თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2017, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2390,
კომენტარები: 12
ლონდონელები ლინგარდით დაინტერესდნენ
ჯესი ლინგარდს ორი ლონდონური გრანდი იწვევს.
ლონდონელები ლინგარდით დაინტერესდნენ
ლონდონის "ჩელსი" და "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ჯესი ლინგარდის შეძენას ეცდებიან.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რომლის გუნდი ხვალ ინგლისის თასის მეოთხედფინალში "იუნაიტედს" დაუპირისპირდება, ინგლისელის შეძენას ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს ზაფხულისთვის.

ლინგარდს კონტეს 3-4-3 ფორმაციაში შეეძლება ითამაშოს, როგორც ე.წ. ვინგბექმა და შემტევმა.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ლინგარდს ერთი წელი აქვს დარჩენილი და ტოპ კლუბები "სამ ლომთა" ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის ვითარებით ისარგებლებენ.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა 24 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, ისევე, როგორც ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრა.

ნაკრებისგან განსხვავებით, კლუბში ჯესის არც ისე ხშირად უწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში და მას ჯერ არც ახალი კონტრაქტი მიუღია ჟოზე მოურინიოსგან, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ მომდევნო სეზონის ბოლოს.

წყარო: the sun
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
12 მარტი 2017 23:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Tu vinmes unda rac shileba male gaatanet :))
0
№12
ავტორი: Phil Jones
13 მარტი 2017 17:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთადერთი იმ შემთხვევაშია დასატოვებელი თუ თანახმაა რომ ძლიერ რეზერვისტი იყოს გუნდში, ანუ ვინმეს ტრავმების დროს სათადარიგოზე იყოს, ისიც იმიტომ რომ მანჩესტერელია და ეტყობა რომ გუნდი უყვარს თორემ არაა ამ გუნის დონის ნამვილად და სამწუხაროდ. მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი გოლისა რაც უკვე მოასწრო და გაიტანა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top