თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2836,
კომენტარები: 18
მოურინიო: "ჩელსის" იოლი განრიგი ჩემი ბრალია"
მოურინიო "ჩელსის" ამჟამინდელ სახარბიელო მდგომარეობას თავის შეცდომებს აწერს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღიარებს, რომ "ჩელსის" ხელს უწყობს ევროტურნირებზე არყოფნა, მაგრამ ამის მიუხედავად არ სურს, ანტონიო კონტეს ღვაწლი დააკნინოს.

მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ორშაბათს ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს პორტუგალიელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჟოზე აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა მისთვის არაფრით არის გამორჩეული.

გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონ "ჩელსის" წარმოუდგენლად ცუდი შედეგები ჰქონდა პრემიერ ლიგაში, რაც კონტემ აღმოფხვრა და გუნდი პირველ ადგილზე დააბრუნა.

მოურინიოს კი მიაჩნია, რომ ამაში იტალიელს ხელი "ლურჯების" იოლმა განრიგმაც შეუწყო.

"ყველაზე რთული ნაწილი სავარჯიშო მოედანზე მუშაობისთვის განკუთვნილი დროა, მათ კი ეს დრო აქვთ.

ვიცი, რომ კონტემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, ჩემი ბრალი არ არის, ევროპულ ტურნირებზე რომ არა ვართო - ეს ჩემი ბრალია, ჩემი და ფეხბურთელების.

მაგრამ რეალობა ის არის, რომ მის ხელთაა სიტუაცია, რომელიც მუშაობის, დასვენების, მოდუნების, კონცენტრაციის სხვა რამეზე გადატანის, მოგზაურობის, არდადეგების მოწყობის, ამერიკაში რამდენიმე დღით წასვლისა და სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს, მათ ამ ყველაფრისთვის აქვთ დრო, ასე რომ, პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფებიან, ასეთივე პრივილეგია ჰქონდა "ლივერპულს" რამდენიმე წლის წინ, როცა თითქმის მოიგეს პრემიერ ლიგა.

მაგრამ არ ვამბობ, რომ შექებას არ იმსახურებენ. ვიცი, რაც გავაკეთე "ჩელსიში", მაგრამ მე არ ვნანობ და ცუდ შეგრძნებებს საერთოდ არ ვიხსენებ".


"იუნაიტედის" მატჩის "ჩელსისთან" ევროპა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრების შუალედში უწევს და მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძველი ტურნირი მისი პრიორიტეტი არ არის.

"მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მატჩია. ვარ თუ არა უფრო უბედური, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ წავაგეთ? არა. ვიქნებით თუ არა უფრო ბედნიერი, "ჩელსის" დამარცხების შემთხვევაში? არა.

ასე რომ, მხოლოდ მორიგი მატჩია, რომელიც ცუდ დროს გვაქვს, რადგან ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოცემა შეუძლია, ინგლისის თასს კი არა. ასე რომ, ევროპა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისის თასი."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
13 მარტი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
არც კი ვიცი რა ვთქვა იმენად მკიდია ეს თასები მაგრამ მოგება და მხოლოდ მოგება
0
№12
ავტორი: dybbuk
13 მარტი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
დღეს აქვს ფელაინის იმის შანსი რო დაანახოს ხალხს რატო იყიდა მანიუმ თავის დროზე, ალბათ კარგად გახსოვთ რო სწორედ შეტევაში თამაშობდა ევერტონში და ბევრი მნიშვნელოვანი გოლი აქვს განატანი, ამ სიტუაციაში კიდე თუ ბბს დავუჯერებთ სხვა ალტერნატივა არ გვრჩება შეტევაში, სხვა ნებისმიერის დაყენება ნაკლებად პროდუქტიული იქნება ჩემი აზრით ფელაინისთან შედარებით, საერთოდ არ მგონია რო დაიკიდებენ ამ მატჩს, ჟოზეს ეს განცხადებაც ზუსტად ის "გონებრივი თამაშები" მგონია, პრესტიჟის პონტში არ დაიკიდებს უბრალოდ
0
№13
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეხლა სხვანაირად ჭიკჭიკებს, მაგრამ მესმის, თან თავსაც იზღვევს. მოუს არ უნდა დაავიწყდეს რომ მანჩესტერი ყველა ტურნირზე სადაც არის ყველას მოსაგებად უნდა იბრძოდეს. იმედია ახსოვს თავისი სიტყვები და ეს მორიგი ხრიკია
0
№14
ავტორი: Phil Jones
13 მარტი 2017 17:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბევრეჯრ მინახავს რომ ამბობენ ეს ტურნირი მნიშვნელოვანია და უნდა გავიდეთო მერე კი აგებენ, აქ რაღაც უშნოდ ათამაშებენ ერთ ადგილებს, ჟოზე,ნევილი და კამანდა და ვფიქრობ პირიქით არ მმოხდეს და იოლად არ მოიგოს მანიუმ ))
0
№15
ავტორი: stepno
13 მარტი 2017 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაინც უნდა მოვიგოოთ მიდიით რაა გამახარეეთ მაგრად მინდა ჩელსის დამარცხებაა რაააააააა
0
№16
ავტორი: rene harrison_
13 მარტი 2017 18:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
პრინციპის ამბავია აბარაა. ფელა დღეს 3 გოლს დებ!!
0
№17
ავტორი: giorgi kandelakisvili
13 მარტი 2017 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი

მე უბრალოდ სწრაფი თამაში მინდა ვნახო ლაღიი
0
№18
ავტორი: Murtazi
13 მარტი 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Gamarjobaa tuici rom manchesteris tamashs dgess teleponi vuyuro fromsportzee nitihavs romshevdivar anraunda gadmovwero tuicit danexmaret madloba winaswar
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top