ჯესი ლინგარდს ორი ლონდონური გრანდი იწვევს.
ლონდონის "ჩელსი" და "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ჯესი ლინგარდის შეძენას ეცდებიან.
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რომლის გუნდი ხვალ ინგლისის თასის მეოთხედფინალში "იუნაიტედს" დაუპირისპირდება, ინგლისელის შეძენას ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს ზაფხულისთვის.
ლინგარდს კონტეს 3-4-3 ფორმაციაში შეეძლება ითამაშოს, როგორც ე.წ. ვინგბექმა და შემტევმა.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ლინგარდს ერთი წელი აქვს დარჩენილი და ტოპ კლუბები "სამ ლომთა" ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის ვითარებით ისარგებლებენ.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა 24 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, ისევე, როგორც ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრა.
ნაკრებისგან განსხვავებით, კლუბში ჯესის არც ისე ხშირად უწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში და მას ჯერ არც ახალი კონტრაქტი მიუღია ჟოზე მოურინიოსგან, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ მომდევნო სეზონის ბოლოს.
წყარო:
the sun