტებივით ...............
0
№18
ავტორი: manfan
14 მარტი 2017 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ერერა რომ მანჩესტერის დონის არ არის როდის მიხვდებიან ნეტა (((
0
№19
ავტორი: Shota Blues
14 მარტი 2017 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
თუ ვინმე თვალებმოჭუტული უყურებს თამაშებს მხოლოდ ის ვერ დაეთანხმება-ხოლმე მოუს ვერდიქტს.
ამას წინათ ბარსელონა-პსჟ ს ჩანაწერს მთლიანად ვუყურე. ყველა ალაპარაკებული იყო დილაუთენია წინა საღამოს სენსაციურობით. ამ ამბავს მინდა სათქმელი მივაბა რისი დაწერაც დიდი ხანია მინდა და ვერ მომიხერხებია. ისე მცირედ ვუყურებ სხვა თამაშებს მანჩესტერის გარდა რომ, სიტყვა ,,იშვიათის " დაწერაც მეხამუშება და ესეთი გამონაკლისი სწორედ ამ დღეს იყო. აი ამას ერქვა ნამდვილად ბურთისა და მოედნის დათმობა ასე დინამო თბილისიც ტყავს გააძრობდა. მე ნამდვილად არ ვაკნინებ ბარსას, დიდად პატივსაცემი გუნდია და აი რატო: უცვლელი სტილი, საფეხბურთო ნიშა აქვს და ამ ყველაფრის ერთგულია და ამიტომ მისთვის დამახასიათებელი ფეხბურთელებსაც შეარჩევსხოლმე... იგივე მიზეზით იუნაიტედი გვიყვარს ოღონდა უფრო ინგლისურობის გამო აქ არა რის მინი ფეხბურთი დიდ ფეხბურთში გაუთავებელი პასაობა, სულის შებერვაზე წაბორწიკება და შეხებაზე ცხრამთას იქით გადაკოტრიალება. ეს მანჩესტერ იუნაიტედია! დიდი ფეხბურთი დიდ ფეხბურთში!
0
№20
ავტორი: PaLoMo
14 მარტი 2017 22:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ასეტ მატჩებში მითუმეტეს კაცნაკლული,რომ ხარ იშვიატად გეძლევა მომენტი და როცა მ0ოგეცემა აუცილებლად უნდა გამოიყენო ტორ ედაისჯეი.მარკუს ისეტი მომენტი ქონდა,რომ აუცილებლად უნდა გაეტან,მაგრამ რას ვიზავთ ხდეა ხოლმე მე პირადად გამიხარდა მაგ ტურნირს,რომ გამოვეტიშეტ ახლა ნაკლები მატჩების ჩატარება უკეტესია გუნდისთვის რათა დაისვენონ ფეხბურთელებმა :) მთავარია როსტოვტან მოვიპოვოტ Dამაჯერებელი გამარჯვება.
პ.ს დამესიზმრა ვითომ 2:1 მოვიგეთ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top