გუნდი "ჩელსისთან" მატჩისთვის თავდამსხმელის გარეშე ემზადება.
უეინ რუნი, მარკუს რეშფორდი და ენტონი მარსიალი თანაგუნდელებთან ერთად კვირას შუა დღეს სტოქპორტის სადგურში არ მისულან.
M.E.N.-ის ფოტოგრაფებმა 20-კაციანი შემადგენლობა დააფიქსირეს მატარებელში ასვლისას, რომლითც ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის ჩასატარებლად ლონდონში უნდა ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ ფეხბურთელებს შორის თავდამსხმელი არ არის. ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიკსვალიფიცირებულია.
იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელები დამოუკიდებლად მიდიოდნენ შეკრების ადგილზე. მაგალითდ, ენტონი მარსიალი და მარუან ფელაინი საშინაო მატჩების დროს მოგვიანებით უერთდებიან თანაგუნდელებს სასტუმრო "ლოურიში", ლიგის თასის ფინალური მატჩის წინ კი ხუან მატა ბაბუის დაკრძალვას დაესწრო ესპანეთში და ამის შემდეგ თავად ჩავიდა ლონდონში, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ტრიო ხვალ შეუერთდეს გუნდს.
ლუკ შოუ, რომელმაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩაატარა და ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩის განაცხადში არ იყო, დღეს თანაგუნდელებთან ერთად შენიშნეს.
თანაგუნდელებს დაუბრუნდა ერიკ ბაიიც, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა რუსეთი ჩატარებულ შეხვედრაზე.
შემადგენლობის დადასტურებული წევრები:
მეკარეები: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, დინ ჰენდერსონი
მცველები: ანტონიო ვალენსია, მატეო დარმაინი, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, კრის სმოლინგი, დეილი ბლინდი, მარკოს როხო, ლუკ შოუ
ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი, ჰენრიხ მხითარიანი, ხუან მატა
წყარო:
M.E.N.