თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2017, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3786,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" ლონდონში 20-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა
გუნდი "ჩელსისთან" მატჩისთვის თავდამსხმელის გარეშე ემზადება.
უეინ რუნი, მარკუს რეშფორდი და ენტონი მარსიალი თანაგუნდელებთან ერთად კვირას შუა დღეს სტოქპორტის სადგურში არ მისულან.

M.E.N.-ის ფოტოგრაფებმა 20-კაციანი შემადგენლობა დააფიქსირეს მატარებელში ასვლისას, რომლითც ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის ჩასატარებლად ლონდონში უნდა ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ ფეხბურთელებს შორის თავდამსხმელი არ არის. ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიკსვალიფიცირებულია.

იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელები დამოუკიდებლად მიდიოდნენ შეკრების ადგილზე. მაგალითდ, ენტონი მარსიალი და მარუან ფელაინი საშინაო მატჩების დროს მოგვიანებით უერთდებიან თანაგუნდელებს სასტუმრო "ლოურიში", ლიგის თასის ფინალური მატჩის წინ კი ხუან მატა ბაბუის დაკრძალვას დაესწრო ესპანეთში და ამის შემდეგ თავად ჩავიდა ლონდონში, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ტრიო ხვალ შეუერთდეს გუნდს.

ლუკ შოუ, რომელმაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩაატარა და ევროპა ლიგის ეგიდით "როსტოვთან" მატჩის განაცხადში არ იყო, დღეს თანაგუნდელებთან ერთად შენიშნეს.

"იუნაიტედი" ლონდონში 20-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა


თანაგუნდელებს დაუბრუნდა ერიკ ბაიიც, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა რუსეთი ჩატარებულ შეხვედრაზე.

"იუნაიტედი" ლონდონში 20-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა


შემადგენლობის დადასტურებული წევრები:

მეკარეები:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, დინ ჰენდერსონი

მცველები: ანტონიო ვალენსია, მატეო დარმაინი, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, კრის სმოლინგი, დეილი ბლინდი, მარკოს როხო, ლუკ შოუ

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი, ჰენრიხ მხითარიანი, ხუან მატა

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
13 მარტი 2017 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ ველი ჩელსის აწიოკებას დიდი სიამოვნებით ჩაუჯდებოდი ლუდით და დაპწნილი ყველით ეგრეც ვიზამ
0
№12
ავტორი: giochinio
13 მარტი 2017 01:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ცრუ ცხრიანით მოგვიწევს თამაში,ალბათ ჰენრიცხს დააყენებს ნუ ეს პირიქით შეიძლება სიურპრიზი აღმოჩნდეს ჩელსის დაცვისთვის,ვნახოთ რა იქნება
0
№13
ავტორი: gela-manutd
13 მარტი 2017 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ძნელი თამაში გველის მარა მაინც უნდა მოვიგოთ
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
13 მარტი 2017 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ეგენი მართლა ტრამვირებილები თუარიან მერე მართლა დაგვენძრაა
0
№15
ავტორი: stepno
13 მარტი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:DDDDD შეუერთდებიააან
0
№16
ავტორი: jokero89
13 მარტი 2017 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
rat gvinda tavdamsxmeli avtogols gaitans kefili da egaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top