თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2835,
კომენტარები: 18
მოურინიო: "ჩელსის" იოლი განრიგი ჩემი ბრალია"
მოურინიო "ჩელსის" ამჟამინდელ სახარბიელო მდგომარეობას თავის შეცდომებს აწერს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღიარებს, რომ "ჩელსის" ხელს უწყობს ევროტურნირებზე არყოფნა, მაგრამ ამის მიუხედავად არ სურს, ანტონიო კონტეს ღვაწლი დააკნინოს.

მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ორშაბათს ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს პორტუგალიელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჟოზე აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა მისთვის არაფრით არის გამორჩეული.

გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონ "ჩელსის" წარმოუდგენლად ცუდი შედეგები ჰქონდა პრემიერ ლიგაში, რაც კონტემ აღმოფხვრა და გუნდი პირველ ადგილზე დააბრუნა.

მოურინიოს კი მიაჩნია, რომ ამაში იტალიელს ხელი "ლურჯების" იოლმა განრიგმაც შეუწყო.

"ყველაზე რთული ნაწილი სავარჯიშო მოედანზე მუშაობისთვის განკუთვნილი დროა, მათ კი ეს დრო აქვთ.

ვიცი, რომ კონტემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, ჩემი ბრალი არ არის, ევროპულ ტურნირებზე რომ არა ვართო - ეს ჩემი ბრალია, ჩემი და ფეხბურთელების.

მაგრამ რეალობა ის არის, რომ მის ხელთაა სიტუაცია, რომელიც მუშაობის, დასვენების, მოდუნების, კონცენტრაციის სხვა რამეზე გადატანის, მოგზაურობის, არდადეგების მოწყობის, ამერიკაში რამდენიმე დღით წასვლისა და სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს, მათ ამ ყველაფრისთვის აქვთ დრო, ასე რომ, პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფებიან, ასეთივე პრივილეგია ჰქონდა "ლივერპულს" რამდენიმე წლის წინ, როცა თითქმის მოიგეს პრემიერ ლიგა.

მაგრამ არ ვამბობ, რომ შექებას არ იმსახურებენ. ვიცი, რაც გავაკეთე "ჩელსიში", მაგრამ მე არ ვნანობ და ცუდ შეგრძნებებს საერთოდ არ ვიხსენებ".


"იუნაიტედის" მატჩის "ჩელსისთან" ევროპა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრების შუალედში უწევს და მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძველი ტურნირი მისი პრიორიტეტი არ არის.

"მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მატჩია. ვარ თუ არა უფრო უბედური, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ წავაგეთ? არა. ვიქნებით თუ არა უფრო ბედნიერი, "ჩელსის" დამარცხების შემთხვევაში? არა.

ასე რომ, მხოლოდ მორიგი მატჩია, რომელიც ცუდ დროს გვაქვს, რადგან ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოცემა შეუძლია, ინგლისის თასს კი არა. ასე რომ, ევროპა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისის თასი."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2017 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpneutral პრინციპის ამბავია თორე ტიტული არგვაცყენდა :))))) მგონია რო ფრე მორჩება

ფელაინი თავდასხმაში derpwhy
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
13 მარტი 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდით ბიჭებო და მიდი ჟოზ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2017 13:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დიდი იმედებით ნამდვილად არ ვუყურებ ამ ტამაშს და რატომღაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი ბევრი მიზეზის გამო. არცერთი ფორვარდი ლამის არ ყავს გუნდს, ჩელსი სახლში თამაშობს და უკეთესს ფორმაშია და პლუს დასვენებული გუნდია

მარა იმედია მაინც შეძლებენ მოგებას
0
№4
ავტორი: Mixito
13 მარტი 2017 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
უნდა მოვიგოთ
0
№5
ავტორი: ROI
13 მარტი 2017 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რაქმაუნდა ევროპალგა უფრო საცჰიროა:*
0
№6
ავტორი: shotkin
13 მარტი 2017 14:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერთი რამეა აქ , აი პრიორიტეტიყველაპონტში ევროპა ლიგას მიენიჭება მაგრამ რა სასტავითაც არუნდა გავიდეს მოუ მინდროზე იქნება ეს ფელაინით თუ ლინგარდით მაქსიმუმი უნდა დადონ ყველამ უკლებლივ 11 ვე კაცმა და ამ შემთხვევაში ყველაფერი სეიზლება მოხდეს, დარწმუნებული ვარ სადღაც გულის სიღრმეში სიამოვნებით შეწირავდა ამ თასს რადგან ევროპალიგაზე იყოს წარმატებული და სწორიცაა აი ამ მოცემულ მომენტში როცა ამდენი ფეხბურთელი გვაკლია იბრა, რუნი, (რაშფორდი და მარსიალიცო თუ ბბს ის დავიჯერებთ) და ამ მომენტში როცა ფაქტიურად ამ მატჩის შემდეგ 3 დღეში გვაქ ევროპალიგა სათამაშო ტურნირი რომელიც ყველაზე მნისვნელოვანია იდეაში იმიტორო 4 ეულით შესვლა და ამ თასისთ გამარჯვებიდან ერთ ერთი როავირჩიოთ რათქმაუნდა ევროპალიგის მოგება გვაწყობს თან +1 ტიტულია რომელიც არ მოგვიგია ჯერ და თან ის რაც გვინა(ლიგის საგზური) ხოდა ამ ყველაფრის ფონზე შესუსტებული შემადგენლობით გასვლა გამართლებულია მარა რა სასტავიც გავა იმათმა უნდა დადონ ყველაფერი
1
№7
ავტორი: nugo-nugo
13 მარტი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ისედავ რთული თამაში გვქონდა ახლა ისიც დაემატა რომ თავდამსხმელი არ გვყავს.რაც შეეხება კონკრეტულად დრევანდელ თამაშს პრინციპული მეტოქეა და მუხედავად დიდი დანაკლისისა მაინც უნდა ვიბრძოლოთ,ბიწებმა უნდა იცოდნენ თუ რა არის მანჩესტერ იუანიტედი, და ამ გუნდისთვის უნდა ითამაშონ დღეს მიუხედავად იმისა რომ დღეს მეტოქე შემადგენლობით უფრო ძლიერია მაინც უნდა ვიბრძოლოთ ტაქტიკურად სწორი თამაში უნდა ვაჩვენოთ მთავარია ნახევ დაცვაში არ გვაჯობონ თორე მერე ისევ გაგვანადგურებენ,ფელაინი უნდა დადეგს წინ მაღალია და მეორე სართუზლე ითამაშებს მხითო მატა ლინგარდი შეტევაში,ძალაინ რთული თამაში იქნება ჩვენთვის მაგრამ არ უნდა დავნებდეთ am გგმუ am ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ am
1
№8
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xo nu martla proncipis sakitxia tore evropa liga ufro mnishvnelovania
0
№9
ავტორი: gela-manutd
13 მარტი 2017 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რავი იქნებ გაუარდეს ლინგარდს ყარაულის თოფივით და იქნება პოგბამაც ქნას რაგაც ერერას იმედიც მაქ
0
№10
ავტორი: LASHQARA
13 მარტი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ჩაწოდება ფელას გოლი და პოგბას შორი გასროლა, მაგის ნახვა მინდა დღეს love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top